კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

 

კითხვა: მყავს „მიცუბიში პაჯერო”, 3.5 ძრავათი, 1999 წლის. გამიფუჭდა კატალიზატორის ტემპერატურის სენსორი და ავტომობილმა ბენზინის წვას უმატა. სად ვიშოვო ეს ნაწილი და როგორ მოვიქცე?

პასუხი: ამ ნაწილის შოვნა სამ ადგილას შეიძლება: მაღაზიებში ქუთაისის ქუჩაზე, სადაც გამართლებაზეა, კარგი ხარისხის ნაწილს წააწყდებით თუ არა, მეორე – „მიცუბიშის” ცენტრში, სადაც კარგი ხარისხისას იყიდით, მაგრამ შედარებით ძვირი დაგიჯდებათ და მესამე – დაშლილებში, სადაც ასევე გამართლებაზეა, იქნება  საერთოდ ეს ნაწილი, ან ივარგებს თუ არა. სენსორის გამოცვლა მარტივია და ეს ბევრ ხელოსანს შეუძლია. მაგრამ, უმჯობესია, იქ შეცვალოთ, სადაც კომპიუტერული დიაგნოსტიკაც ექნებოდათ, რომ შემდეგ მისი მუშაობა გადაამოწმოთ.  

კითხვა: მაინტერესებს „ნისან X ტრიალი”, 2.2 დიზელის ძრავათი. როგორი ზოგადი მონაცემები აქვს ამ ავტომობილს, რას მეტყვით ძრავასთან დაკავშირებით და ზოგადად, როგორია ის ჩვენს პირობებში?

პასუხი: „ნისანის” ეს მოდელი საკმაოდ მორგებულია ჩვენს პირობებს, არ საჭიროებს ხშირ სერვისს, თავისი კლასის სხვა მოდელებთან შედარებით, კარგი მანევრირება აქვს. რაც შეეხება ძრავას, ამ ტიპის ძრავათი აღჭურვილი ეს მოდელები ძალიან პოპულარულია. ყველაზე მეტი ის იყიდება ინგლისში, სადაც მომხმარებელი ჩვენზე გაცილებით მომთხოვნია და მანქანის მიმართ მეტი პრეტენზია აქვს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ, ეგრეთ წოდებული, „გამომდგარი” ძრავაა. 

კითხვა: მყავს „აუდი”, 2003 წლის, 3.0 ძრავათი, მექანიკა, კვადრო. შეიძლება თუ არა, ამ ავტომობილზე კომპრესორის დამონტაჟება? თუ მოამატებინებს ეს ავტომობილს წვას და რა დაჯდება ამის გაკეთება?

პასუხი: შეუძლებელი არაფერია, მაგრამ კომპრესორის დამონტაჟება კონკრეტულ მოდელზე საკმაოდ რთულია საქართველოში. გარდა იმისა, რომ ბევრი წვრილმანი დეტალია საჭირო, როგორიცაა სამაგრები, გადამყვანები და სხვა, შემდგომში უკვე კომპიუტერული ჩარევა დასჭირდება. ამისთვის კი საჭიროა ან სპეციალური კომპიუტერი, რომლითაც თქვენს კომპიუტერს ჩაანაცვლებთ, ან როგორც მინიმუმ – ჩიპი, რომელიც წინასწარ არის მომზადებული ამ ტიპის ინსტალაციისთვის. ეს რომ იყოს მოდელი, რომელიც კომპრესორით ქარხნულად არის აღჭურვილი და დაშლილებში იოლად მოიძებნება, პირდაპირ აიღებდით ყველა საჭირო დეტალს, კომპიუტერის ჩათვლით და დაამონტაჟებდით. „აუდის” შემთხვევაში კი, საქმე გაცილებით რთულადაა. პირველი – გაგიჭირდებათ ადამიანის პოვნა, ვინც ამ საქმეს ხელს მოჰკიდებს და თუ მისი შესრულება მაინც იკისრა, დროშიც გაიწელება და ძალიან ძვირიც დაჯდება. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რა თქმა უნდა, გაიზრდება საწვავის ხარჯიც. ამას მარტივი ახსნა აქვს – დამატებითი ჰაერი, რომელიც კომპრესორმა ჩატუმბა, საჭიროებს დამატებით საწვავს მის ფეთქებად მასად გადაქცევისთვის. ეს კი იმდენად ძვირია, რომ უმჯობესია ავტომობილი შეცვალოთ და ის მოდელი შეიძინოთ, რომელსაც სასურველი სიმძლავრე აქვს. 

 

скачать dle 11.3