რას ირგებს საკუთარ ემოციებზე სამორი ბალდე და რატომ არის კრისტი ყიფშიძე ყოველთვის ფხიზელი » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

რას ირგებს საკუთარ ემოციებზე სამორი ბალდე და რატომ არის კრისტი ყიფშიძე ყოველთვის ფხიზელი

„ცეკვავენ ვარსკვლავები”!.. – შედგა პირველი შოუ, რომელზეც ულამაზესად მოცეკვავე ქართველი ვარსკვლავები და დაუნდობელი ჟიურის წევრები ვიხილეთ. როგორც ჩანს, ცეკვის ხელოვნების კულმინაციები ჯერ კიდევ წინ გვაქვს და ამისთვის ჟიური სხვანაირად ემზადება. კრისტი ყიფშიძე და სამორი ბალდე, რომლებიც, მართლაც რომ ბრწყინავდნენ რუსთაველის თეატრის სცენაზე, შოუს შესახებ საუბრობენ.  ჩვენი ინტერვიუ შედგა წიგნების მაღაზია „პროსპეროს წიგნებში“, რომელიც  რუსთაველის გამზირზე ¹34-ში მდებარეობს.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია კრისტი ყიფშიძე
– სამორი, აღარ გეკითხები, რატომ ხარ ამ შოუში. მახსოვს, წვეულებებს რომ ვაკეთებდი, რა საინტერესო ხასიათს სძენდი იქ სიტუაციას. მერე იყო „მუსიკალური ლიგა”. შენს მუსიკალურობასა და ცეკვაზე აღარ ვლაპარაკობ. მაინტერესებს, პირველი კონცერტის შემდეგ რას ფიქრობ? რეპეტიციებზე სიარული ყველას ძალიან მოგვწონდა, კონცერტზე კი ძალიან დაბალი ქულები დაგვიწერეს.
– დიდად არ დამწყვეტია ამის გამო გული, თუ გავითვალისწინებთ, რომ, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ, ჟიურისთვისაც პირველი კონცერტი იყო – ისინი ხომ, ახლა სწავლობენ შეფასების კრიტერიუმებს. როგორც ისინი გვიყურებენ და ხედავენ, ჩვენ როგორ ვწვალობთ რაღაცეებს, დარწმუნებული ვარ თვითონაც არანაკლებ განიცდიან, თუ როგორ შეგვაფასონ. კონკურსებზე, ალბათ, სხვა დროსაც იქნებოდნენ, მაგრამ, მათ პროფესიონალები ჰყავთ შეფასებული, ეს შოუ კი სულ სხვაა. ალბათ, დრო სჭირდებათ, რომ დაგვაკვირდნენ, საერთო დონე გაიგონ და მაღალი ქულების წერა დაიწყონ. პირველ დღეს რომ აღფრთოვანდნენ და ათები დაწერონ, მერე რაღა უნდა ქნან?! ის ნომერი, რომელსაც ყველაზე მაღალი ქულები დაუწერეს – ლელა წურწუმიას ცეკვა, გულწრფელად მეც ყველაზე მეტად მომეწონა.
– გეთანხმები. ხასიათი, სიუჟეტის ხაზი, განვითარება – ყველაფერი საინტერესო იყო. თუმცა, იქ იყო ერთი-ორი წყვილი, რომლებიც მაღალ ქულებს არ იმსახურებდნენ. ვიცი, რომ „ბრეიკ-დანსს“ ძალიან კარგად ცეკვავ...
– კი, მაგრამ, არასდროს, არც ერთი დღე არ მივლია ცეკვაზე, არ მისწავლია. ვცეკვავ იმას, რასაც ვგრძნობ და როგორც გამომდის.
– ვიცი, რომ ქორეოგრაფებს შენი პლასტიკა მოსწონთ.
– არ გამოვრიცხავ, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგად ვიცეკვებ იმ ცეკვებს, რომელიც დავალებული გვაქვს; ამას სულ სხვა სწავლა სჭირდება, სულ სხვა ტიპის მეცადინეობები.
– მეც ასე ვარ, არ მისწავლია ცეკვა, არ მივლია, მაგრამ, არ მიჭირს ილეთების გაკეთება. რამდენიმე კონკურსანტია, რომლებსაც ქორეოგრაფიული განათლება აქვთ, ნუკი კოშკელიშვილი, საერთოდ, სამეჯლისო ცეკვებზე დადიოდა. სამეჯლისო ცეკვები – ეს უფრო სპორტია, ეს არის სულ თვლა, მათემატიკა, ამის სწავლას ძალიან ბევრი წელი სჭირდება.
– ძალიან რთულია. როდესაც შენ არ ფიქრობ მოძრაობის ზუსტ შესრულებაზე და მხოლოდ იმპროვიზირებ, ეს მსუბუქად და ლამაზად გამოგდის, მაგრამ, როცა დავალებაა, რომ ამ თვლაზე ამ ილეთს აკეთებ, ამაზე კიდევ – სხვას, აქ უკვე იბნევი. კი აითვისებ, ისწავლი, შეუძლებელი არაფერია, მაგრამ, დრო გვაქვს ძალიან ცოტა. პირველ ეთერამდე მეტი დრო გვქონდა, ამის შემდეგ კი – მხოლოდ ერთი კვირა.
– ახლა მართლა ავირიე. ქართულზეც დავდივარ, ვალსზეც და დღეში ორი რეპეტიცია მაქვს. პროექტს ძალიან დიდი დრო მიაქვს, მთელი დღე ამით ვარ დაკავებული, სხვას ვერაფერს ვაკეთებ. შენც ანალოგიურად ხარ?
– პროექტის გარდა, საქმეები მაქვს და, იძულებული ვარ, მოვასწრო, სხვა გზა არ არის. ჯერ ერთი, გიორგი მანჯგალაძის სტუდიაში აუდიოლოგიას, ხმის ინჟინერიას ვსწავლობ; პარალელურად, ვმუშაობ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” რადიოში, კვირაში რამდენჯერმე ღამის ეთერი მაქვს 12-3 საათამდე, „ღამის ტრამვაი” ჰქვია გადაცემას. გარდა ამისა, ვვარჯიშობ – ჩემს ვარჯიშებს არ ვაცდენ და პროექტის რეპეტიციების შემდეგ იქ მივდივარ – ეს პროგრამა-მინიმუმია, რისი გაცდენაც არ შემიძლია.
– პირადისთვის თუ გრჩება დრო?
– არანაირი დრო, სახლში ვერ მხედავენ. ჩანთით დამაქვს საჭმელი, თერმოსით – ყავა, მანქანაში მივირთმევ და ასე ვარ შეიარაღებული გადარბენაზე. თუმცა, ეს რეჟიმი ჩემთვის ახალი არ არის, ასე მიცხოვრია და გამიძლია. სპორტსმენი ვიყავი მთელი ჩემი ცხოვრება და დღეში ორი და სამი ვარჯიში ჩემთვის პრობლემა არ არის. უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი, ფეხბურთზე, მძლეოსნობაზე, ათას რაღაცაზე დავდიოდი, თან, ღამით კლუბში ვმუშაობდი. „ბამბა რუმსიდან” დილის 7-8 საათზე სახლში მივდიოდი, 10-11 საათზე უკვე ვარჯიში მქონდა. რა თქმა უნდა, რთულია ასე ცხოვრება, მაგრამ ყველაფერს ეჩვევი.
– მახსოვს, კლუბში ყოველთვის ფხიზელი იყავი. მე და შენ აშკარად ანტიალკოჰოლისტები ვართ. არც არასდროს დამილევია, მაგრამ, წარმოიდგინე, რომ დამელია, ვერაფერს გავაკეთებდით, ხალხს ვერ გავართობდით.
– კი, მხოლოდ წვენს ვსვამდი – სამსახურში როგორ შეიძლება დალევა! საერთოდ, პირველად საკმაოდ გვიან, 22 წლის ასაკში დავლიე. მერე რამდენჯერმე რომ დავლიე, ერთ რამეს მივხვდი: აქ ვმუშაობ და კვირაში მინიმუმ ორჯერ-სამჯერ აქ ვარ, და კვირაში ორჯერ-სამჯერ დალევა კი უკვე ლოთობაა.
– მიხარია, რომ ასეთი ჯანმრთელი ბიჭი გვყავს პროექტში. იცი, რა მაინტერესებს? როდესაც ცეკვის ნახაზს გიკეთებენ, ერევი რამეში, რამე რაც არ მოგწონს, თუნდაც, მუსიკის შერჩევაში?
– ქართული ვიცეკვე და იქ ვერაფრით ჩავერეოდი. კონცერტზე, მაგალითად, ყველაზე მეტი შენიშვნა დადგმის, ნახაზების გამო მივიღეთ, სადაც ჩვენ არაფერ შუაში ვართ.
– გეთანხმები, ბოლოს აღნიშნეს კიდეც, პრეტენზიები ქორეოგრაფთან გვაქვსო. ყველა ცეკვას თავისი სიუჟეტი უნდა ჰქონდეს. ჩვენ, მაგალითად, მასწავლებელი და მოსწავლე ვიყავით. ახლა, „ვალსზე” ცოლ-ქმარი ვართ და მთელი დრამა გვაქვს, ტრაგედიასა და ტირილებში ვართ.
– პატარა კინოეტიუდივით არის, თავისი დაწყებით, განვითარებითა და კულმინაციით, სადაც მთავარი გმირები ჩვენ ვართ და, ალბათ, აუცილებლად უნდა ჩავერიოთ, ცეკვა ჩვენს ხასიათზე, ემოციებზე თუ არ მოერგო, ლამაზი არ გამოვა.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია სამორი ბალდე
– ყველაფერს ძალიან სიღრმისეულად უდგები, ყველა საქმეს, მიუხედავად იმისა, მოითხოვს თუ არა ის საქმე შენგან მაქსიმალურად დახარჯვას. ახლა, ალბათ, თავიდან ბოლომდე გადაშვებული ხარ ამ პროექტისთვის მზადებაში?
– ჰო, არანორმალურად მაქსიმალისტი ვარ. თუ რამეს ვაკეთებ, აუცილებლად ბოლომდე ვიხარჯები, მით უმეტეს – ამ პროექტზე. რადგან დავიწყე, მთელი ჩემი ენერგია უნდა მივმართო იმისკენ, რომ ლამაზი ცეკვა გამოვიდეს. არ მაქვს არც ჟიურის, არც ესემესების იმედი. მხოლოდ საკუთარ თავსა და ჩემს პარტნიორს ვენდობი.  მართლა არაჩვეულებრივი პარტნიორი მყავს, ლევან ახვლედიანი და ამაში ძალიან გამიმართლა. ის, დღესდღეობით, სამეჯლისო ცეკვების სამყაროში ძალიან ტიტულოვანია, უამრავი მედლისა და ჯილდოს მფლობელია როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში. მოკლედ, უამრავი რეგალია აქვს.
– მეც ძალიან კმაყოფილი ვარ, ლიკა რომ მყავს, უნიჭიერესი გოგოა, ბელერინაა, მაგრამ, ყველა ცეკვას არაჩვეულებრივად ასრულებს. იქიდან გამომდინარე, რომ საბალეტო სკოლა აქვს გავლილი, დისციპლინა, საქმისადმი დამოკიდებულება უმაღლეს დონეზე აქვს განვითარებული. თავდაუზოგავად შრომობს და ეს ჩემზეც გადმოდის, რასაკვირველია.
– ასეა, ლევანის მონდომებაც საოცრად გადამდებია. რომ ვხედავ, როგორი მონდომებით აკეთებს ის კონკრეტულ რაღაცას, არ მინდა მას ჩამოვრჩე და ბოლომდე ვიხარჯები.
– საშინლად ნერვიულობდი, თან, მარტო შენზე კი არა, ყველას ნომერზე. ახლა ხომ ხვდები, რომ არ ღირდა?
– (იცინიან) კი, ყველაზე ვნერვიულობდი. „ვაიმე, არ დავარდეს!” – ამ ფრაზას ვიმეორებდი აკვიატებით. დავარდნა, ალბათ, არის ყველაზე დიდი საშინელება, რაც შეიძლება, ამ შოუში დაგემართოს და ამას ძალიან განვიცდი. საერთოდ, მეგობრული ადამიანი ვარ ცხოვრებაშიც და კონკურსებშიც. ვმეგობრობ ბევრ მონაწილესთან – აჩიკო მეფარიძესთან, ქრისტინესთან... ჩემი და აჩიკოს რეპეტიციის დროები ერთმანეთს ემთხვევა და მისგან ძალიან ბევრი საჭირო რჩევა მიმიღია. ვაიმე, ახლა ძლივს გავიხსენე, როგორ არის ქართულად „სოვეტ”, „ედვაის” ავიჭერი და დავიკარგე ამ ენების ცვლაში (იცინიან): კიაშას ინგლისურად ველაპარაკები; ალიონასა და დიმას, ჩვენ ქორეოგრაფებს – რუსულად; ჩემს პარტნიორს – ქართულად, მერე ამ ყველაფერს ერთმანეთს ვუთარგმნით.
– პოლიგლოტი გახდი?
– კი და, ყველაზე სასაცილოა, ქორეოგრაფებს ქართულს რომ ვასწავლი. უკვე ისე კარგად ამბობენ – „ერთი, ორი, სამი – ჩა-ჩა; ერთი, ორი სამი – ჩა-ჩა“... მერე ეს ,,ჩა-ჩა” ვიღაცეებმა ,,ჭაჭად” გაიგეს და მთელი ისტორიებია. ჩვენს კიაშას მოეწონა ჭაჭა ძალიან.
– მართლა ძალიან ძლიერი ქორეოგრაფები გვყავს.
– კიაშა უსაყვარლესი ადამიანია, ცნობილი მოცეკვავე, რომელიც ისეთ ცნობილ ხალხთან ცეკვავს, როგორებიც არიან: ბიონსე, რიჰანა, ქილერსი, „ერს ვინდ ენდ ფაიარ”.
– და კრისტისთან...
– აბა?! კრისტისთან (იცინიან). სხვათა შორის, ჩვენი ფოტო დადო და დაწერა საქართველოში ყველაზე ცნობილ მოდელთანო, რაც მე ძალიან მესიამოვნა. კეთილი გოგოა და მართლა აფასებს იმას, რომ დღეს აქაა და ჩვენთან ერთად მუშაობს. ჩვენც, როგორც მასპინძლებმა, ის არაჩვეულებრივად მივიღეთ, ვატარეთ ქალაქში, ვაჩვენეთ, თუკი რამ არის საინტერესო. მცხეთაში ან სადმე გამგზავრებასაც ვაპირებთ. არა იმიტომ, რომ მაინცდამაინც მე მასწავლოს კარგად, არა, წმინდა მეგობრულად და ადამიანურად. ჩვენი სტუმართმოყვარეობა სხვანაირად მოქცევის საშუალებას არ მაძლევს. რაც შეეხება დიმასა და ალიონას, უკრაინელ სამეჯლისო მოცეკვავეებსა და ქორეოგრაფებს, მათ ამ გადაცემაზე უმუშავიათ უკრაინასა და მოსკოვში და ამ პროექტის გამარჯვებულებიც არიან.
– არაჩვეულებრივი მასწავლებლები არიან, კარგი გადმოცემის უნარით. მათი ცეკვა რომ ვნახეთ, გაოგნებულები ვიყავით. საერთოდ, ძალიან მაგარი პროექტია, სულ რომ ვერ მოიგო, ასეთ მაგარ ადამიანებთან ცეკვას მაინც ისწავლი. არ შეიძლება, რომ არ გაგაგდონ? ანუ, აღარ იყო კონკურსში, მაგრამ, ბოლომდე იცეკვო?!
– ვაიმე, ამას ვამბობ სულ! კონცერტზე რომ ასეთი დაბალი ქულები დაიწერა, ცუდ ხასიათზე დავდექი, რაღაცნაირად, მეწყინა. გამოაცხადეს, რომ უნდა გვეცეკვა ,,ჩა-ჩა-ჩა”. ამ დროს, ეს ,,ჩა-ჩა-ჩა” არ იყო, ეს იყო კიაშას დადგმული ცოტა მოსტრიპტიზო, სექსუალური ცეკვა „რვანახევარი კვირის” საუნდთრეკზე. იმ გოჩამ კი ჩვენი ცეკვა შეაფასა როგორც ,,ჩა-ჩა-ჩა” – ამ ცეკვის არც ერთი ილეთი არ გქონდათ გამოყენებული და 3 ქულა იმიტომ დავწერეო. ამაზე საშინლად ვინერვიულე და გავბრაზდი, მაგრამ, უკვე ძალიან გვიანი იყო.
– ამის შემდეგ ყურადღება უნდა მივაქციოთ ასეთ დეტალებსაც.
– აუცილებლად. ნაწყენი წამოვედი და, არა იმიტომ, რომ დაბალი ქულები მივიღე, უფრო იმიტომ, რომ ნატაშკა იდგა და ტიროდა, ეს კი, არ იცით, ჩემთვის რას ნიშნავს. საშინლად უნერვიულია და ,,სამიანზე” ტირილი დაუწყია. ამაზე გავგიჟდი და გავმწარდი. მაგრამ, მომინდა, რომ უფრო მაგრად გავაკეთო ყველაფერი, ხვალ და ზეგ საოცრად ვიცეკვო. ნატაშკას გამო მაინც, ოღონდ ჩემი შვილი არ დამეჩაგროს. ჩემმა მეგობარმა მითხრა, რატომ ნერვიულობ, მანდ მაინცდამაინც იმიტომ ხომ არ მიხვედი, რომ ბინა მოიგო, იქ მიხვედი, რომ იცეკვო და გაერთოო. შენ ხარ პროექტის ყველაზე ლამაზი მონაწილე, შენზე მთელი დარბაზი ფეხზე იდგა და ტაშს უკრავდაო. მოკლედ, დამაწყნარეს, დამამშვიდეს და დღეს უკვე ისეთ კარგ ხასიათზე ვარ, იმდენი ვირეპეტიციეთ, რომ, მეორე კი არა, უკვე მესამე კვირის ცეკვის ნახაზი დავდგით. ილიკო და მთელი სუხიშვილები მეხმარებიან. სულ არის რვა საკონკურსო კვირა და, ვეცდები, რაც შეიძლება დიდხანს ვიყო.
– ეს მონდომება მეც მაქვს, მსიამოვნებს რეპეტიციები და ამით დიდად არ ვიღლები.
– მეც. ამდენი რეპეტიციის მერე მეგობრებთან ერთად კლუბში წავსულვარ და კიდევ 3 საათამდე მიცეკვია. ბოლომდე დაქოქილი ვარ, სულ ვცეკვავ. მთლიანობაში, შოუთიც კმაყოფილი ვარ, კარგი დონისაა. შენ მოგწონს სცენა?
– კი, ჰგავს იმას, რაც სხვა ქვეყნებში იყო.
– სცენაზე ერთი რაღაც არ მომწონს – ისეთი პლასტიკატია, რომ ფეხი საშინლად ცურავს.
– მართლა საშინლად ცურავს.
– ჩვენს ნომერზე ვხუმრობდი, ბოლოს პატარა კაბაში დავრჩი, რომელიც ძალიან ჰგავს ფიგურული სრიალის კოსტიუმს და, მართლა თუ გავსრიალდი ამ იატაკზე და გავფრინდი ფიგურული მოციგურავესავით-მეთქი. გადავრჩი და არ დავვარდი. ძალიან მეშინია ამის. სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ კონცერტებს. დარწმუნებული ვარ, მაყურებელი ისიამოვნებს – ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

скачать dle 11.3