კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

 

კითხვა: მაინტერესებს  ინფორმაცია სტაფის შესახებ და, ასევე, მინდა გავიგო, საშიში ჯიშია თუ არა ადამიანისთვის სტაფი?

პასუხი: რა თქმა უნდა, სტაფი საშიშია, თუ ადამიანზე გაიწია. როგორც წესი, სტაფორდები უმიზეზოდ არ უნდა ერჩოდნენ ადამიანს. თუ მას გაწვრთნიან და დაცვას შეაჩვევენ, მაშინ დიდი სიფრთხილეა საჭირო. მისმა პატარა ზომამ არ უნდა მოგვატყუოს. მას ბევრი დატვირთვის ატანა შეუძლია და მდგომარეობის ნორმალიზებაც ძალიან სწრაფად ხდება. მაგალითად, თუ პულსი 160-დან 200-მდე აქვს, ზუსტად 5-8 წუთში 50-60-ზე ჩამოუვა. არ ახასიათებს არითმიები, არც მონელების პრობლემა აქვს. როტვეილერისგან განსხვავებით, სტაფი პატრონს ადვილად იცვლის. ძალიან ჭკვიანი ძაღლია და მძლავრი ფსიქიკით გამოირჩევა. თუ იმის ენერგია არ გაქვთ, რომ მათ საქციელს გაუძლოთ, ჯობია, საერთოდ არ იყოლიოთ. უყვარს სეირნობა, ამიტომ, თუ ენერგია არ დაახარჯვინეთ, მაშინ სახლში აუცილებლად დაგხვდებათ ფეხმოჭმული სკამი ან რაიმე სხვა ნივთი დაზიანებული.

კითხვა: როგორც მითხრეს, პუდელი, მიუხედავად თავისი მინიატურული გარეგნობისა, ოჯახში ლიდერის ადგილს იკავებს, რასაც არც ისე კარგ შედეგამდე მივყავართ. მართალია?

პასუხი: ლიდერობის ინსტინქტი ძირითადად მამრ პუდელებს ახასიათებთ. მისთვის ოჯახი ხროვაა და ის ცდილობს, თავი იერარქიულად ყველაზე მაღლა დააყენოს. მიუხედავად ყველაფრისა, პუდელის დამორჩილება რთული არ არის. ცოტა ჯიუტები კი არიან, მაგრამ, თუ ნებისყოფას გამოიჩენთ თქვენს ქმედებებში, უპრობლემოდ დაიმორჩილებთ მას.

კითხვა: მაინტერესებს, შოუ-პეკინესისა და ოჯახის პეკინესის განსხვავება ლეკვობიდანვე შეიძლება?

პასუხი: რა თქმა უნდა, შეიძლება. ვინც ძაღლებს ამრავლებს, იცის, რა ხაზს ამრავლებს – შოუ-ძაღლებს თუ ჩვეულებრივ ოჯახის ძაღლებს. ერთ ნაყარში ერთი ან ორი შოუ-ძაღლი თუ გამოდგა ხარისხით, დიდი მიღწევაა. შეიძლება, გამოფენაზე გაიყვანო და კარგი შეფასებაც მიიღოს, მაგრამ, ის რომ ეტალონური გახდეს და წარმატებას მიაღწიოს, ეს ერთეულების ხვედრია. გახსოვდეთ ისიც, რომ მოყვარულის თვალმა, შესაძლოა, ვერ გაარჩიოს, რომელია შოუ და რომელი – ოჯახის პეკინესი, რადგან ეს არც ისე ადვილია არაპროფესიონალისთვის. ამიტომ, თუ შოუ-წარმომადგენლის აყვანა გადაწყვიტეთ, უმჯობესია, ამ საქმეში კომპეტენტურ ადამიანს მიმართოთ დახმარებისთვის. 

 

 

скачать dle 11.3