კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სოფლის კინოკლუბთან ორი თხა დგას‚ ერთ-ერთს აფიშა ჩამოუხევია და ღეჭავს. – კარგი ფილმი ყოფილა‚ – უთხრა მეორეს‚ გადაყლაპა თუ არა აფიშის ბოლო ნაგლეჯი. – მე წიგნი უფრო მომეწონა‚ – თავმომწონედ მიუგო მეორემ.

 

 

***

– გოგონი‚ თქვენ ისეთი დამაბრმავებელი ხართ‚ რომ „სვარშჩიკის მასკით“ უნდა იაროთ!

***

,,ხრუშჩოვკის” ლოჯიაში ორი კარგად შეჭიკჭიკებული მოხუცი ბაასობს. ლაპარაკი ქალებზე ჩამოვარდა.

– აბა‚ გამოტყდი ახლა‚ მაინც‚ რამდენი ქალი გყავდა? – ეკითხება ერთი.

მეორე ჩაფიქრდა ბოლოს ამაყად წარმოთქვა:

– ოცდახუთი!

– კაცო‚ შენ გეკითხებიან‚ რამდენი ქალი გყავდაო‚ ქალთან რამდენჯერ იყავი კი არაო! – გამოსძახა ცოლმა სამზარეულოდან.

***

– გოგონი‚ ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს და აქამდე რატომ არ გიცნობდით?

– ღმერთი გიფარავს‚ საბრალო ადამიანო...

***

ორი ახალგაზრდა ბარში საუბრობს:

– აქ ისეთი გოგო ვნახე‚ დანახვისთანავე შემიყვარდა...

– სიყვარული ერთია‚ მაგრამ, გირჩევ‚ ცოლი ანგარიშით მოიყვანო.

– შენსავით‚ არა?! 60 წლის ქალი რომ მოიყვანე...

– ჰო...

– ორი შვილით და სამი შვილიშვილით...

– ჰო...

– თანაც, კაპიკიც რომ არ აქვს...

– ნუ‚ ანგარიშში ცოტა შევცდი...

***

ტიპი ექიმთან მიდის ანალიზის შედეგების გასაგებად.

– თქვენს სისხლში 98 პროცენტი ალკოჰოლი აღმოჩნდა.

– 98 პროცენტი! მა რა ჩემ ფეხებად ჩავაყრევინე არაყში იმოტოლა ყინულები?!

***

– გუშინ „ფლეშ-მობის” მოწყობა გვინდოდა. შიშველი გოგონების რიო-დე-ჟანეიროსებური კარნავალით...

– მერე‚ მოვიდა ვინმე?

– როგორ არა‚ უამრავი ჩაცმული მამაკაცი...

***

უსაფრთხო სექსი კომპიუტერით: როდესაც პორნოსაიტს თქვენ უყურებთ‚ ვირუსებს კი პროვაიდერი იჭერს.

***

ანკეტის შევსებისას:

– შვილები გყავთ?

– დიახ – სამი.

– ვაჟი გყავთ.

– არა‚ არც ერთი.

– გოგონა?

***

– არავითარი ,,ქალური ლოგიკა” არ არსებობს. კაცებისა და ქალების ლოგიკა ზუსტად ერთნაირია, მხოლოდ ერთ რამეში არ ემთხვევა. სექსის შემდეგ ქალი ფიქრობს:

– იყო სექსი‚ ამას უნდა მოჰყვეს ქორწინება...

კაცის აზრით კი:

– ხომ იყო სექსი‚ მეტი რაღა უნდა?!

***

– იცით‚ ძალზე დათრგუნული ვარ‚ მივლინებაში წამოსვლამდე ცოლმა მიღალატა...

– როგორ?

– გინდათ, გაჩვენოთ?!

***

– მარო‚ გო‚ შენი ქმარი სახლშია?

– სახლშია... გინდოდა რამე?

– ერთი ასი ლარი მინდა ვესესხო...

– შენ რა გგონია‚ ასი ლარი რომ ჰქონდეს‚ სახლში იჯდებოდა?

***

– როგორ ხარ? რამდენი ხანია‚ არ გვინახავს ერთმანეთი.

– ვარ რა! უკვე ათი წელია ცოლი მყავს... მოკლედ, „დრუჟბასავითაა“, ჩაირთვება და ხერხავს‚ ხერხავს... შენ რას შვრები?

– მე ერთი წელია, დავქორწინდი‚ ჯერ არა მიშავს‚ ბეწვახერხია...

***

წარწერა პოლიკლინიკის შესასვლელთან:

„თვითმკურნალობა საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის!“

***

მძინარე ბავშვი – ის არა მარტო საყვარელია‚ არამედ... როგორც იქნა...

***

– სამსახურიდან წასვლა მინდა და არ ვიცი, როგორ მოვიქცე, განცხადება უნდა დავწერო?

– არაფერი არ გინდა‚ უფროსის კაბინეტში ფეხის კვრით შედი...

***

კინოთეატრის წინ.

– ამბობენ‚ ძალიან დაბალი ხარისხის‚ მდარე ფილმიაო...

– მაშინ‚ ამდენი ხალხი რატომ აწყდება?

– ყველას უნდა, რომ თავად დარწმუნდეს...

***

რეკლამა:

„ჩვეულებრივი დეზოდორანტი ტანსაცმელზე ყოველთვის ტოვებს თეთრ ლაქას‚ მხოლოდ ჩვენი დეზოდორანტი დატოვებს თქვენს სამოსზე ფერად ლაქებს!“

***

– დაბადების დღეზე ჩემს ქმარს ძვირფასი ანკესი ვუყიდე...

– ო‚ მაგრა გაუხარდებოდა‚ ყოველ შაბათ-კვირას სათევზაოდ დადის და უკეთეს საჩუქარს ვერც ინატრებდა!

– გაუხარდებოდა კი არა... ხელში ატრიალა‚ ატრიალა და მკითხა‚ ეს რა არისო...

***

საუკეთესო მეთოდი, მოაწონო ქალს თავი – მისწერე სასიყვარულო წერილები ასდოლარიან კუპიურებზე.

***

– ახლა პოდიუმზე გამოვა ყველაზე ლამაზი გოგონა და წარმოადგენს 2012 წლის ზაფხულის სეზონის საცურაო კოსტიუმს!

– შესანიშნავია!

– ბრავო!

– აი‚ ეს მესმის!

– კი მაგრამ‚ საცურაო კოსტიუმი სადღაა?!

***

ღრმა დეკოლტე: „გაიხარე!“

კაბის ჭრილი გვერდით: „შეიძლება!“

კაბის ჭრილი უკან: „მომყევი!“

კაბის ჭრილი წინ „რაღას ელოდები?!“

***

– ჩემს მშობლებს რა ვუთხარი! რა დავუშავე‚ სახელი დიდედის პატივსაცემად რომ დამარქვეს?..

– მაინც‚ რა გქვია?

– დიდედა...

***

– ჩემმა ცოლმა‚ მგონი‚ საჭმელების კეთება ისწავლა – კუჭ-ნაწლავი მომიწესრიგდა.

– მე კი მგონია‚ იმუნიტეტი გამოგიმუშავდა.

 

скачать dle 11.3