კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

 

კითხვა: მაინტერესებს როგორ გამოიხატება ცხოველზე ლეიშმანიოზი და როგორ უნდა მივხვდეთ ამ დაავადების საწყის ფორმას?

პასუხი: ლეიშმანიოზს აქვს რამდენიმე ფორმა. ამ დაავადებების დროს ძაღლს პირველად უკანა ფეხების სისუსტე ეწყება, უხასიათოდ არის, დავარდნილია, თვალებიდან და ცხვირიდან გამონადენი შეინიშნება. ზუსტი დიაგნოზის დასმა ლეიშმანიოზის შემთხვევაში ბარძაყის ძვლიდან ბიოფსიის აღებით ხდება, რაც საკმაოდ რთული პროცედურაა. ბოლო დროს შემოვიდა იმუნური ტესტები, რომლებიც მეტ-ნაკლები სიზუსტით გვიჩვენებს ლეიშმანიოზის არსებობას. ამ დროს ტემპერატურა იმატებს. როგორც კი ძაღლს უხასიათობას შეატყობთ, მაშინვე ექიმს უნდა მიუყვანოთ. ლეიშმანიოზის საწყის ეტაპზე ცხოველმა ცხვირის აქერცვლა იცის, თან, ცოტა შეუსივდება კიდეც. ყურის ბოლოები თითქოს შეუხმება, თვალებიდან გამონადენი აქვს და უკანა ფეხების სისუსტესაც შეამჩნევთ. თუ ამ სიმპტომებს შენიშნავთ ძაღლი ექიმთან წაიყვანეთ, რადგან მას თქვენით ვერ უმკურნალებთ. მკურნალობის კურსი ძალიან სპეციფიკურია, საჭიროა გადასხმები. გლუკანტინი, რომელიც ძაღლის ორგანიზმში შეჰყავთ, ქიმიური პრეპარატია და მისი მკურნალობის ატანა საკმაოდ ძნელია. 

კითხვა: მალე ჩემი მეგობრის დაბადების დღეა და მინდა ძაღლი ვაჩუქო. რას მირჩევთ, რომელი ჯიშის ძაღლის ჩუქება სჯობია? მხედველობაში მაქვს პატარა ტანის ძაღლი.

პასუხი: ჯობია, ამ სახის საჩუქრისგან საერთოდ შეიკავოთ თავი და არჩევანი სხვა რამეზე შეაჩეროთ. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა თქვენს მსგავსად სიურპრიზის სახით, მეგობრისთვის ესა თუ იმ ჯიშის ძაღლი უჩუქებიათ, მაგრამ ძაღლის ახალ პატრონს ეს დიდად არ გახარებია და მხოლოდ მცირე დროით დაკავებულა ცხოველის მოვლით, ისიც გართობის მიზნით. ამიტომ, ჯობია უარი თქვათ მსგავსი საჩუქრის ყიდვაზე. თუ ადამიანს ძაღლი არ უნდა, რაც თქვენ დაზუსტებით არ იცით, უარს ვერ გეტყვიან, მაგრამ, რაღაც პერიოდის შემდეგ, როგორც წესი, გააჩუქებენ. ხოლო, თუ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ თქვენი მეგობარი ცხოველების დიდი მოყვარულია, ჯობია ის წინასწარ შეამზადოთ საჩუქრის შესახებ, რის შემდეგაც მოემზადება და სიამოვნებით დაელოდება ოჯახის ახალ წევრს.

 

скачать dle 11.3