კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სილამაზის საკუთარი პროგრამა

 

ყველა ქალი ოცნებობს, იყოს ლამაზი, ჰქონდეს კარგი აღნაგობა და ამის მისაღწევად იწყებს მკაცრ დიეტებს, ინტენსიურად ვარჯიშობს, მაგრამ, სასურველ შედეგს მაინც ვერ აღწევს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სილამაზის მთავარი საიდუმლო არის მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელი, ბალანსირებული კვება. თუ თქვენ საკვებთან ერთად ყოველდღე მიიღებთ უჯრედისს, მინერალებისა და ვიტამინების საკმარის რაოდენობას, თქვენი კანი ბავშვის კანივით ნაზი და ელასტიკური გახდება, თვალები იბრწყინებს, სხეული დაიხვეწება, ორგანიზმი კი საათივით იმუშავებს.

ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ბალანსი

ცილები – ესაა ორგანიზმის საშენი მასალა, ამიტომ, აუცილებელია მისი საკმაო რაოდენობით მიღება. ყოველდღიურად ჩვენ გვჭირდება 60-130 გრამი ცილა. მისი მთავარი წყაროა: ხორცი, თევზეული, რძის ნაწარმი და პარკოსნები.

ცხიმები ორგანიზმში ენერგიის თავისებური საცავია და დღეში უნდა მივიღოთ 30-60 გრამის ოდენობით, ხოლო ნახშირწყლები, რომლებიც გვამარაგებენ ამ ენერგიით, უნდა მივიღოთ დღეში 130-250 გრამი. ნახშირწყლებით განსაკუთრებით მდიდარი პროდუქტებია ხილი და კენკრა.

სიტყვა „ვიტამინი“ წარმოქმნილია ლათინური სიტყვისგან – „ვიტა“, რაც „სიცოცხლეს“ ნიშნავს. ვიტამინი A (რომლითაც განსაკუთრებით მდიდარია მოცვი, თევზეული) ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დამხმარეა ასაკობრივი ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში. B ჯგუფის ვიტამინები (ბანანი, მარაკუია) ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას, ამცირებს ცხიმგროვებს და არეგულირებს ნერვული სისტემის აქტივობას. ვიტამინი C (ციტრუსები, კენკრა) ამაღლებს იმუნიტეტს. D ვიტამინი (მანგო) ხელს უწყობს მინერალების ათვისებას ორგანიზმის მიერ, ხოლო ვიტამინი E (მარწყვი) პასუხს აგებს ქალური ორგანოების ჯანმრთელობაზე.

უჯრედისი უნარჩუნებს ორგანიზმს ენერგიას და, ამასთან, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, რისი შედეგიც, საბოლოოდ, ჭარბი წონის დაკარგვაა. უჯრედისით მდიდარია ყველა ბოსტნეული, ხილი და კენკრა, გამონაკლისის გარეშე; მაგრამ, თუ გსურთ, კალორიების მინიმუმით მიიღოთ მაქსიმუმი სარგებელი, ყოველდღიურად მიირთვით ბანანი და მარწყვი. უჯრედისის დღიური ნორმაა 25 გრამი.

სასარგებლო მინერალები – ეს არის საკვებ ნივთიერებათა ჯგუფი, რომელიც ასრულებს ორ ფუნქციას: არეგულირებს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს და სტრუქტურულად აყალიბებს მას. ძირითად მინერალებს – კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმსა და კალიუმს შეიცავს მრავალი პროდუქტი, განსაკუთრებით კი – რძის პროდუქტები.

მაცოცხლებელი ტენი აუცილებელია ორგანიზმში ჰიდრობალანსის შესანარჩუნებლად. ამიტომ, უნდა, მივიღოთ დღეში, სულ მცირე, 2 ლიტრი სითხე, ნებისმიერი სახით, წყალი იქნება ეს, ჩაი, წვენები თუ დღეს ასე პოპულარული „სმუსი“.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტები და შეადგინეთ ხანგრძლივი (ერთთვიანი) დიეტა მინიმუმ ოთხჯერადი კვებით. სასურველია, თუ ყოველ კვირას შეცვლით პროდუქტებს. მთავარია, ყოველდღიურად მიიღოთ ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების ის დღიური ნორმა, რაც აუცილებელია როგორც გაჯანსაღების, ისე გახდომის მიზნით. შედეგს გაცილებით ადრე მიაღწევთ, თუ არ დაიზარებთ და ყოველი ჭამის შემდეგ ხუთწუთიან ვარჯიშს შეასრულებთ, ვთქვათ, ადგილზე ხტომას, ბუქნებს, ადგილზე სირბილს, ხელების, ფეხებისა და წელის ვარჯიშებს, ან, სულაც ცოტას წაიცეკვებთ თქვენი საყვარელი მუსიკის თანხლებით. და თუ ამ ყველაფერს აივანზე ან ღია ფანჯარასთან გააკეთებთ, ენერგიის ისეთ მოზღვავებას იგრძნობთ, მთელ დღეს მხნედ და შემართებით გაატარებთ და განწყობაც საუცხოო გექნებათ.

 

скачать dle 11.3