კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი ატანა უწევს პრეზიდენტის სახელით გიორგი აფციაურს და როდის გაჩნდნენ სალიტა ჩუბინიძის ცხოვრებაში ანონიმური თაყვანისმცემლები

„თქვენი შოუს” გარშემო ბოლო დროს ხმაურიანი სტატიები და სათაურები გამოჩნდა. ფაქტი ერთია – გიორგი აფციაური ახლა შოუს ხელმძღვანელია, სალიტა ჩუბინიძესთან ერთად კი – მისი წამყვანიც. შოუს ცვლილებებიც დაეტყო, რაზეც დეტალურად ინტერვიუში საუბრობენ.  ჩვენი ინტერვიუ შედგა წიგნების მაღაზია „პროსპეროს წიგნებში“, რომელიც  რუსთაველის გამზირზე ¹34-ში მდებარეობს.

 

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია სალიტა ჩუბინიძე

– გამარჯობა, გიორგი, როგორ ხარ?

– ასე ცუდად დიდი ხანია არ ვყოფილვარ – ვირუსი შეგვხვდა ნახევარ სამსახურს და დღეს, მგონი, ჩემამდეც მოვიდა.

– ვიცი, რომ შენკენ სასიამოვნო სიახლეებია.

– რასთან დაკავშირებით?

– საქმესთან და პირად ცხოვრებასთან.

– პირად ცხოვრებაში საერთოდ არაფერია ახალი, საქმეში კი თუ „თქვენს შოუს” უყურებ, დაინახავ რა დღეშიც ვარ. გოგოს და ბიჭს მიგვყავს გადაცემა და ის გოგო არაფრის გამკეთებელი არაა. (იცინიან).

– რას ნიშნავს ეს?! ვუყურებ და ძალიან ბევრ რამეს აკეთებს.

– არა, ფიზიკურად კარგი გოგოა, კარგად უკრავს და მღერის და ნელ-ნელა, ალბათ, ერთად დავიხვეწებით. უცნაურად მოხდა, რომ ამხელა პასუხისმგებლობის აღება მომიწია საკუთარ თავზე. რომ გითხრათ, ამას ვაპირებდი-მეთქი, ტყუილი იქნება. უბრალოდ, გარემოებები შეიქმნა ისეთი, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. სალიტა იყო ის ადამიანი, ვისზეც ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა წამყვანად. მგონი, არ შევმცდარვარ.

– როგორ მატირეთ...

– ისე გავაკეთეთ, თითქოს ჩვენ მოგიწყვეთ სიურპრიზი და შენ ამაზე იტირე.

– სხვათა შორის, ბევრს  დადგმული ეგონა ეს სცენა, მაგრამ, მართლა არ ყოფილა ასე. ასეთი კარგი მსახიობი რომ ვიყო, სერიოზულად ვიფიქრებდი სამსახიობო კარიერაზე, კინოსა და თეატრზე ვიფიქრებდი და არა იუმორისტულ შოუზე. ჩემი მძაფრი ემოციები გამოიწვია იმან, რომ ცუდ ხასიათზე ვიყავი, რაც ამათ იცოდნენ და, ვიფიქრე, რომ ეს ყველაფერი მომიწყვეს და სიხარულით გავგიჟდი (მე მომმართავს, – ავტორი). პირად ცხოვრებაში რატომ არ ხდება არაფერი? პრინციპში, ვიცი: ისეთი დაკავებული ხარ საქმით, რომ ამისთვის არ გცალია, ხომ?

– ზუსტად ასეა. ერთი თვის წინ ერთ გოგოს ვიცნობდი, ამ რამდენიმე დღის წინ დავურეკე და რომელი ხარო (იცინიან). რაღაცეები სულ ხდება, მაგრამ, სერიოზულისთვის დრო ნამდვილად არ მაქვს. 

– კი მაგრამ, ეს ისეთი რაღაცაა, არ გეკითხება გაქვს თუ არა დრო, მოუნდება და გამოგანახვინებს. 

– მართალი ხარ, მაგრამ, ამ თემაზე არ ვლაპარაკობ, არ მინდა. სულ ორ თემაზე არ ვსაუბრობ...

– რომელიც ყველაზე საინტერესოა (იცინიან). მკაცრი უფროსი აღმოჩნდი?

– არა, საერთოდ და არც უფროსი არ ვარ. აქ მეგობრები ვმუშაობთ და ერთად ვაკეთებთ ყველაფერს.

– ვთქვათ, ვიღაცა სისტემატურად აგვიანებს, ადრე მიდის, არ ასრულებს სამუშაოს...

– ეს მხოლოდ მე არ მწყინს, სხვა ბიჭებსაც ძალიან სწყინთ. ყველას გააზრებული აქვს, რომ ეს საერთო საქმეა, გუნდურად ვმუშაობთ და, თუ ვიღაც ერთი ურევს, აფუჭებს, ყველაზე ერთნაირად მოქმედებს. 

– „თქვენი შოუ” სიახლეებს ხომ არ გვპირდება უახლოეს მომავალში?

– სიახლეები სულ იქნება. ფორმატულ ნაწილში სიახლეები შევიტანეთ და უკვე ჩამოყალიბებული სახე მიიღო, რუბრიკები და რაღაცეები სულ შეიცვლება, განახლდება და საინტერესო იქნება. 

–  არ ხარ დაღლილი იმით, რომ, თუ სადმე ხარ მისული, დაბადების დღე იქნება ეს თუ რამე წვეულება, ყველა ითხოვს: „პრეზიდენტი გაგვიკეთე, აუ, მიშასნაირად თქვი”?

– ასეთი შემთხვევები ძალიან, ძალიან ხშირად ყოფილა და უკვე მივეჩვიე (იცინიან). პრაქტიკამ მაჩვენა, რომ მსგავსი თხოვნები მას შემდეგ იწყება, როცა რამდენიმე ჭიქას დალევენ. რამდენიმე ჭიქას რომ დალევენ, მერე მე იქიდან მივდივარ ხოლმე. მთვრალები, ტელეფონით ხელში ყანყალით მოდიან და მეუბნებიან „აი, კამერა ჩავრთე და, თუ ძმა ხარ, ერთი მიშა გამიკეთე”... ამაზე მხოლოდ მეცინება, საერთოდ არ მაქვს აგრესია. 

– ანუ, მოსწონთ ის, რასაც აკეთებ.

– გააჩნია ადამიანს. არის კატეგორია, რომელიც მეუბნება: მიდი, მიდი, გააჯავრე, ეგრე უნდა მაგასო; არის კატეგორია, რომელიც მეუბნება: მიყვარს მიშა და მართლა კარგად აჯავრებო. ერთხელ კი ერთი მოხუცი ქალი ქუჩაში მიყვირის: „უსირცხვილო! უსირცხვილო!” ვერ მივხვდი, მე მეუბნებოდა თუ არა. ხალხმა ყურება დაგვიწყო. ქალბატონო, მე მეუბნებით-მეთქი? ჰოო, შენ გეუბნები! აბა, შენი გასაჯავრებელია ამხელა კაციო?! მიშას ფანი იყო.

– პრეზიდენტის ფანებს ხშირად ხვდები?

– კი. ახლახან სამეგრელოში ვიყავი და ოჯახიდან ოჯახში მქონდა გადაპატიჟება როგორც პრეზიდენტს. თუ კამერას ხედავენ, ზუსტად ისე იქცევიან როგორც მიშას დანახვაზე მოიქცეოდნენ. თუ კამერის გარეშე ვარ, რაღაცეებს მაბარებენ ხოლმე.

– საჩუქრებს და წერილებს არ გატანენ?

– მაღაზიაში ვიყავი შესული და გამყიდველმა წერილი გამომატანა, თან მითხრა, შენ ხარ მოციქული პრეზიდენტსა და ჩვენ შორისო. მაგრამ, სამწუხაროდ, ის წერილი ისევ ჩემთან არის, არ სცალია პრეზიდენტს ჩემთან შესახვედრად (იცინიან). სამაგიეროდ, მე მცალია და ყოველდღე ვკითხულობ იმ წერილს. 

– როგორ ფიქრობ, ხასიათში თუ გადაგივიდა მისი მანერები? მომხდარა ისე, რომ, არც რეპეტიციაა, არც არაფერს იღებთ და, უცებ, მისი მანერა დაგიჭერია  შენს ლაპარაკში, ან, რამე ჟესტი „გამოგვარდნია”?

– სახლში რომ ვზივარ, პენსიების გაზრდაზე ლაპარაკს არ ვიწყებ, მაგრამ, მანერები მართლა  შევისისხლხორცე (იცინიან). ხანდახან ხმაც მიმირბის და თითებიც, როცა ეს საჭირო არ არის. მასში „ჩავბუდდი” (იცინიან). 

– თუ იცი, პრეზიდენტს უნახავს შენი გამოსვლები? მოსწონს თუ არ მოსწონს ის, რასაც აკეთებ?

– არ ვიცი, არასდროს შევხვედრივარ. რატომ არ უნდა მოსწონდეს, იუმორია. 

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია გიორგი აფციაური

– სალიტა, აბა, მოგვიყევი, როგორ მოხვდი ამ გაუგებრობაში?

– ამ გაუგებრობაში დაახლოებით ერთი წლის წინ მოვხვდი, მას შემდეგ რაც „თსუ”-ში „კავეენის” თამაში დავიწყე. ამჟამად ისევ უნივერსიტეტში ვსწავლობ, ხელოვნებათმცოდნეობაზე, მესამე კურსზე ვარ. მოკლედ, „კავეენზე” შეგვამჩნია ერთმა ახალგაზრდა, ნიჭიერმა, კრეატიულმა ბიჭმა, გიორგი აფციაური ერქვა, რომელმაც „რუსთავი 2-ში” რეკომენდაცია გაგვიწია და ასე მოვხვდი „თქვენს შოუში”.

– გავიგე, ფანები, თაყვანისმცემლები სახლის კართან უტოვებენ საჩუქრებსო.

– ასეც ხდება ხოლმე. თაყვანისმცემლები საკმაოდ ბევრნი არიან და მათ მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მხოლოდ კარგს აკეთებენ...

– ბრინჯი, მაკარონი ამათ ოჯახს არ მოჰკლებია (მე მომმართავს, – ავტორი).

– შაქარი ოჯახში არის (იცინიან). მართლა არაფერი მეთქმის მათზე კარგის გარდა. მართალია, ზოგჯერ საჩუქრები ანონიმურია და არ ვიცი, ვისგან მოდის, მაგრამ, ახლა ყველას მადლობას ვუხდი. მართლა ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც კარს გააღებ და ლამაზი რაღაცეები გხვდება.

– ბევრისგან გამიგია, რომ შორენა ბეგაშვილს გამსგავსებენ.

– კი, ეს მეც გავიგე, მაგრამ, მგონია, რომ ჩვენ შორის არანაირი მსგავსება არ არის. 

– მე პირადად, დუტას უფრო გამსგავსებ (იცინიან), გიორგი აფციაური გაბრაზებს ხოლმე?

– კი, საშინლად, მაგრამ, რა ვქნა, უფროსია და ვუთმენ. არა, მართლა, გიორგი შესანიშნავი უფროსია, ძალიან უშუალო, პირველ ყოვლისა, ჩვენი მეგობარია. საქმეში სერიოზულობა საჭიროა, მაგრამ, სიმკაცრე არ სჭირდება ხოლმე, ისედაც გადასარევად ვუგებთ ერთმანეთს. ძალიან თბილი და მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. რა ვიცი, კარგი ბიჭია.

– თუ წარმოგედგინა, რომ ოდესმე ტელევიზიაში მოხვდებოდი?

– კი, რატომაც არა. წარმოდგენით წარმომედგინა, მაგრამ, მცდელობა ჩემი ინიციატივით არ მქონია. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ფაკულტეტზე ვსწავლობ, მაგრამ, ეს სამყაროც ძალიან საინტერესო ყოფილა. მგონი, ამან სძლია უკვე. მსახიობობას არ ვაპირებ – ეს საქმე არ გამომდის.

– სამაგიეროდ, კარგად მღერი. ამ მიმართულებით რის გაკეთებას აპირებ?

– „თქვენი შოუს” გარეთ ძალიან სერიოზულად ვარ დაკავებული სიმღერით, ვმღერი ჯგუფში. თუ ნახეთ „ნიჭიერი”, იქ იყო ჯგუფი „თსუ არტი”, რომლის წევრებიც ძალიან ნიჭიერი ბიჭები არიან. მათთან ერთად ვარ, ჩემი მეგობრები არიან. რამდენჯერმე ერთად გამოსვლა და თანამშრომლობა მოგვიწია – ისინი უკრავენ, მე ვოკალისტი ვარ. ამ ჯგუფის გარეთ, ცალკეც ვმღერი, კონცერტებზე გამოვდივარ ხოლმე.

– რითი ხარ უკმაყოფილო სამსახურში, რომ გიორგის ვუთხრა და გაითვალისწინოს? ან თუნდაც, ცხოვრებაში – ამასაც გაითვალისწინებს (იცინიან).

– საერთოდ არაფრით. ძალიან კმაყოფილი ვარ აქ მუშაობით, ყველა თან მყვება და მართლა საშინლად უმადური ვიქნები, რამე ცუდი რომ ვთქვა. არც ცხოვრებაში ვარ რამით უკმაყოფილო, მომწონს ჩემი ცხოვრება და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. ვცდილობ, რაც მაქვს, ასე ვთქვათ, დავიმსახურო, ღირსი გავხდე იმ ყველაფრის, რაც დღემდე მოვიპოვე.

– პოპულარობა მალე მოვიდა?

– კი. იცი, როგორი რაღაცაა, სამი წელია, რაც თბილისში ჩამოვედი, მანამდე საჩხერეში ვცხოვრობდი და იქ ერთ-ერთი პოპულარული ახალგაზრდა ვიყავი, მიჩვეული ვარ ამ ამბავს. უბრალოდ, ახლა მასშტაბები გაიზარდა. აუ „მცნობენ” და თავში ამივარდა – ასეთი რამ ჩემს შემთხვევაში არ ყოფილა. პირიქით, თბილისში რომ ჩამოვედი, დასაწყის პერიოდში თავს ცუდად ვგრძნობდი. ვერავინ ვერ მცნობდა, არავინ ყურადღებას არ მაქცევდა და ეს იყო ჩემთვის გასაკვირი და უცნაური. ახლა ისე ვარ, როგორც ყოველთვის: ჩვეულ მდგომარეობაში, ძალიან სასიამოვნოდ.

– ზუსტად ასე ვიყავი გუდამაყარში (იცინიან). იქ ყველა მცნობდა და, აქ რომ ჩამოვედი ვერავინ ვერ მცნობდა. 

– რა იყო ახლა ეს?! დამცინე?! (იცინიან). ისე, ყოფილა შემთხვევა, რომ სადღაც ვერ უცვნიხარ ვერავის?

– არა, ეგეთი შემთხვევა მართლა არ მახსენდება. ჩემი კითხვების დროა, მაცადე. რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს?

– რა ბანალური კითხვაცაა, ისეთ ბანალურ პასუხს გაგცემ.

– სალიტა, შეყვარებული გყავს?

– არა. უფრო სწორად, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და არ გეტყვი.

– კონფიდენციალური კი არა, უნდა გეთქვა, კაი ოჯახის შვილია და არ გეტყვიო (იცინიან). 

– კაი ოჯახის შვილია და არ გვინდა ამაზე საუბარი (იცინიან). 

– კარგი, მაშინ, რამდენი წლისაა?

– კონფიდენციალურია-მეთქი, ხომ გითხარი!

– მისი ვინაობა კი, მაგრამ, ასაკი რამხელა აქვს? – შენ გიყვარს თუ იმას უყვარხარ?

– არ ვაპირებ ამაზე საუბარს.

– არ მაინტერესებს, ხელფასს დაგიქვითავ. კარგი, შეგიძლია, არაფერი თქვა. გავიგეთ, რომ გყავს, არანაირი კონფიდენციალურობა მაგას აღარ უშველის. 

– არა, დამანებეთ თავი! 

– ვიღაცა არის და, გვითხარი, რა მოხელე ნაჩალნიკია.

– ვაიმე, სიცხე მაქვს, ვეღარ ვლაპარაკობ... 

 

 

скачать dle 11.3