კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიღუპნენ ტრაგიკულად ბექა ელბაქიძის წინაპრები


ჟურნალისტი ბექა ელბაქიძე ძალიან განიცდის, რომ წინაპრების ცხოვრების შესახებ უფრო კონკრეტული და ზუსტი ცნობები არ აქვს, რადგან ელბაქიძეების არქივი დიდი ხნის წინათ ერთ-ერთ სახლთან ერთად განადგურდა. მიუხედავად ამისა, ბექა დანებებას არ აპირებს – იგი თავისი ძალიან საინტერესო წინაპრების ნაკვალევს იტალიამდეც გაჰყვება და, შესაძლოა, სწორედ იქიდან დაიწყოს ახალი სასიყვარულო ისტორია, რომელზეც, ალბათ, ბექას შთამომავლები დიდხანს ისაუბრებენ.


ბექა ელბაქიძე: ჩემი მეხსიერება მხოლოდ 23 წლის არის და, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა რამ ახსოვს, შესაბამისად, საუბარი მომიწევს იმ თემებზე, რომელთა შესახებაც თავადაც გადმოცემით ვიცი. ძალიან საინტერესო სოფელი მაქვს რაჭაში – წესი. იქ დღემდეა შემორჩენილი ციხე-კოშკი მინდაციხე, სადაც რაჭის ერისთავების რეზიდენცია იყო. იმ სოფელშივეა ბარაკონის ცნობილი ეკლესია. ეს ადგილები გახლდათ ქართველ მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია, მოსასვენებელი ადგილი. ისტორიიდან ვიცით, რომ თამარ მეფეს იქ ბავშვობა აქვს გატარებული. ასევე, დავით აღმაშენებლის მეუღლე, გვანცა დედოფალი, რაჭის ერისთავის, როსტომის ასული იყო. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ ადგილად იქცა. სხვათა შორის, წესიდან არის ისტორიკოსი აკაკი ბაქრაძე, რომელსაც ნარკვევები აქვს დაწერილი ამ სოფელზე. აქედანაც და გადმოცემითაც ვიცი, რომ ელბაქიძეები იყვნენ აზნაურები, რომელთაც რაჭაში დიდი მამულები ჰქონდათ. სამწუხაროდ, იმ სახლიდან, რომელიც ჩემს წინაპრებს ეკუთვნოდათ, დღეს მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. ულამაზესი ადგილი იყო, ხევის თავზე, რომელიც მთელ იმ ადგილებს თითქოს ზევიდან გადმოჰყურებდა. ისტორიულად ცნობილია, რომ ამ ადგილს ელბაქიძეების საგვარეულო სასახლეს უწოდებდნენ. ბატონყმობის გადავარდნას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, სამწუხაროდ, ამ სასახლის დანგრევა მოჰყვა.

– შენი ყველაზე დიდი წინაპარის ისტორიიდან თუ იცი რამე?

– ჩემთვის მნიშვნელოვანი წინაპრები ის ადამიანები არ ყოფილან, რომლებიც აზნაურები იყვნენ ერისთავის კარზე. მნიშვნელოვანი ფიგურები, რომელთა ისტორიაც ვიცი, მას შემდეგ მოდიან. კონკრეტულად ესენი იყვნენ ბაბუაჩემის მამის ძმები, ჩემი დიდი ბაბუები. ასევე, ძალიან საინტერესოა ჩემთვის იტალიელი ბებიის ამბავი. მისი და ჩემი დიდი ბაბუის სიყვარულის ისტორია პირველ მსოფლიო ომს უკავშირდება. ჩემი დიდი ბაბუა, პეტრე, პარტიზანი იყო, ომის დროს იტალიაში გაიცნო სონია დე ლა როკა და მათ შორის საოცარი, ბობოქარი სიყვარულის ამბავი დაიწყო. სამწუხაროდ, წერილები, რომლებსაც ისინი ერთმანეთს სწერდნენ და შენახული ჰქონდათ, ჩემი საგვარეულო სახლის დაწვის დროს განადგურდა. მათთან ერთად დაიწვა უამრავი საარქივო მასალაც. როგორც ვიცი, ბაბუაჩემი დაიჭრა და სონიას ოჯახმა ის შეიფარა, გამოაკეთა და სწორედ მაშინ დაიწყო მათი სიყვარული. მართლა ულამაზესი ქალი ყოფილა სონია, რომელიც შემდეგ ჩემს დიდ ბაბუასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა და მთელი ცხოვრება აქ გაატარა. ბაბუაჩემს ნაპოლეონი დაარქვეს, რადგან სონია დე ლა როკა გიჟდებოდა ნაპოლეონ ბონაპარტეზე, როგორც ისტორიულ გმირზე და მამაჩემის მამასაც ასე შერჩა ეს სახელი. ერთი სიტყვით, დიდი იტალიური ფესვები მაქვს.

ძალიან საინტერესო იყო პეტრეს, ანუ, ბაბუაჩემის მეორე ძმის ისტორია. ის იმ პერიოდში ცხოვრობდა, როდესაც წითელი ჩექმა კარგად ურტყამდა. მას მოსთხოვეს, რომ ბარაკონის ეკლესია დაენგრია, რაზეც მან კატეგორიული უარი თქვა და საბოლოოდ შეეწირა კიდეც ამ ამბავს. სოფელში ამ ეკლესიის გარშემო ძალიან ტრაგიკული ფაქტები მოხდა. ეკლესია მაინც დაიშალა – ის რაღაც დაწესებულებად გადააკეთეს, ხოლო ეკლესიის ქვების წაღების უფლება მოსახლეობას მისცეს, ხატები წაიბილწა. ვის ოჯახშიც აღმოჩნდა ბარაკონის ეკლესიის ქვა, ყველგან ახალგაზრდა ადამიანი კვდებოდა, თითქოს მათი შთამომავლობა იყო დაწყევლილი. ანუ ეს ქვები ხალხმა ოჯახებში გამოიყენა: ზოგიერთმა წყარო ააშენა, რაღაც მიიმატა სახლზე. ეს ისტორია იმით დამთავრდა, რომ ბარაკონის ეკლესიის ამჟამინდელმა წინამძღვარმა ხალხს სთხოვა, ეკლესიის ქვები უკან დაებრუნებინათ და ასეც მოხდა.

– ანუ, ამ ამბავს მხოლოდ ბაბუაშენი შეეწირა?

– ასე გამოდის, რადგან ეკლესია მაინც დაინგრა. მისი ძმა იყო არკადი ელბაქიძე, რომლის ცხოვრებაც ასევე, ძალიან ტრაგიკულად დასრულდა და სწორედ მის სახელს ატარებს დღევანდელი ელბაქიძის დაღმართი. არკადი იყო რევოლუციონერი, რომელმაც ზემელზე გენერალი ბარათოვი ააფეთქა. ეს იყო ქართველი გენერალი ბარათაშვილი, რომელმაც გარუსების შემდეგ გვარი შეიცვალა. მასთან ერთად სხვა გენერალიც აფეთქდა იმ დღეს. აფეთქების შემდეგ არკადი გაიქცა და იმ დაღმართზე დაეშვა, რომელიც ახლა ელბაქიძის სახელს ატარებს და პირდაპირ მტკვარში გადახტა. მან დანამდვილებით იცოდა, რომ ცოცხალს არ დატოვებდნენ. მას მოსდევდნენ კიდეც და წყალში გადამხტარი ჩაცხრილეს. თუმცა, საინტერესო ის არის, რომ ბაბუაჩემის გვამი ნაპოვნი არ არის, ანუ, არც ცოცხალი და არც მკვდარი ის არ უნახავთ. საერთოდ, ძალიან უცნაური კაცი იყო. რაღაც პერიოდი ის ბოლშევიკებთანაც იყო, სხვა პარტიებშიც; ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ მენშევიკებთანაც იყო შეკრული, იმასაც ამბობდნენ, რომ სწორედ მენშევიკებმა იძიეს მასზე შური. მაგრამ ეს ყველაფერი ისტორიიდან არ ჩანს. მის შესახებ დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცით, რომ ცალკე განდგომილი რევოლუციონერი იყო, რომელიც მარტო იბრძოდა და მისი საფლავიც კი არ არის ცნობილი. როგორც ჩანს, მტკვარში გადახტა და გარდაიცვალა კიდეც, მაგრამ, სად და როგორ გამოირიყა გვამი, არავინ იცის. ზუსტად ამ ისტორიის გამო დაერქვა ამ დაღმართს ელბაქიძის დაღმართი.

– გარდა რევოლუციონერობისა, შენი დიდი ბაბუა არკადი საოცარი რომანტიკოსიც ყოფილა.

– დიახ, ეს ისტორიაც ცნობილია. ის საოცრად იყო შეყვარებული ნატო ვაჩნაძეზე. მათი სიყვარულის შესახებ ბევრი რამ არის ცნობილი, მაგრამ, ისევ და ისევ ჩემდა სამწუხაროდ, მათი წერილები, რომლებიც ჩვენთან სახლში ინახებოდა, დაიკარგა. სულ ვეძებდი ამ წერილებს, მინდოდა მათი გამოქვეყნება, იმ პერიოდში თავადაც ვწერდი ლექსებს, რომანებს, პიესებს და მათ გამოყენებას ვფიქრობდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფრით მივაკვლიე. თან, გახსოვს, რადიოში ვკითხულობდი ხოლმე ცნობილი ადამიანების წერილებს, რომლებსაც ისინი თავიანთ სატრფოებს სწერდნენ. რა მნიშვნელობის იქნებოდა მათი სიყვარულის ისტორია, ხომ წარმოგიდგენიათ! რევოლუციონერისა და ქართული კინოს პირველი ვარსკვლავის ურთიერთობაზე, ალბათ, მთელი საქართველო ლაპარაკობდა. სხვათა შორის, მიხეილ ქვლივიძეს ლექსიც კი აქვს დაწერილი არკადი ელბაქიძეზე: „ზამთარია, მაგრამ თოვლი არა თოვს, ხალხს წუხილი შესევია ჯარად, სად მოსულა, აქ რა უნდა ბარათოვს, საქართველოს გამყიდველს და ჯალათს“... „მერე ელბაქიძემ ტყვია სტყორცნა, დაეშვა“... და იქ ვითარდება მთელი ტრაგედია. მოკლედ, ძალიან საინტერესო ლექსია. ის იყო ბაბუაჩემის მამის ძმა, ანუ ბაბუაჩემის ბიძა, ანუ ეს არც ისე შორეულ წარსულში მომხდარა. როგორც ხედავთ, ძმებს ძალიან ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდათ: ერთი ეკლესიას გადაჰყვა, მეორე ასეთ ვითარებაში დაიღუპა... ამ სოფლიდან წამოსული მხოლოდ რამდენიმე ოჯახია დარჩენილი.

– შენ თუ გრძნობ სისხლის ყივილს?

– (იცინის) ბებიაჩემი იყო ნათელა დადიანი, დადიანების საგვარეულო შტოს წარმომადგენელი და, მიუხედავად იმისა, რომ ბატონყმობა მე რომ დავიბადე, აღარავის ახსოვდა, მაინც საოცარი წესებით მზრდიდა. მამა ადრე გარდამეცვალა, დედა მუშაობდა და ძირითადად ბებიამ გამზარდა. მიუხედავად ყველაფრისა, ნამდვილი არისტოკრატი იყო, ძალიან ბევრი რაღაცის უფლებას არ მაძლევდა, სულ ის მესმოდა, შენ ეს არ გეკადრებაო. სულ მეკითხებოდა, რა გვარები იყვნენ ჩემი მეგობრები, რა ოჯახის შვილები. ახლო მომავალში ვაპირებ, წავიდე იტალიაში და მოვძებნო ჩემი დიდი ბებიის ნათესავები, სხვა შთამომავლები. ერთადერთი, რაც ვიცი მის შესახებ, ისაა, რომ სოფელ ფერარადან იყო. იტალიაში ჯერ არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ვოცნებობ, რომ ჩავიდე ფერარაში და ვიპოვო ვინმე ნათესავი. საერთოდ, ძალიან მიყვარს იტალიელი ხალხი და სულ ვამბობ, იტალიელი ქალი ცოლად უნდა მოვიყვანო და გენები განვაახლო-მეთქი.

– ახლა შენ უნდა გახდე სახელოვანი ელბაქიძე. მითხარი, რას აპირებ, რა სიახლეებია შენკენ?

– ძალიან საინტერესო ამბები იგეგმება. ჯერ ერთი, რომ „ჟურნალისტის დღიური“, რომელიც ასე შეიყვარა მაყურებელმა, ტელეჟურნალის ფორმატით, ყოველ კვირა დღეს, საღამოს 8 საათზე გავა, სადაც რამდენიმე სიუჟეტი იქნება თავისი წამყვანებითა და ამბებით. გაგიმხელთ იმასაც, რომ თქვენი მონა-მორჩილი და თამარ ღვინიანიძე ვიქნებით ამ გადაცემის წამყვანები. პარალელურად, იცით, რომ აქტიურად ვმუშაობდი რადიოსპექტაკლებზე, რომლებიც ჩემი პიესების მიხედვით დაიდგა და კიდევ უნდა დაიდგას, უბრალოდ ეს პროექტი ჯერ კიდევ მომზადების პროცესშია. სამწუხაროდ, მის განსახორციელებლად არ მცალია, მაგრამ რეჟისორსა და მსახიობებს სურვილი აქვთ და, ვნახოთ, რა გამოვა. რაც შეეხება მომავალი წლის გეგმებს, ძალიან აქტიურად ვემზადები ნიუ-იორკის კინოაკადემიისთვის, ზაფხულში ვაპირებ წასვლას და სამსახიობო ხელოვნების დაუფლებას. „ექთინგ კლასი“ უნდა გავიარო და, მერე უკვე ვნახოთ, რა და როგორ იქნება.


скачать dle 11.3