კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირი აქვს კატო კვიციანს „მათრახიან“ მამაკაცებთან და რატომ თქვა მან უარი ღამის ცხოვრებაზე


წლების წინ საკმაოდ პოპულარული ტელესახე, კატო, ტელეეკრანზე ხანგრძლივი ტაიმ-აუტის შემდეგ დაბრუნდა, ის „იმედის დილის“ ეთერში ამინდის პროგნოზს გვაცნობს და საკმაოდ ხალისიანად გვატყობინებს, დარი გველის თუ ავდარი. კატო მშვენივრად მოერგო განსხვავებულ ამპლუას, მართალია ის სინოპტიკოსების მონაცემებს ახმოვანებს, მაგრამ სინოპტიკური პროგნოზების გაკეთება მასაც მშვენივრად გამოსდის, რადგან თავადაც „ცვალებადი მოღრუბლულობის“ ქალია და მასზე განსაკუთრებით თურმე ჩრდილო-დასავლეთის ქარი მოქმედებს. როგორ ცხოვრობდა ტელევიზიაში დაბრუნებამდე და რაზე მოუწია მას უარის თქმა ახალი სამსახურის გამო, ამის შესახებ კატო თავად გიამბობთ. 



– კატო, როგორ მოხვდი „იმედის დილაში“ და სად იყავი დაკარგული აქამდე?

– დაკარგული არ ვყოფილვარ. მას შემდეგ, რაც ეკრანიდან „გავქრი“, საკმაოდ აქტიურად ვსაქმიანობდი: ვმუშაობდი „მოამბეში“ საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტად, ასევე რადიოში – დიჯეიდ, სარეკლამო სფეროშიც მოვსინჯე ძალები. ზაფხულში ვიყავი ბუდაპეშტში, რადგან ტელეკომპანია „მზეზე“ უნდა წამეყვანა უნგრული ტელეპროექტის მსგავსი „გეიმშოუ“. ახალი ჩამოსული ვიყავი ბუდაპეშტიდან, როდესაც დამირეკეს და ქასთინგში მონაწილეობა შემომთავაზეს. სიმართლე გითხრათ, გამიხარდა, რადგან ტელევიზია ძალიან მიყვარს. ეს ის სამსახურია, რომელსაც თავისი ხიბლი აქვს. მომწონს, როდესაც ცხოვრების დატვირთული რეჟიმი მაქვს. იყო პერიოდი, როდესაც ერთდროულად უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი, პატარა ბავშვსაც ვუვლიდი და თანაც სამ ადგილას ვმუშაობდი, ნამდვილი საგიჟეთი მქონდა, მაგრამ ვუძლებდი. ახლაც კი ვფიქრობ, კიდევ ერთი სამსახური მოვძებნო, რადგან დღის მეორე ნახევარი თავისუფალი მაქვს და მშვენივრად გავართმევ თავს. როცა „იმედში“ მითხრეს, რომ ამინდის პროგნოზი უნდა გამეცნო მაყურებლისთვის, ცოტა არ იყოს, დავიბენი. სინოპტიკურ ამბებში საერთოდ ვერ ვერკვეოდი და გონზე არ ვიყავი, რომელი ქარი საიდან უბერავს (იცინის). თავიდან ვინის და გოგიჩას ვეკითხებოდი რჩევებს, მათ ჰქონდათ გამოცდილება და დამეხმარნენ. მეც მივხვდი, რომ არც ისე რთული ყოფილა ეს საქმე, მთავარია, გაიღიმო და მაყურებელს ინფორმაცია მიაწოდო. ახლა უკვე აქ ვარ და „იმედის დილის“ ამინდს, მგონი, ცუდად არ ვქმნი (იცინის).

– ამინდი ქალის განწყობაზე ძალიან მოქმედებს. შენც „ცვალებადი მოღრუბლულობის“ ქალი ხარ?

– ჩემს შემთხვევაში პირიქით ხდება, მე ვახდენ გავლენას ამინდზე. ჩემი მეგობრები ამის გამო ბევრ მხიარულ ისტორიას ყვებიან. როცა ცუდ განწყობაზე ვიყავი, აუცილებლად მოღრუბლული ამინდი იყო ან წვიმდა, თუ კარგ ხასიათზე ვიყავი მზე კაშკაშებდა. თბილისში რამდენიმე დღე რომ გადაებმებოდა ხოლმე წვიმა, მეგობრები მირეკავდნენ და მაშაყირებდნენ: მოგვბეზრდა წვიმა, დროზე გამოიდარეო (იცინის). წვიმა მიყვარს, მაგრამ უფრო მზის ქალი ვარ, რადგან გარუჯვა ჩემი სისუსტეა. მზეზე მეტად კი, მიყვარს მთვარე. შემიძლია, საათობით ვუყურო და ისეთი საიდუმლოებებიც კი გავანდო, რაც არასდროს არავისთვის მითქვამს.

– ზუსტად შენს შესაფერის გადაცემაში მოხვედრილხარ, როგორც ჩანს, ვიღაცამ აქაც გაიგო ამინდისა და შენი ასეთი ახლო დამოკიდებულების შესახებ.

– ეტყობა, მეგობრებმა „გამყიდეს“. ახლაც ხშირად მირეკავენ და ხუმრობით მომავალი დღეების ამინდს მეკითხებიან. თუ ჩემი გამოცხადებული პროგნოზი არ გამართლდა, მაშაყირებენ, თუმცა, ყველამ კარგად იცის, რომ ეს ჩემი ბრალი არ არის. მე მთლიანად სინოპტიკოსებზე ვარ დამოკიდებული. ერთი-ორჯერ მათმა პროგნოზმა არ გაამართლა, გამოვაცხადე, დღეს მოღრუბლული ამინდია-მეთქი და გარეთ მზე კაშკაშებდა. მეორე ჩართვაზე გამოვასწორე და ვთქვი, რომ გამოიდარა. არადა, პროგნოზის მიხედვით, წვიმა უნდა ყოფილიყო. სიმართლე გითხრათ, მეც მაქვს სინოპტიკური წინათგრძნობები, მაგრამ ამას ჩემთვის დავიტოვებ და არ გაგიმხელთ.... ისე, ქუჩაში უკვე ბევრჯერ მკითხეს უცნობმა ადამიანებმა მომავალი დღეების პროგნოზი ზოგმა ხუმრობით, ზოგმა სრული სერიოზულობით და ამ ამოცანას მშვენივრად გავართვი თავი (იცინის).

– დილის გადაცემას საკმაოდ რთული გრაფიკი აქვს, არ გიჭირს ძალიან ადრე გაღვიძება? როგორ შეეჩვიე ამ რიტმს?

– ოო, ეს მართლაც რთული თემაა. დაახლოებით ასეთი რეჟიმით მიმუშავია, მაგრამ ასე ძალიან ადრე გაღვიძება არ დამჭირვებია არასდროს. ახლა დღის 5 საათზე მიწევს სახლიდან გამოსვლა, და 4 საათზე მაინც ხომ უნდა გავიღვიძო, რომ არ დავაგვიანო? თან ადრე უნდა გაიღვიძო, თან არ უნდა გეტყობოდეს, რომ გეძინება და ბალიში გჭირდება (იცინის). მაღვიძარას ძალიან ადრე ვაყენებ, რადგან, სულ მგონია, რომ მაგვიანდება. მაღვიძარას ზარი ძალიან მაღიზიანებს, მძულს. ამ რეჟიმის გადამკიდე, საღამოს 7 საათზე უნდა ვიძინებდე, მაგრამ არ გამომდის. ზუსტად მაგ დროს მეწყება „გათიშვა“, მაგრამ ეს პერიოდი თუ გადავაგორე, ხანდახან 2 საათამდეც კი არ ვიძინებ. ამას წინათ ტაქსიში გავითიშე, კიდევ კარგი მისამართი წინასწარ მქონდა ნათქვამი (იცინის). საღამოობით, თუ მეგობრებთან ერთად სადმე წავედი, 9 საათზე მეუბნებიან, შენი ძილისპირულის დრო დადგაო.

– ამ სამსახურმა ღამის ცხოვრებაზე უარი გათქმევინა?

– ჩემი ცხოვრების რეჟიმი ძალიან შეიცვალა, მაგრამ ყველაფერზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყვი. შაბათი მეგობრებისთვის მაქვს გამოყოფილი, დამიჭერენ ხოლმე, მაგრამ საღამოობით მაინც ჩაფუშული ვარ, სულ მეძინება (იცინის). საერთოდ ვეღარ დავდივარ ღამის კლუბებში, იქ რომ ღამე გავათენო, მერე სამი დღე ვეღარ ავდგები. პრინციპში, ღამის კლუბში სიარულიც უკვე მომბეზრდა, ასე რომ, ზუსტად იმ სამსახურში მოვხვდი, რომელიც ახლა მჭირდება.

– „იმედის დილის“ გოგონები საკმაოდ შილიფად ხართ ჩაცმულები, ამინდის წამყვანის ჩაცმულობაზეც არ იმოქმედებს სეზონური ცვლილებები? საწვიმარს არ შემოგაშველებენ?

– პირველი თოვლი რომ მოვა, შეიძლება, „შუბის“ ჩაცმა მომიწიოს, ამას პროდიუსერები გადაწყვეტენ. ჩემი აზრით, როდესაც წამყვანი შილიფად არის ჩაცმული და კოსტიუმში არაა გამოსკვანჩული, ესთეტიკურად უფრო კარგი დასანახავია. ადამიანს სასიამოვნო განწყობას, ალბათ, შილიფად ჩაცმული გოგონა უფრო შეუქმნის, ვიდრე ჯემპრსა და პიჯაკში გამოწყობილი. მე საკუთარი გარდერობიც მეხმარება და სამსახურშიც გვაქვს შესაფერისი სამოსი. ქოლგა, სათვალე და საწვიმარი ჯერ არ გამომიყენებია, მაგრამ ალბათ, ესეც იქნება...

– იყო პერიოდი, როდესაც საკმაოდ სკანდალური ტელესახე იყავი და შენი პირადი ცხოვრების შესახებ ძალიან ბევრს ჭორაობდნენ. როგორ ფიქრობ, კიდევ ხშირად მოხვდები ასეთი ისტორიების ეპიცენტრში?

– არ ვიცი, რატომ აინტერესებთ ადამიანებს სხვისი პირადი ცხოვრება. ჩემი აზრით, ეს იმ ადამიანებს მოსდით, ვისაც საკუთარი პირადი ცხოვრება არ აქვთ. ამ ჭორების გამო თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არ უნდა მენერვიულა და გაბოროტებული ადამიანებისთვის ცხოვრების დანგრევის უფლება არ უნდა მიმეცა, მე თვითონ არ მიყვარს ჭორაობა და სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა. არ ვიცი, რაში სჭირდებათ ათასი სისულელის მოფიქრება, თუნდაც ის, რომ ვიღაც მილიარდერს მოვწონვარ (იცინის).

– ახლა შენს ცხოვრებაში სიყვარულის ქარი ქრის?

– რა ქარი ქრის?! (იცინის)...

– ვის ეკუთვნის შენი გული?

– ოჰოჰო..... კატოს გული აღარ აქვს, გათავდა (იცინის). მე არა მხოლოდ მამაკაცებში, ადამიანებში საერთოდ, ვაფასებ მათ ადამიანურ თვისებებს. მამაკაცი უნდა იყოს თბილი, ყურადღებიანი და კეთილი – თვალებში რომ შევხედავ, ეს უნდა დავინახო. ჩემთვის თვალებია ყველაზე მნიშვნელოვანი. ვერ ვიტან „მათრახიან“ კაცებს (იცინის).

– შეგხვედრია „მათრახიანი“ მამაკაცი?

– ვერც შემხვდება, რადგან მე თვითონ დავდივარ მათრახით და, თუ ვინმე გამაბრაზებს, მაშინვე გავამათრახებ (იცინის). არ ვიცი, რატომ, მაგრამ, ვინც არ მიცნობს, ყველას „სტერვა“ ვგონივარ, ამ დროს, რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ვარ. ჩემს სამყაროში ყველას ვერ ვუშვებ, მაგრამ, თუ ადამიანი მივიღე, ძალიან მეგობრული ვარ. ახლობლების უსიტყვოდ მესმის, უხილავი ძაფები მაქვს გაბმული. საბედნიეროდ, ირგვლივ მყავს ძალიან კარგი ადამიანები, ვისაც ვენდობი ბოლომდე და სიტყვებს არ ვზომავ... თუ ზოგადად რამე არ მომეწონა, „ვჭედავ“, ეს ჩემი ყველაზე მძაფრად გამოხატული სვანური თვისებაა, მაგრამ ეს თვისება მომწონს – ვიღაც-ვიღაცეები ბევრ რამეს ვერ გამიბედავენ. როცა „ჩრდილო-დასავლეთის“ ქარი მიბერავს, მაშინ „ვსვანდები“ (იცინის). რა ვქნა, გავიზარდე და უფრო ბევრ რამეს ვაქცევ ყურადღებას, მაგალითად, ძველებურად „ჯაგა-ჯაგას“ ვეღარ ვიმღერებ, თან, არც ეს არ ყოფილა ჩემი ბრალი: იმ დროს, იმის მიუხედავად, რომ მე სხვანაირი მუსიკალური გემოვნება მქონდა, პროდიუსერმა ასე გადაწყვიტა... (იცინის)

– როგორც ყველა სვანი, შენც ექსტრემალი უნდა იყო.

– ჰო, ძალიან ექსტრემალი ვარ. ექსტრემალი ვარ ყველაფერში, შუალედი და ზომა-წონა არ ვიცი... (იცინის). ექსტრემალი ვარ მაშინ, როცა ვზივარ საჭესთან, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სულ მეძინება, საჭესთან აღარ ვჯდები და ტაქსის მძღოლებს ვანდობ ჩემს ტრანსპორტირებას. მათ მეტს არავის ვხვდები, ასე რომ, მგონი, ჩემი რჩეული, ინკოგნიტო მილიარდერი კი არა, ტაქსის მძღოლი უნდა იყოს... მე ისეთი „ცვალებადი მოღრუბლულობის“ ქალი ვარ, რომ სიურპრიზები კიდევ მექნება. „დარია თუ ავდარია, კატო მაგარია!..“ (იცინის).


скачать dle 11.3