კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უცნაურ ვითარებაში დაიღუპა ქალების გულთამპყრობელი, კოლორიტი თამადა „შორთამაშა“ 69 წლის ასაკში

 

36 წლის ნანა კ-იამ საკუთარ სახლში 69 წლის მოხუცი, ზაურ ქ-ია მოკლა. ოფიციალური ვერსიით, ამაზრზენი დანაშაულის მოტივი ურთიერთშელაპარაკება გახდა, თუმცა, პატიმარი მოკლულს ბინძურ საქციელში ამხელს. მისი თქმით, მამამისის ასაკის კაცი სასიკვდილოდ ძალადობის გამო გაიმეტა, რადგან, ასაკის მიუხედავად, აწ გარდაცვლილი მას საყვარლობას აიძულებდა. 

მკვლელობა 6 თებერვალს, დაახლოებით 19 საათზე მოხდა.  

შემთხვევისთანავე, დაჭრილი მოხუცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ჭრილობა დაუმუშავეს და სახლში მალე გაუშვეს, რადგან, როგორც ექიმმა განაცხადა, მას სერიოზული არაფერი სჭირდა, მაგრამ, რამდენიმე საათში მოხუცი გარდაიცვალა. ექსპერტიზის დასკვნით, ექიმებს სათანადო სამედიცინო დახმარება რომ გაეწიათ, მისი გადარჩენა მოხერხდებოდა... 

რა დაუშავა მოხუცმა ახალგაზრდა ქალბატონს

ზაურ ქ-ია სოფელში კოლორიტული ფიგურა და ცნობილი თამადა იყო. 69 წლის კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება კარგ თანამდებობებზე მუშაობდა, ცნობილი მექალთანე იყო. მეტსახელად მას „შორთამაშას” ეძახდნენ – მუსიკის ხმის გაგონებისთანავე, თურმე, ქუჩაში შორიდანვე ცეკვას იწყებდა... 

ზაურ ქ-იას ოფიციალურად სამი ცოლი ჰყავდა და უცნაური ის არის, რომ ყველა ცოლს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ამის მიზეზი ზაურ ქ-იას დაგროვილი ქონება იყო – უბინაოდ არც ერთი არ დაუტოვებია. მოკლედ, სოფლის საბჭოს თავმჯდომარეს იმდენი უძრავი ქონება ჰქონდა, როგორც ამბობენ, თაობებს ეყოფოდა. არანაკლებ უცნაურია ისიც, რომ, ამდენი ცოლისა და სოლიდური ასაკის მიუხედავად, ზაურ ქ-იას, საყვარლებიც ჰყავდა, რის გამოც მას ძმა გამუდმებით ეჩხუბებოდა – ეშინოდა, რომ ვიღაცის მსხვერპლი გახდებოდა, მაგრამ ზაურ ქ. არ უჯერებდა. მეტიც, ის ასაკით ბევრად უმცროს ქალებთან დადიოდა, რაზეც მთელი სოფელი ჭორაობდა, მაგრამ, არც სხვების აზრი აინტერესებდა. როგორც ამბობენ, ის ქალებს ფულით იმორჩილებდა... 

ზაურ ქ-ია სწორედ ქალის მსხვერპლი გახდა. მანამდე კი, მოვლენები  შემდეგნაირად განვითარდა: ბოლო პერიოდში ზაურ ქ-იას ახალგაზრდა საყვარელი ჰყავდა, რომელსაც მის ნაკვეთში არსებულ სახლის მსგავს შენობაში აცხოვრებდა. თუმცა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალმა საცხოვრებლად  თბილისში გადასვლა გადაწყვიტა, ზაურ ქ-იას ბინა კი სტუმრად მისულ მეგობარს – ნანა კ-იას დაუთმო, რომელიც ახლად შეუღლებულ ქმართან ერთად მიადგა. საბოლოოდ, აღნიშნულ ბინაში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დასახლდა, მაგრამ, მათი იქ ცხოვრება ზაურ ქ-სთან შეთანხმებით გადაწყდა.

როგორც ირკვევა, ცოლ-ქმარი რაიონიდან გამოქცეული ყოფილა. საქმე ისაა, რომ ნანა კ-ია თაღლითობის ბრალდებით გაასამართლეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი სოფელში იმ მიზეზით აღარ დაედგომებოდა, რომ ვალები ჰქონდა. როგორც დადგინდა, ათობით ოჯახს ის უცხოეთში სამუშაოდ წაყვანას დაჰპირდა და ამ მიზნით მათგან დაახლოებით 8 ათას დოლარამდე თანხაც აკრიფა, მაგრამ, რეალურად, არც აპირებდა, ვინმე სადმე წაეყვანა, ანუ, ფული მიითვისა და საყვარელთან ერთად აორთქლდა, თუმცა, საბოლოოდ, თაღლითობისთვის მაინც  ციხეში მოხვდა და ზარალის ანაზღაურებაც დაეკისრა. სწორედ ამ მოტივით, მას ბინაც გაუყიდეს, მაგრამ, თანხა მხოლოდ რამდენიმე დაზარალებულს ეყო, დანარჩენები კი ციხიდან მის გამოსვლას ელოდებოდნენ. ნანა კ-ია მათ ჰპირდებოდა, რომ ზარალს აუცილებლად აუნაზღაურებდა, მაგრამ, საპატიმროს დატოვებისთანავე მიიმალა. 

საგულისხმოა, რომ ციხეში მყოფ ქალს სამი საყვარელი წლის განმავლობაში აქტიურად პატრონობდა, მერე კი მიატოვა. სწორედ ამიტომ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის დასთან წავიდა და დაახლოებით 8 თვის განმავლობაში მის ოჯახში ცხოვრობდა, მაგრამ, მოულოდნელად იქიდანაც გაქრა. როგორც აღმოჩნდა, მან ინტიმური ურთიერთობა გააბა დის უბნელ მერაბ გ-სთან, რომელმაც მის გამო ცოლი და ორი შვილი მიატოვა და საყვარელს გაჰყვა... 

ვინაიდან წყვილს წასასვლელი არსად ჰქონდა, ნანამ ქმარი იმ ბავშვობის მეგობართან წაიყვანა, რომელიც ზაურ ქ-იას ნაკვეთში ცხოვრობდა. საბოლოოდ კი ნანა კ-ია თავად დასახლდა მომავალი მსხვერპლის სახლში. 

რატომ დასთანხმდა ზაურ ქ-ია თავის ნაკვეთში უცხოების ჩასახლებაზე, ძნელი სათქმელია, მაგრამ, როგორც ჩანს, ის დარწმუნებული იყო, რომ მასთან ურთიერთობაზე უარს, არც მისი საყვარლის მეგობარი იტყოდა და, ვინაიდან ნანა კ-ია მოეწონა, მასთან დაახლოება გადაწყვიტა. ამ მიზნით, ზაურ ქ-ია ცოლ-ქმართან ხშირად მიდიოდა სტუმრად და მათთან ერთად ქეიფს არ იკლებდა. ცნობილი მექალთანე აშკარად ხელსაყრელ მომენტს ელოდა და ეს მომენტიც დადგა: იმ დროს, როდესაც მთელი სოფელი იქაური მცხოვრების ქორწილში იყო წასული, ზაურ ქ-ია ქორწილიდან გამოიპარა და ნანა კ-იასთან მივიდა. მან ზუსტად  იცოდა, რომ ქალი მარტო იყო, რადგან მისი ქმარი ბავშვების სანახავად აპირებდა წასვლას. როგორც განსასჯელი ირწმუნება, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზაურ ქ-ია მას ინტიმურ ურთიერთობას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებოდა, რომ ბინას დაატოვებინებდა. მათ შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლაც კი მოხდა, მაგრამ, მოულოდნელად, სახლში ქმარი დაბრუნდა, რომელმაც ცოლს მოხუც კაცთან უხერხულ სიტუაციაში შეუსწრო...

როგორც ირკვევა, ქმარმა მოხუცთან ჩხუბს თავი აარიდა, მაგრამ, მისი წასვლის შემდეგ, ცოლ-ქმარს შორის სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. კაცი დაეჭვდა, რომ ზაურ ქ-იამ თავის ბინაში ცხოვრების უფლება მათ იმ პირობით მისცა, თუ ნანა მასთან ივლიდა... მით უმეტეს, ცოლმა ქმარს ვერაფრით აუხსნა, თუ რატომ მივიდა ზაური მასთან მაინცდამაინც ქმრის არყოფნის პერიოდში...

სწორედ ამ სიტუაციით გაღიაზიანებულმა ნანა კ-იამ გადაწყვიტა, ეჭვებისთვის წერტილი დაესვა და ზაურ ქ-იას სახლში მიაკითხა. როგორც საქმიდან ირკვევა, ზაურ ქ-იასთან მისულ განსასჯელს მასპინძელი ნასვამ მდგომარეობაში დახვდა, მათ შორის ჩხუბი კი ტრაგედიით დასრულდა...  

აღსანიშნავია, რომ მათი ჩხუბის მომენტში სახლში იმყოფებოდა აწ გარდაცვლილის ძმაც, თუმცა, ის საქმეში არ ჩარეულა. მართალია, ძმა საავადმყოფოში სწორედ მან წაიყვანა, მაგრამ, როგორც ჩვენებაში წერს, ჭრილობა იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ექიმთან წაყვანას არც აპირებდა. ეს ჩვენება ექიმმაც დაადასტურა – მან პაციენტი სახლში ერთ საათში გამოატანა თუმცა, სახლში მიყვანიდან ცოტა ხანში ზაურ ქ-ია გარდაიცვალა...

ვინაიდან საქმე ექიმის დაუდევრობასაც ეხებოდა, სისხლის სამართლის საქმე მასზეც აღიძრა – მას ლიცენზია ჩამოერთვა. რაც შეეხება ნანა კ-იას, ის პოლიციას თავად ჩაჰბარდა. სხვათა შორის, მას განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენეს, მაგრამ, მიუხედავად ნასამართლეობისა, აღმკვეთ ღონისძიებად შინაპატიმრობა შეურჩიეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც გარდაცვლილის შვილებმა ქვეყანა შეძრეს და მამის მკვლელის სასწრაფოდ დაპატიმრება მოითხოვეს, განსასჯელს მინიმუმი – 7 წელი მიუსაჯეს...

გარდაცვლილის ძმის ჩვენებიდან: „ცოლ-ქმრის დასახლების შემდეგ სოფელში ქურდობა გახშირდა – ძროხები, კამეჩები, ზოგს დაკლული ღორიც კი ეკარგებოდა. იმ პერიოდში, როცა მკვლელობა მოხდა, 1 500 ლარამდე ღირებულების საქონელი იყო დაკარგული. როგორც ვიცი, ჩემმა ძმამ იცოდა, რომ მისი მდგმურები ცოლიც და ქმარიც, ქურდები იყვნენ. ორი დღით ადრე შეუთვალა კიდეც – რაც წაიღეთ, დააბრუნეთ, თორემ, პოლიციას შევატყობინებო, მაგრამ, არ დააბრუნეს.

იმ დღეს სოფელში ქორწილის სუფრა იყო გაშლილი, მაგრამ, რაღაც პერიოდის მერე ზაური ჩემი თვალთახედვიდან გაქრა. დაახლობით სამი საათის შემდეგ ძებნა დავუწყე, მერე კი სახლისკენ წამოვედი. ეზოში სკამი გვიდგას და იქ დამხვდა ჩაძინებული. ამ სკამზე ჯდომა და ძილი ხშირად იცოდა. მეც დავმშვიდდი და დასაძინებლად ოთახში შევედი. გავიგე, მთვლემარე კაცს თავზე ნანა დაადგა. როგორც ჩანს, მას ეგონა, შინ არავინ იქნებოდა, რადგან მთელი სოფელი ქორწილში იყო. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ რაღაც წამებში, ნაჯახი ჩამოიღო და დაარტყა, შემდეგ კი მაცივრის ყუთი მიაყოლა და ძირს დააგდო...

თავიდან ხმა ისე გავრცელდა, თითქოს ზაური კიბიდან გადმოვარდა. სამ თანასოფლელთან ერთად, საავადმყოფოში წავიყვანე. ექიმმა ჭრილობა დაუმუშავა და ისევ შინ გამოგვატანა. ფეხის გადაბრუნების გამოც კი, საავადმყოფოში მაშინვე პოლიციას გაყენებენ თავზე, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ კაცს თავი ჰქონდა გაპობილი, ექიმს პოლიცია არ გახსენებია, თქვა, რომ არაფერი უჭირს, მალე გამოკეთდებაო...”

ფაქტი, რომ ცოლი და ქმარი ქურდები იყვნენ არც ერთი მტკიცებულებით არ დადასტურდა. ხოლო, ის გარემოება, რომ აწ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალს ინტიმური კავშირის დამყარებას აიძულებდა, ეს არა მხოლოდ განსასჯელმა, მისმა ქმარმაც დაადასტურა. ქმრის, მერაბ გ-ს ჩვენებით, ის ხვდებოდა, რომ ზაურ ქ-იას მისი ცოლის საყვარლობა უნდოდა, მაგრამ, ამის დამადასტურებელი ფაქტი ბოლო დღემდე არ ჰქონდა, თუმცა, ბოლო დღეს მკვლელობა მოხდა...

 

 

скачать dle 11.3