კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იგავი მდიდარსა და გლახაკ ლაზარეზე

 

„იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეული და ბისონი ეცვა და ყოველდღე ბრწყინვალე სუფრა იშლებოდა მის სასახლეში. იყო ერთი გლახაკიც, სახელად ლაზარე, რომელიც მთლად დაწყლულებული ეგდო ამ მდიდრის ჭიშკართან და მისი ნასუფრალიც კი ენატრებოდა. მოდიოდნენ ძაღლები და წყლულებს ულოკავდნენ. მოკვდა ეს გლახაკი და წაიყვანეს ანგელოზებმა აბრაამის წიაღში. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს. გაახილა თვალი მდიდარმა ჯოჯოხეთში, სადაც იტანჯებოდა, შორს დაინახა აბრაამი, ხედავს, ლაზარეც მის წიაღშია და შესძახა: „მამა აბრაამ! შემიწყალე, მოავლინე აქ ლაზარე, რომ თითის წვერი ჩააწოს წყალში და ენა გამიგრილოს, რადგან ვიდაგები ამ ცეცხლის ალით”. აბრაამმა უთხრა: „შვილო, გაიხსენე, რომ შენ უკვე შენს სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი მარტო ბოროტება იგემა. ამიტომაც, ახლა მან აქ ნუგეში მიიღო, შენ კი იტანჯები. თანაც, ჩვენსა და შენ შორის დიდი უფსკრულია, ვერც ჩვენგან გადავა ვინმე თქვენკენ და ვერც თქვენგან გადმოვა ჩვენკენ”. მაშინ მდიდარმა თქვა: „გევედრები, მამაო, გაგზავნე ლაზარე მამაჩემის სახლში, სადაც ხუთი ძმა მყავს; მივიდეს და ყველაფერი აუწყოს, რომ ისინიც არ ჩაცვივდნენ ამ სატანჯველში”. აბრაამმა უთხრა: „მათ მოსეც ჰყავთ და სხვა წინასწარმეტყველებიც, იმათ უსმინონ”. მდიდარმა კი მიუგო: „არა, მამა აბრაამ, არ მოუსმენენ, მარტო მაშინ მოინანიებენ, მკვდრეთით აღმდგარი თუ მივა ვინმე მათთან”. აბრაამმა პასუხად უთხრა: „თუკი მოსეს და წინასწარმეტყველებს არ მოუსმენენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არც მას ერწმუნებიან“.

ლუკა 16, 19-31

გლახაკი სულითა

უფალმა ორი იგავური სურათი დაგვიხატა: ერთია ამქვეყნიური და მეორე – იმქვეყნიური. ეს მდიდარი კაცი დღიდან დღემდე განცხრომაში, სიტკბოებასა და მხიარულებაში ატარებს დროს, მას ღმერთი არ ახსოვს და გაჭირვებული არ ებრალება. არც ჭამა-სმას იკლებს და არც ჩაცმა-დახურვას.

როცა ამ იგავს კითხულობ, არ შეიძლება, არ გაოცდე მდიდრის უზრუნველობითა და უდარდელობით. გლახაკი ლაზარე გებრალება, მაგრამ, უფრო საცოდავი და შესაბრალისი ეს მდიდარი კაცია. იმიტომ, რომ მას ჯოჯოხეთი ერგო, გლახაკი ლაზარე კი აბრაამის წიაღში, ანუ სამოთხეში დამკვიდრდა.

ნუ იფიქრებ, რომ მდიდარი კაცი თავისი სიმდიდრის გამო დაისაჯა. სიმდიდრე ცოდვა არ არის. ეს კაცი უსამართლოდ იყენებდა იმას, რაც ღმერთმა მისცა, მაგრამ, მისი ყველაზე დიდი ცოდვა ის არის, რომ მშიერ-მწყურვალი და სნეული გლახაკი არ შეიწყალა.

როდის ან როგორ ხდება ადამიანი უმოწყალო? მაშინ, როცა მარტო საკუთარი თავი ახსოვს, ღმერთის არ ეშინია ან, სულაც, ურწმუნოა. ამიტომაც მოხვდა უკეთური მდიდარი ჯოჯოხეთში, გლახაკი ლაზარე კი ანგელოზებმა სამოთხეში აიტაცეს. რა გააკეთა ლაზარემ ისეთი, რომ მას სამოთხე ერგო?

შენ, ალბათ, გახსოვს, უფალი სულით გლახაკებს რომ ჰპირდება ნეტარებას და ამბობს: „ნეტარ არიან გლახაკნი სულითა“. სულიერი სიგლახაკე არის სულიერი სიწმინდე, როცა სული თავისუფალია ცოდვისაგან. ლაზარემ სწორედ თავისი სულიერი სიგლახაკით მოიპოვა ღვთის დიდი წყალობა. ის უსიტყვოდ ითმენდა თავის ყოველდღიურ გაუსაძლის ტანჯვასა და ტკივილებს. ლაზარე სასოებით მოელის უფლის მოწყალებას.

უფლის არც ერთ იგავში საკუთარი სახელი არ გვხვდება, მარტო ამ იგავშია სახელით მოხსენიებული გლახაკი. ლაზარე შემოკლებული სახელია ებრაული საკუთარი სახელისა ელიაზარ, რაც ნიშნავს – „ღმერთია შემწე“. უფალს იმის თქმა უნდა, რომ ეს გლახაკი მთლიანად მინდობილია ღმერთს, მისი შემწეობის იმედი აქვს და ამიტომაც ერგება სამოთხე.

ამ იგავში უფალი გვიხატავს უხილავ სამყაროს, სადაც ერთ მხარეს ჯოჯოხეთის მარადიული ცეცხლის ალში იტანჯებიან ცოდვილები, მეორე მხარეს კი მართლები ნეტარებენ საუკუნო სიხარულით. მდიდარი ჯოჯოხეთიდან შორს დაინახავს აბრაამსა და ლაზარეს, აბრაამი კი უხსნის, რომ მათ შორის დიდი უფსკრულია. სანამ კაცი ცოცხალია, მას შეუძლია, თავისი ცოდვები მოინანიოს, სიკეთე გაამრავლოს, სულიერი სიგლახაკე მოიპოვოს და მაშინ აუცილებლად მოხვდება იმ მხარეს, სადაც ლაზარეა. სიკვდილის შემდეგ კი გვიან იქნება.

მდიდარ კაცსაც ეს დაემართა. იგი თავისი ძმების გადარჩენას ლამობს და მამა აბრაამს ევედრება, მკვდრეთით აღმდგარი ლაზარე გაგზავნოს მათთან – იქნებ, სასწაულმა იმოქმედოს, დაფიქრდნენ და ამ სატანჯველს გადაურჩნენო. მაგრამ, უფალი გვაფრთხილებს, რომ სასწაულებით სულს ვერავინ გადაირჩენს.

იგავში ნახსენებია აბრაამი, მოსე და წინასწარმეტყველები. აბრაამი ებრაელთა დიდი მამამთავარი იყო. მათი რწმენით, მართალი ადამიანის სული აბრაამის წიაღში მკვიდრდება იმქვეყნად. ეს წიაღი იგავში სამოთხეს გამოხატავს.

მამა აბრაამი მდიდარ კაცს ეუბნება, შენს ძმებს მოსე და წინასწარმეტყველები ჰყავთ და იმათ უსმინონო. უფალს იმის თქმა სურს, რომ კაცმა ღვთის მოსაწონად უნდა იცხოვროს: აღასრულოს ღვთის რჯული და მცნებები დაიცვას. ებრაელების რჯული და მცნებები კი მოსეს და წინასწარმეტყველთა წიგნებშია ჩაწერილი. 

ჩვენ, ქრისტიანებმა, ქრისტეს რჯული და მცნებები უნდა დავიცვათ, თუკი გვინდა, რომ გლახაკი ლაზარესავით სასოებითა და მალიერებით მივიღოთ უფლის ყოველდღიური წყალობა.

 

скачать dle 11.3