კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უქმნის საფრთხეს მამის გაუაზრებელი სიტყვა მუცლადმყოფ ჩვილს და როგორ იღებს ჯერ არდაბადებული ბავშვი გადაწყვეტილებას, რომ ამქვეყანას არ მოევლინოს

 

 ოჯახში ბავშვის დაბადება ყოველთვის ზეიმია. ახალი ადამიანის მოვლენა ამქვეყნად ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა. როგორც ეზოთერიკოსი ქალბატონი მანანა ამბობს, დედის მუცელში ჩასახული ბავშვი, ენერგეტიკულად სრულიად დაუცველია. ამ დროს კი, ერთმა უაზროდ წამოსროლილმა სიტყვამ მომავალი დედის მისამართით, არ არის გამორიცხული ჯერ არდაბადებული ბავშვის სიცოცხლე ჩანასახშივე შეწყვიტოს. ასევე, ბავშვმა ამქვეყნად მოვლინების ბედნიერება რომ შეიგრძნოს, ამაში თავად მშობლები უნდა დაეხმარონ. რა იცავს ჩანასახს ენერგეტიკული თვალსაზრისით, როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს ოჯახის წევრები და რისი გათვალისწინებაა საჭირო, ამაზე ქალბატონი მანანა გვესაუბრება.

მანანა: ახალი სიცოცხლის მოვლინება ამქვეყნად, ყველაზე მეტად ბავშვის მშობლებს აკისრებს უდიდეს მოვალეობას და პასუხისმგებლობას. ორსულობის პირველ თვეებში ჩანასახი ენერგეტიკულად ისეთი დაუცველი და უსუსურია, რომ დიდი შანსია, ერთმა გაუთვალისწინებლად და დაუფიქრებლად წამოსროლილმა სიტყვამ მას ამქვეყნად მოსვლაც კი გადააფიქრებინოს. ამ პერიოდში, ჯერ არმოვლენილი ბავშვის ერთადერთი დამცველი, დედის ირგვლივ არსებული ბიოველია. ანუ, ის ერთგვარი დამცავი ფენაა მისთვის. ასევე, სიტყვები, აზრები და ფიქრები, რასაც დედა შვილის მუცლადყოფნის პერიოდში წარმოთქვამს თუ გაიფიქრებს. ასე რომ, ბავშვის დაბადებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს დედის ქცევას, სიტყვებს, აზრებს და ფიქრებსაც კი.

– გამიგია, ამ დროს იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მუცლადმყოფი ბავშვის ჯანმრთელობისთვის თუ რას ფიქრობს და განიცდის მასთან დაკავშირებით მამა. 

– დიახ, ესეც მართალია. უძველესი აზიური ტრადიციის მიხედვით, ასეთი რიტუალი არსებობს: როცა ცოლი ორსულადაა, ოჯახს კი მატერიალურად უჭირს, ან რაიმე პრობლემა აქვს და არ ძალუძს კიდევ ერთი სულის შემატება, მისი გამოკვება, ბავშვის მამა იჩოქებს ფეხმძიმე ცოლის წინ, მუცელზე ადებს ხელს, აშტერდება გამჭოლი მზერით ჩასახულ მემკვიდრეს და უხსნის მშვიდი ტონით, რომ  ოჯახში სირთულეებია, ვერ შეძლებენ მის გამოკვებას. ამიტომ ურჩევს, არ დაიბადოს, მოიცადოს ცოტა ხნით და არ მოევლინოს დედამიწას, სანამ სიტუაცია არ გამოსწორდება. 

– ეს რიტუალი, ცოტა არ იყოს არარეალურად მეჩვენება. ახალი სიცოცხლის მოვლენა ამქვეყნად ხომ ღმერთის ნებაა?

– გეთანხმებით, მაგრამ დამიჯერეთ, ეს რიტუალი ნამდვილად ჭრის. მე თავად მაქვს ჩანაწერები წაკითხული და იქ წერია, თუ როგორ სთხოვენ მშობლები შვილს, ჯერ არ დაიბადოს და, ჩანასახიც თანხმდება, უკან იხევს. დედას მუცელი ეშლება, ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის, აბებისა თუ ექიმბაშების დახმარების გარეშე. სიტყვას იმხელა ძალა აქვს, შეუძლია, მუცელში მყოფ ჩვილსაც კი გადაწყვეტილება მიაღებინოს დაბადება არდაბადების თაობაზე. ეს, მეტწილად, მისი მომავალი მშობლების ნებაზეა დამოკიდებული. 

– ესე იგი, უბრალო სიტყვას იმხელა ძალა აქვს, რომ შეუძლია მუცელში მყოფ ჩვილსაც კი გადაწყვეტილება მიაღებინოს?

– დიახ, სიტყვას იმხელა ძალა აქვს, შეუძლია, მუცლად მყოფ ჩვილს გადაწყვეტილება მიაღებინოს დაბადება არდაბადების თაობაზე. ასე რომ, ძვირფასო მშობლებო და განსაკუთრებით მამებო, გაითვალისწინეთ ეს, შეეცადეთ, დღეში რამდენიმე წუთი გამონახოთ, ჩაიმუხლოთ საყვარელი ორსული მეუღლის წინ და ესაუბროთ თქვენს პაწაწინა არსებას, რომელიც მალე დაიბადება. უთხარით, რომ გიყვართ, ელოდებით მის ამქვეყნად მოვლინებას და გინდათ გულში ჩაიხუტოთ. ხშირად მოეფერეთ მუცელზე საყვარელ ქალს და მის პატარას. ასევე, მოუყევით თქვენი ამბები და გამოხატეთ განცდები. ამ დროს ბავშვის გულისცემა მშვიდდება, მომავალი დედა შვებას გრძნობს და მშობიარობის შიშიც ქვეცნობიერად ქრება. ეს მეთოდი, უცხოეთში უკვე წარმატებით დანერგეს. სპეციალისტები ურჩევენ შესაბამის დაწესებულებაში მომავალ მშობლებს ამ მეთოდის გამოყენებას.

– პირად საუბარში ახსენეთ, ორსულობის პერიოდში დედამ, ენერგეტიკული თვალსაზრისით, რაც შეიძლება უკეთეს გარემოში უნდა იცხოვროსო. ამ მხრივ, რას მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება?

– დიახ, მომავალი დედისთვის, ენერგეტიკული გარემო, რაც შეიძლება უკეთესი უნდა იყოს. მისთვის არ ვარგა და სახიფათოა გეოპათოგენურ ზონაში დიდხანს ყოფნა. გეოპათოგენური ზონიდან იზოლირება კი ძალიან რთულია. ამიტომ, ორსულმა ქალმა მეტი დრო უნდა გაატაროს ქუჩაში, ისეირნოს სუფთა ჰაერზე ფეხით, ბუნებაში დაჰყოს მეტი დრო. ამ მხრივ ყველაზე კარგია ფიჭვნარი, რადგან სწორედ ფიჭვია დიდი რაოდენობით კოსმიური ენერგიის მიმღები. ეს ხე უდიდესი ძალით იზიდავს კოსმიურ ძალას და ამით უარყოფით ენერგიებს სპობს მის ირგვლივ. სხვათა შორის, ის არა მარტო ჰაერს, გარემოს საინფორმაციო ველსაც ასუფთავებს. ასევე, აუცილებელია, ორსულმა გაითვალისწინოს, თუ როგორ გარემოში იცხოვროს, დაისვენოს, მოუსმინოს მუსიკას, წაიკითხოს წიგნი და სხვა. 

– როგორ გავიგოთ ბინაში რომელი ზონაა მიუღებელი?

– რომ გაიგოთ, სახლში რომელი ადგილია ორსულებისთვის კარგი და მისაღები, ამისთვის ერთი კარგი ძველი მეთოდი არსებობს. კერძოდ, აიღეთ ნახევარი მეტრი სიგრძის ძაფი, ერთ ბოლოში მოაბით საქორწინო რგოლი, მეორე ბოლოთი დაიჭირეთ და ოთახები ნელ-ნელა ფრთხილი ნაბიჯებით შემოიარეთ. ზოგ ადგილას ძაფი მკვეთრად დაიწყებს აქეთ-იქეთ ქანაობას, ან წრიულად ტრიალს. ეცადეთ, ამ დროს ხელი არ ამოძრაოთ და დააკვირდეთ ძაფზე ჩამოკიდებულ რგოლს. მისი მკვეთრი მოძრაობისას მიხვდებით, რომ ეს ადგილები თქვენთვის საშიშია. სადაც ძაფზე დაკიდებული ბეჭედი არ ქანაობს და არც წრეებს ხაზავს, ის ადგილები მისაღები და უსაფრთხოა. ასევე, აუცილებელია, სახლი, სადაც ორსულია, ენერგეტიკულ დონეზე დაალაგოთ.

– ეს როგორღა შევძლოთ?

– სახლიდან უნდა გაიტანოთ და გადაყაროთ ყველა ის ნივთი, რომელიც გატეხილია, გაბზარულია, ცუდ მოგონებებთან ასოცირდება, ან ისეთმა ადამიანმა გაჩუქათ, რომელიც თქვენთვის მიუღებელია. ამ მხრივ დიდი როლი ენიჭება ფოტოებს და იმ ნივთებს, რომლებიც ცუდ ემოციას, შთაბეჭდილებას და განცდას აღძრავს ორსულში. მე იმას არ გეუბნებით, ფოტოები, სადაც არასასურველ პიროვნებასთან ხართ გადაღებული ან უსიამოვნო წარსულს გახსენებთ, გადაყარეთ-მეთქი, მაგრამ, ხომ შეგიძლიათ, საგულდაგულოთ გადამალოთ და ხშირად არ ნახოთ? ჰოდა, ასე მოიქეცით. 

– ასაკში შესული ხალხი გვაფრთხილებს, ჯერ არდაბადებული ბავშვისთვის რაიმეს ყიდვა იკრძალებაო. ეს მართლაც ხიფათს უქმნის ჩვილის მუცლად ყოფნის დროს?

– ასაკში შესული ადამიანებისგან მსგავსი რამ მეც მსმენია და მიმაჩნია, რომ რაღაც დონეზე, ეს უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, ბებიაჩემი სულ მაფრთხილებდა, როცა ორსულად ვიყავი, არ შეიძლება, დაბადებამდე მშობელმა შვილს ტანსაცმელი, საწოლი, სხვადასხვა საბავშვო ნივთი თუ სათამაშო უყიდოსო. ბევრი ეზოთერული წიგნი მაქვს წაკითხული და ამას ეზოთერიკოსებიც ადასტურებენ. თუმცა, ადრე, ჩვენი დიდი ბაბუები, სანამ შვილი გაუჩნდებოდათ, აკვანს მანამდე აკეთებდნენ. მიაჩნდათ, როგორც კი გაიგებდა კაცი, რომ მამა ხდებოდა, მაშინვე უნდა დაეწყო აკვნის გამოთლა, რომ მისი შვილიც ისეთივე ბედნიერი ყოფილიყო, მთელი ცხოვრება, როგორც  თავად მამა, როცა მისი არსებობის შესახებ შეიტყო. აგრეთვე, მომავალი დედა საკუთარი ხელით უკერავდა ბავშვს პირველ სამოსს და ამისთვის მამის ნაქონი ტანსაცმლის ქსოვილს იყენებდა. ამით პატარას, მამის ძლიერი ენერგეტიკა და დადებითი მუხტი, ასევე, მშობლებისგან დაცვის ინსტინქტი გადაეცემოდა. დღეს ასე არავინ იქცევა, თუმცა ეს დაცვის ინსტინქტი და ენერგეტიკა რომ გადასცენ მშობლებმა ჩვილს, სწორედ ამიტომაც, აწვენენ ახლად დაბადებულ ბავშვს ჯერ დედის სხეულზე და შემდეგ მამის გულ-მკერდზე.

 

 

скачать dle 11.3