კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2018 (102)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)

ვისთან ერთად ატარებს ამერიკაში უიქენდებს ვაჟა მანია და რაში გაუმართლა მას ბერკლიში მისვლისთანავე

თითქმის ორი თვეა, რაც ვაჟა მანია ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და სწავლას ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში აგრძელებს – მუსიკის მსოფლიო მექაში, სადაც სწავლაზე, ალბათ, ნებისმიერი მუსიკოსი, მომღერალი ოცნებობს. ამ ოცნების ასასრულებლად ვაჟას რამდენიმე წელი და სხვადასხვა სირთულის გადალახვა მოუწია. თუმცა, დღეს ის ბერკლიშია და იქ მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ „თბილისელებს“ ესაუბრება.

 

ვაჟა მანია: როდესაც ამერიკაში მოვდიოდი, ვფიქრობდი: ცოტას დავისვენებ, შევიგრძნობ ამერიკას, მოვემზადები სწავლისთვის, ქალაქს დავათვალიერებ, ბერკლის შევხედავ, დავტკბები, თვალს შევაჩვევ ყველაფერს-მეთქი. მაგრამ 26 იანვარს ჩამოვედი, კოლეჯში რეგისტრაცია კი 17 იანვარს იყო დაწყებული და 27 იანვარს მთავრდებოდა. რომ გადამეცილებინა, სემესტრი უნდა ჩამეგდო. მგზავრობამ ისე დამღალა, არაფრის თავი არ მქონდა, არადა მეორე დღეს, ანუ 27 იანვარს 5 საათი მქონდა რეგისტრაციისთვის დარჩენილი. თან, ამ დროის განმავლობაში უნდა მომესწრო ფულის გადარიცხვა, საბუთების მოწესრიგება, ყველა მასწავლებელთან უნდა მივსულიყავი, გამოცდები ჩამებარებინა. დილიდან გადარბენები დამეწყო, მაგრამ საკმაოდ იღბლიანი აღმოვჩნდი. წარმოიდგინე, მივედი სასწავლებელში და ფული არ არის გადარიცხული. მხოლოდ რეგისტრაციაში ვარ გატარებული და სპონსორების ორფურცლიანი სია მაქვს. რეგისტრაციისთვის რომ მივედი, იქ გამოჩნდა პირველად ჩემი იღბლიანობა. მითხრეს: არა უშავს, ჩვენ გასესხებთ ფულს, არ ინერვიულო, სწავლას მიხედეო. მერე წავედი გამოცდებზე, მოვასწარი ყველაფერი, მაგრამ საღამოს ისეთი მითიშული ვიყავი, არაფრის თავი არ მქონდა. გიორგი მიქაძე დამეხმარა ძალიან, ის რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ვერაფერს მოვასწრებდი. სანამ აზრზე მოვიდოდი, სად უნდა წავსულიყავი, რა გამეკითებინა, კი გავიდოდა 5 საათი. გიორგისაც გაუკვირდა, ძალიან გაგიმართლა, ასე მალე რეგისტრაცია არ ხდებაო. ალბათ, დაგვიანებული რომ ვიყავი, დააჩქარეს. მეორე დღიდან შევუდექი სწავლას. იმის აზრზეც ვერ მოვედი: სად ვიყავი, რატომ ვიყავი, რა უნდა გამხარებოდა. ერთი კვირა, ბერკლის რომ ჩავუვლიდი, ვფიქრობდი: ვაა, მართლა აქ ვსწავლობ?! მაგრამ, ისე უცებ ჩავერთე სწავლის პროცესში, აღფრთოვანების დრო აღარც მქონდა.

– ადვილად შეეგუე ახალ გარემოს?

– ძალიან ადვილად. ასე მეგონა, ქართულ სკოლაში მივდიოდი. ლონდონში სწავლის დროს უფრო გამიჭირდა, ვიდრე ამერიკაში. ცოტა დროში ვიყავი აჭრილი, ქართული დროით მეძინებოდა. მერე ამასაც მივეჩვიე.

– მომიყევი, როგორ სწავლობ, როგორი გრაფიკი გაქვს, რა საგნებს გადიხარ?

– როდესაც გამოცდებს აბარებ, სხვადასხვა „ლეველზე” გსვამენ. ამიტომ, ერთი და იგივე ჯგუფთან  არ სწავლობ, ბევრ სხვადასხვა ბავშვსა და მასწავლებელთან გიწევს ურთიერთობა. ანსამბლისა და ვოკალის გაკვეთილზე მესამე-მეოთხე სემესტრელებთან დამსვეს, დანარჩენ საგნებში – ჩვეულებრივ, პირველ სემესტრზე. ანსამბლის გაკვეთილზე, იმპროვიზაციაზე რომ მიდგებოდა საქმე, აწყვეტაზე ვიყავი. მეკითხებოდნენ: რომელი სემესტრელი ხარო. პირველი-მეთქი. უკვირდათ, ჩვენ მესამე-მეოთხე სემესტრელები ვართ, რა მაგარი ხარო. იმპროვიზაციას რომ ვაკეთებ, ვოკალის მასწავლებელი ზურგზე მისვამს ხოლმე ხელს, ისეთი კარგი მასწავლებელი მყავს... თან, ზანგია. ყველა დავალების შესრულებისას „ხუთიანზე” მივყვები, თან ბევრ ახალ რაღაცას მასწავლის. მიუხედავად იმისა, რომ პირველი სემესტრია და ოდნავ ზოგადია, რასაც მაჩვენებს, ძალიან კარგი და ჩემთვის ახალი სავარჯიშოებია. თან, საოპერო არიებს მამღერებს. თავიდან მომცა ერთი კლასიკური ნაწარმოები, მერე – მეორე, მესამე, შემდეგ დამავალა კლასიკური სიმღერების წიგნი იყიდეო. ჯაზს ხშირად არ მამღერებდა, ცხრილში ჩავიხედე: შემთხვევით კლასიკურზე ხომ არ მოვხვდი-მეთქი. მერე ამიხსნა: ჯერ პირის აპარატი უნდა შეიცვალო, თან სწორად სიმღერას ისწავლი და ეს დაგეხმარებაო. ჯაზსაც მერე სხვანაირად მამღერებს, ორივეს ერთ დონეზე აყენებს. გამოთქმებში ცალკე მამეცადინებს. თუ ერთი სიტყვაც არ გამოვთქვი სწორად, თავიდან მაწყებინებს სიმღერას. შეიძლება, სიტყვას სწორად კითხულობდე, მაგრამ სიმღერაში სხვანაირად უნდა გამოთქვა და ამაში ცალკე მამეცადინებს. საბოლოო ჯამში, გაკვეთილი გამოდის კანფეტი, მერე სახლში მივდივარ და რასაც მიხსნის, იმას მთელი კვირა თავს ვაკლავ. გამოცდაზე სამი კლასიკური ნაწარმოები უნდა ვიმღერო და ერთი ჯაზი. ანსამბლის გაკვეთილებიც ძალიან მიყვარს. მაგალითად, მასწავლებელი გვაძლევს ელა ფიცჯერალდის სიმღერას და ზუსტად ისე უნდა იმღერო, როგორც ის მღერის, „კოპიო” უნდა გააკეთო. ყველაფერი ნოტებშია ამოწერილი – თემაც, იმპროვიზაციაც. კონცერტზე შეიძლება, თემა იგივე გამღეროს, მაგრამ იმპროვიზაცია – სხვა. ვისაც არ შეუძლია იმპროვიზაციის გაკეთება, ის ჩვეულებრივ მღერის. მაგრამ, შენ თუ შენი გაქვს, ლავირებას გაუკეთებ და უფრო კარგი გამოვა. თუ შეამჩნევს, რომ კარგად ვერ მღერი, გეტყვის: მოდი, გამოცდაზე ასე იმღერეო.

– შენი იმპროვიზაცია მოსწონთ?

– მოსწონთ. ჩემს ჯგუფში მაინცდამაინც არ გამოსდით იმპროვიზაცია. ერთხელ მასწავლებელი ეუბნება ბავშვებს: თუ გინდათ, იმპროვიზაცია ადვილად გამოგივიდეთ, რიტმული ბგერები, მელოდიები შეურიეთო. მერე მე შემომხედა: შენზე არაფერს ვამბობო. ბავშვებმაც თქვეს: ჰო, ვაჟას ეს კარგად გამოსდისო.

– კიდევ რა საგნებს გადიხარ?

– ერთი არის ჩემი ტანჯვა-წამების საგანი, ანუ რაც წიგნები მაქვს წასაკითხი, უკვე სამი წიგნი წავიკითხე, ყველაფერი მუსიკის შესახებაა, ერთი ცოტა ფსიქოლოგიურია. ჩემთვის ინგლისურ ენაზე დაწერილი წიგნის წაკითხვა ცოტა რთული იყო. თან, მერე წიგნის ანალიზი უნდა გააკეთო. ბევრ კითხვას გისვამს, რაც ინგლისურად აზროვნებას გივითარებს. ძალიან საინტერესო და კარგი გაკვეთილია, უბრალოდ, თავიდან გამიჭირდა. თან, მასწავლებელი ისეთი „ხოხმა” ტიპია, სიცილით ვკვდებით ხოლმე. ამ გაკვეთილისთვის პროექტი მაქვს გასაკეთებელი. ვინმე ცნობილ შემოქმედთან, ხელოვანთან „სკაიპით“ უნდა ჩავწერო ვიდეოინტერვიუ და მერე პრეზენტაცია მოვაწყო. მასწავლებელმა გვითხრა: წინა წელს ერთმა სტუდენტმა კლინტონთან ჩაწერა ინტერვიუო. ანუ, ცნობილი ადამიანი უნდა იყოს – უნდა მიდგე-მოდგე, გაიგო მისი კოორდინატები, სთხოვო „სკაიპში“ 10 წუთი დაგითმოს, რომ ვიდეოთვალით გადაიღო და მერე ამის პრეზენტაცია მოაწყო. ჯერჯერობით ვფიქრობ, ვინ ჩავწერო. საგამოცდო დავალებაა, კარგად უნდა გააკეთო. ყველა საგანში სუპერპედაგოგები მყავს. თავისი საქმის „მასტერები” არიან. მათთან სწავლა ბევრ რამეს გაძლევს. თან, მეორე სემესტრიდან უკვე შენს სპეციალობას ირჩევ და ძირითადად, ამაზე გიწევს მუშაობა. ახლა უფრო ზოგად განათლებას იღებ. აქ ყველაფერი ისეა მოწყობილი, ნელ-ნელა ვითარდები და ხვდები, რა გინდა. შეიძლება, უცებ ტვინი გადაგიტრიალდეს და საერთოდ სხვაგან წახვიდე. აქ სწავლა დიდი კომფორტია. ამიტომაც ღირს, ალბათ, ძვირი. პედაგოგები ხომ საუკეთესოები არიან და თან, თუ რამე გჭირდება, ყველაფერი შენობის შიგნით ხდება, არ გიწევს სადმე გასვლა.

– ბერკლის იქით რა ხდება, ჩაები ამერიკულ ცხოვრებაში თუ ჯერ ვერ ახერხებ?

– არაფრისთვის არ მრჩება დრო. შაბათ-კვირასაც ვმეცადინეობ. ხანდახან პარასკევს ქართველი ბიჭები თუ შევიკრიბებით, დავლევთ, გავერთობით ცოტას. დანარჩენ დღეებში ყველა თავის საქმეს აკეთებს და არავის სცალია. ახლა დასვენება მაქვს და რამდენიმე დღით ნიუ-იორკში ჩამოვედი. ძალიან მომეწონა, როგორც იქნა, ჩემს მიწაზე დავდგი ფეხი. ისევ მეცადინეობას უნდა დავუბრუნდე, ძალიან მონდომებული ვარ. მინდა, ყველაფერი კარგად გავაკეთო. რამდენიმე ხნის წინ მასწავლებელი მეკითხებოდა: ამ სემესტრში რის გაკეთება მოასწარი, რა შეიცვალა აქ ჩამოსვლითო. ვუთხარი: ჩემთვის აქ რომ ვარ, ეს უკვე დიდი პროგრესია-მეთქი. გაუკვირდა, რატომო. ვუთხარი, აქ რომ ჩამოვსულიყავი იმდენი რამე დამჭირდა, ამას ახლა ვერ მოვყვებით. ასე მგონია, ეს ბოლო სემესტრია და მინდა, ყველაფერი გავაკეთო, ყველაფერი მოვასწრო-მეთქი. გაოცებული შემომხედა: ყოჩაღ, ძალიან კარგად ფიქრობო. ახლა მხოლოდ იმაზე ვარ კონცენტრირებული, გამოცდები კარგად ჩავაბარო. მეორე სემესტრი სექტემბერში იწყება, რომელიც უფრო კარგი და საინტერესო იქნება.

 

 

скачать dle 11.3