კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ერთგულები

დიპწინასწარმეტყველება

 

ფორუმ „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილეებს არა მხოლოდ ერთ-ერთი ორგანიზატორი სახმინისტრი მიესალმა, არამედ, თავისი სიტყვა მოწვეულ სტუმრებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თორნიკე გორდაძემაც შეაწია. დამსწრეთ ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსულის დეტალებიც გაახსენა და არც ევროკავშირის გაფართოების აუცილებლობის მისეული არგუმენტები დაუმალა. მომყავს ციტატა: „ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის წევრები გახდნენ და ეს იყო წარმატება თავად ევროკავშირის ყველა მოქალაქისთვის (სავარაუდოდ, ევროკავშირელთა წარმატებისთვის ჩვენი მიღება ჰაერივით აუცილებელია)“.

მეორე მხრივ, ისიც აღნიშნა, რომ (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „ზოგი ამბობს, გაფართოება ევროს ასუსტებს. რომ გადაწყვეტილების მიღება 6-7 სახელმწიფოში უფრო ადვილია, ვიდრე 27-28-ში, მაგრამ, ყოველი გაფართოების დროს ინტეგრაცია ქვეყნებს შორის ღრმავდება და ეს მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, გაფართოება გააძლიერებს როგორც ევროს, ისე ევროკავშირს  (რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი ევროს ისე გააძლიერებს, ახლანდელი ევრო ვერც კი იცნობს).“ მეტიც, ბ-ნმა გორდაძემ ევროს კრიზისის დაძლევის დროც იწინასწარმეტყველა, ზედაც, ევროკავშირის მორიგი გაფართოებისაც („10-15 წელიწადში ევროკავშირი კრიზისს დაძლევს და კვლავ გაფართოვდება“).

მანამდე კი ჩვენი ევროკავშირელი მეგობრები შეაგულიანა: „ევროკავშირში არის ევროს კრიზისი, მაგრამ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ელოდება და ეს კრიზისი ამ მტკიცე გადაწყვეტილებას ვერ შეგვაცვლევინებს.“

დიახ, აი, ასეთი სულგრძელები ვართ!

 

скачать dle 11.3