კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (55)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

განბანილები ქართული საზარბაზნე ხორცით

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბი, ერთი მხრივ, ამტკიცებს, რომ ქართველებმა ტრუსების ამარა გამოასწრეს ძლევამოსილ რუსულ ჯარს; მეორე მხრივ კი, შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოს შეიარაღებული ძალები აღდგენის გზაზეაო.  მეტიც, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ აშშ თავისი სტრატეგიული პარტნიორისთვის (ესე იგი, ჩვენთვის) 16 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას აპირებს, რომ ამ უკანასკნელმა თავისი სამხედრო პოტენციალი მოიძლიეროსო. ამხანაგ ნოგოვიცინს ისიც აღიზიანებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალებიც გადარჩნენ, შეიარაღების დიდი ნაწილიც გადაარჩინეს და ფულიც აქვთ ახალ-ახლების შესაძენად, მიუხედავად იმისა, რომ ის ახლები, ძირითადად, თავდაცვითი დანიშნულების უნდა იყოს. ჩვენ არ ვიცით, ასახავს თუ არა რეალობას ამხ. ნოგოვიცინის შეშფოთება (ანუ აპირებს თუ არა საქ.-ოს ხელისუფლება, მართლაც გამოიყენოს ქვეყნისა და მოსახლეობის დასაცავად ფული და შეიარაღება), მაგრამ, თუ გავიხსენებთ მთავარსარდლის განმარტებას, რომ ბრძოლა გრძელდება, ზედაც დავამატებთ, რომ ჯარის ფუნქცია არა მოსახლეობის დაცვა, არამედ მთავრობის ჩამოშლის თავიდან აცილებაა, ესე იგი, ბრძოლა ქართული საზარბაზნე ხორცით, მართლაც, გრძელდება!

скачать dle 11.3