კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არ-ურთიერთობის მისიონერები

ანუ, როდესაც არცოდნა სინათლეა

თუკი საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობისვე საპარლამენტო მდივანს დავესესხები, ჩვენს ქვეყანაში ელექტრონული დემოკრატიის ბუმია, თუმცა, პირადად მე ამას მთლად ბუმსაც ვერ დავარქმევდი, რადგან სახელმწიფო უწყებებისთვის საჯარო ინფორმაციის მიღება ამოგლეჯას უფრო ჰგავს. მეტიც, ზოგიერთი სახელმწიფო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ქმედებით ის უფრო იკვეთება, რომ მათი უწმიდესი მისია საზოგადოებასთან არ-ურთიერთობაა (სხვათა შორის, არ-ურთიერთობის შემართებაში სახელისუფლო კადრებს არც ოპოზიციური კადრები ჩამორჩებიან). ჯერ ერთი, რომ სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ და, რაც მთავარია, არც გადარეკვის პრაქტიკას მისდევენ, თითქოს საზოგადოება იყოს მათი მსახური და არა პირიქით: სწორედაც რომ, საზოგადოების მომსახურებაში იღებენ მაღალ-მაღალ ხელფასებს (მაგრამ, როგორც ჩანს, მაღალ-მაღლად წოდებულ ხელფასებს, ვაი რომ, არ-ურთიერთობაში უხდიან).
ერთი სიტყვით, ასეა თუ ისე, რაკი გამოგლეჯა მაინც შესაძლებელია, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის ცნობით (რომელიც თავის მხრივ, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ საჯარო ინფორმაციას ეყრდნობა), 2010-2011 წლებში სალარო აპარატების გაუმართაობისა და ქვითრის არამორტყმის შედეგად გამოწერილმა ჯარიმებმა სახელმწიფო ბიუჯეტი 11 მილიონი ლარით გაამდიდრა.
მეორე მხრივ, ცნობილია, რომ ჩვენი, განსაკუთრებით, წვრილი (ზოგიერთი საშუალოც) მეწარმეები არც დიდი სამეწარმეო გამოცდილებით გამოირჩევიან, არც საკუთარი უფლებების და, მით უფრო, არც მათი დაცვის და, ხშირად არც საგადასახდო კანონმდებლობის ზედმიწევნით ცოდნით (რაც, ყოველთვის არა, მაგრამ, რიგ შემთხვევებში, დაჯარიმების საფუძველია). მართალია, ჩვენ არ ვიცით, 2010-2011 წლებში დაჯარიმებულ მეწარმეებს ჯარიმები რომ არ დაემსახურებინათ, მათი საქმიანობა რა შემოსავალს მოუტანდა ბიუჯეტს, თუმცა, რაკი ფაქტია, რომ დარღვევებმა არცთუ უმნიშვნელოდ გაამდიდრა ბიუჯეტი, როგორც ჩანს, ეს ის შემთხვევაა, როდესაც უცოდინრობა სინათლეა. ასე რომ, 11 მილიონის გათვალისწინებით, გამოვდივარ ინიციატივით, ბიუჯეტისთვის შემოსავლის დამატებითი წყაროს გაჩენისთვის ყოველწლიურად დაჯილდოვდეს ყველაზე მსხვილად დაჯარიმებული სუბიექტი!

скачать dle 11.3