კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯიბეში ჩამსმელები

უნივერსალური ჯარისკაცები

 

მართალია, ვერც ზურაბ ჭიაბერაშვილის და ვერც ანდრია ურუშაძის შემხედვარე, ვერ იტყვი, ალი-კვალი ჟან კლოდიაო (თუმცა, განა ვწუნობ?!), მაგრამ, თუ მათ საქმიანობას გადავხედავ, სწორედ ვან დამის შემხედვარეს აღმოგხდება, ალი-კვალი ზურა ან ანდრიააო.

ჯანდაცვის მინისტრის სავარძელი მის ქვეშ ხეირიანად არც კი გაცივებულიყო (მოგეხსენებათ, ბ-ნი ურუშაძე უეცრად მერიაში ჩამოალაბორანტეს), რომ პროექტის – „ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის“ – პრეზენტაციაზე არათუ ვიხილეთ, მას თავადვე უძღვებოდა (თითქოს მთელი შეგნებული ცხოვრება რეწვას მოახმარა). მეტიც, გვარწმუნებდა, „ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში რეწვის განვითარებისათვის. ეს არის ადამიანების დასაქმების კიდევ ერთი საშუალება და უკვე დასაქმებულთათვის თავიანთი ნაწარმის გასაღებისა და ახალი ბაზრების მოპოვების შესაძლებლობა.“ თუმცა, ისიცაა, რომ, ჩვეულებისამებრ, ეს პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება (ანუ, მთლად ბ-ნი ანდრიას თავშიც არ გამოწრთობილა ეს იდეა, ან კი როგორ გამოიწრთობოდა, როდესაც გუშინ საავადმყოფოს ხსნიდა, დღეს კი ხელი რეწვისთვის მიუყვია).

ხოლო, ვიდრე ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი რეწვის ადგილობრივ ოსტატებზე ზრუნავს, არც მის სავარძელში ჩაბრძანებული ბ-ნი ჭიაბერაშვილია უქმად (დიპლომატიური სარბიელიდან ისე უცბად გადაერთო ჯანდაცვის სისტემაზე, გეგონება, მთელი შეგნებული ცხოვრება სანიტრობდაო): მან უკვე დასახა პრიორიტეტები და განაცხადა (მომყავს ციტატა აწ უკვე მინისტრ ჭიაბერაშვილისა): „ჯანდაცვის სისტემაში უპირველესი ამოცანა, რაც სერიოზულ მუშაობას და  ფინანსურ სახსრებს მოითხოვს, ელექტრონული ანკეტების,  ეგრეთ წოდებული ავადმყოფობის ისტორიების შექმნაა“. ამ ნოვაციას შემდეგნაირი არგუმენტებით ამყარებს: „უნდა არსებობდეს ერთიანი მონაცემები ამა თუ იმ პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს ექიმის სრულყოფილ ინფორმირებას, რომელ სამკურნალო დაწესებულებასაც არ უნდა მიმართოს პაციენტმა“. აი, იმას კი აღარ ამბობს, როგორც ოკუპანტები იტყოდნენ, „ნა კაკიე შიში“?!

ერთი სიტყვით, ბ-ნებმა ურუშაძემ და ჭიაბერაშვილმა ისეთი ჟინი გამოიჩინეს, რომ „უნივერსალური ჯარისკაცის“ რიმეიქში ვან დამსა და ლუნდგრენს თითო-თითოდ ჯიბეში ჩაისვამენ!

 

скачать dle 11.3