კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით არის საშიში ძაღლების ჯანმრთელობისთვის გაზაფხული და როგორ დავიცვათ ისინი უსიამოვნო ფაქტებისგან

ცხოველების პარაზიტებისგან დაცვა ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა ძაღლების პატრონებისთვის. გაზაფხული კი სწორედ ის დროა, როცა ეს პრობლემა განსაკუთრებით იჩენს თავს. ამიტომ ყურადღებით ჩაიკითხეთ ინტერვიუ და გაითვალისწინეთ კომპეტენტური რჩევები, რომლებსაც ჩვენი რესპონდენტი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი ზაქრო ბაჯიაშვილი გთავაზობთ. 

 

ზაქრო ბაჯიაშვილი: გაზაფხულის თბილი ამინდების გამოსვლასთან ერთად, აქტიურდებიან პარაზიტები, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს. ესენი არიან: ექტოპარაზიტები, რწყილები და ტკიპები, რომლებიც სხვადასხვა ტრანსმისიული დაავადების გადამტანებად ითვლებიან. 

– უფრო ზუსტად, რა საფრთხეს უქმნიან ისინი ცხოველს?

– მათი ინვაზია იწვევს ძლიერ ქავილსა და ნერვულ აშლილობებს, ასევე, კანზე ალერგიებს და ანთებით პროცესებსა და დერმატიტებს. 

– ძირითადად სად ხდება ცხოველის დაინვაზირება?

– რწყილებითა და ტკიპებით დაინვაზირება ხდება ძირითადად ქუჩიდან და იმ ადგილებიდან, სადაც ხშირად ვასეირნებთ ცხოველებს. პარაზიტები სითბოში აქტიურდებიან და ესევიან ცხოველებს. 

– როგორ დავიცვათ შინაური ცხოველები ამ პრობლემისგან?

– იმისთვის, რომ ცხოველები პარაზიტებისაგან დავიცვათ, 3-4 კვირაში ერთხელ, რეგულარულად უნდა დავამუშაოთ ისინი რეპელენტებით; ასევე, სასურველია ინსექტოციდური სპრეისა და საყელოს გამოყენება. სპრეი უნდა გამოვიყენოთ ყოველი გასეირნების წინ. ყველა ზემოთ აღნიშნული საშუალება გამოყენებული უნდა იყოს კომპლექსურად, რაც უზრუნველყოფს შედეგის მაქსიმალურ ეფექტურობას, ვიდრე მათი გამოყენება ცალ-ცალკე. 

– რა შეიძლება გამოიწვიოს რწყილებით ინვაზიამ?

– რწყილებით ინვაზია ხშირად ხდება ალერგიული რეაქციების წარმოშობის მიზეზი (რწყილის ნაკბენის ალერგია). რწყილები, ასევე, ითვლებიან შინაგანი  ჰელმინთოზების – ,,ჭიების” გადამტანებად (მაგალითად, დიფილიდიოზის); ასევე, ცხოველში იწვევენ არასასიამოვნო შეგრძნებას და ცუდ ზოგად მდგომარეობას. 

– პროფილაქტიკისთვის რას ურჩევთ ცხოველების პატრონებს?

– რწყილების ინვაზიის პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ გამოიყენება ინსექტოციდური საშუალებები: სპრეი, წვეთები და საყელო. ასევე, შეიძლება, გამოვიყენოთ რწყილების საწინააღმდეგო შამპუნი.

 ალერგიული დერმატიტები, რაც გამოწვეულია რწყილებით, მიმდინარეობს ძლიერი ქავილით. აღნიშნული დაავადება გამოწვეულია ძაღლისა და კატის კანში მოხვედრილი რწყილის ნერწყვით, რაც იწვევს ძლიერ ალერგიას. რწყილის ნერწყვი შეიცავს სულ მცირე 15 ალერგიულ კომპონენტს. დაავადებას ახასიათებს სეზონურობა. 

 რწყილები ითვლებიან, ასევე, დიფილიდიოზის გადამტანებად. დიფილიდიოზი – ეს არის ძაღლებისა და კატების  პარაზიტული დაავადება, მისი აღმძვრელი არის ცესტოდა, რომელიც პარაზიტობს ცხოველის წვრილ ნაწლავებში. ცხოველის ორგანიზმში აღწევს პარაზიტი ლარვის სახით. ის ორგანიზმში ხვდება რწყილის ჩაყლაპვით, რომელშიც არის პარაზიტის ლარვა. წვრილ ნაწლავებში ლარვა ეკვრის ნაწლავის კედელს და აღწევს ზრდასრულ ფორმას, რომელიც შეიძლება იყოს ერთ მეტრამდე სიგრძისაც კი. პარაზიტი იკვებება ნაწლავის კედლიდან და გამოყოფს თავისი ცხოველმყოფელობის პროდუქტებს – ტოქსინებს. ასევე, პარაზიტი  მექანიკურად აღიზიანებს და აზიანებს ნაწლავის კედლებს, იწვევს სისხლდენებს და მექანიკურ გაუვალობებს.

– როგორია დაავადების სიმპტომები?

– დაავადების სიმპტომები სხვადასხვანაირია: შეიძლება იყოს გაუკუღმართებული მადა ან უმადობა, სიგამხდრე, უკანალის ქავილი, ფაღარათი ან ყაბზობა და ხანდახან – გულისრევა. პარაზიტი გარემოში გამოყოფს კვერცხებს, რაც ხვდება რწყილის ორგანიზმში და აღწევს ლარვის სტადიას. ექტოპარაზიტებიდან ყველაზე მეტ საშიშროებას წარმოადგენს იქსოდიდეს ჯგუფის ტკიპები, რომლებიც პიროპლაზმოზის გადამტანებად ითვლებიან. იმისათვის, რომ დავიცვათ ცხოველები ტკიპებისგან, რეგულარულად უნდა დავამუშაოთ ისინი რეპელენტებით.

თუ გაითვალისწინებთ ზემოთ ჩამოთვლილ დაცვის საშუალებებს, თქვენი ცხოველები დაცულები იქნებიან პარაზიტებით გამოწვეული ყველანაირი დაავადებებისგან.

 

скачать dle 11.3