კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორია ზუზუ ბეჟაშვილის სასურველი ქალი და ვინ აღმოაჩინა იგი დიდი ხნის ძებნის შემდეგ

მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი მაყურებელში ყოველთვის დადებით ემოციას იწვევს. ბოლო დროს ჩვენმა რესპონდენტმა კიდევ ერთი საინტერესო სახე შექმნა სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები,” სადაც ის ნიკას როლს ასრულებს. რით ჰგავს და რით არა, ზუზუ თავის გმირს, როგორია მისი ცხოვრების სტილი და რატომ მოსწონს მეორეხარისხოვანი, უარყოფითი როლები, – ამ ყველაფერს მისივე ინტერვიუდან შეიტყობთ. 

 

– შენი გმირი მოგწონს?

– ყოველთვის მომწონდა და მიზიდავდა მეორეხარისხოვანი და უარყოფითი როლები, რადგან საინტერესო გასაკეთებელია. ეს კიდევ არ არის მთლად უარყოფითი როლი, რომელსაც „ჩემი ცოლის დაქალებში” ვთამაშობ. რატომღაც სულ დადებით და მთავარ როლებში მაკავებდნენ – აქამდე ყოველ შემთხვევაში.

– როგორ ფიქრობ, რამით ჰგავხარ შენს გმრს?

– არაფრით. ჩვეულებრივი დეგენერატია-მეთქი, სულ ამას ვამბობ და ვგავარ ახლა მე დეგენერატს? 

– მართალია, დაქორწინებული არ ხარ, და ეს გამოცდილი არ გაქვს, მაგრამ ისევე მოიქცეოდი, როგორც შენი გმირი იქცევა სერიალში?

– რა არ გამომიცდია, ყველაფერიც გამომიცდია. მართალია, დაქორწინებული არ ვყოფილვარ, მაგრამ 3-4 წელი ურთიერთობები მქონია და ერთად ვცხოვრობდით.

– ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგაც განაგრძობ ყოფილთან კონტაქტს?

– თუ ურთიერთობა ცუდად დამთავრდა, თავში მონტაჟს გააკეთებ და ყველაფერს დაივიწყებ. ხოლო, თუ იმის გამო დამთავრდა, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო, იმაში ცუდს ვერაფერს ვხედავ იმ ადამიანთან კვლავ განაგრძო ურთიერთობა, ვისთანაც ძალიან ბევრი რამ გაკავშირებდა. 

– უამრავი ადამიანი გცნობს და მათ ყურადღებას იპყრობ. როგორია მათი რეაქცია შენს დანახვაზე?

– დადებითი, რაც ძალიან მომწონს. ერთი ასეთი შემთხვევაც გამახსენდა. ზამთარი იყო, რაღაც გაზეთი ვიყიდე. მეგობართან გაბურძგნული, ძალიან ცუდ ხასიათზე მივდიოდი. მიწისქვეშა გადასასვლელით გადავდიოდი. წინ გოგო-ბიჭები მოდიოდნენ. რომ დამინახეს, ჩამიარეს თუ არა, მომესმა – ზუზუ ნახე, ზუზუ, როგორ გამათხოვრებულაო. მე თვითონ ძალიან ბევრი ვიცინე ამაზე.

– ზუზუ, შენი სახელიდან გამომდინარე დაგარქვეს, თუ ზაზას გარდა, კიდევ არის სხვა მიზეზი?

– 13 წლიდან ზუზუ ვარ. სახლს გარდა ზაზას ძალიან იშვიათად მეძახიან. რეზო ჩხეიძემ ვერც ზაზა დამიძახა, ზუზუ არ მოსწონდა და ბოლოს ზოზოთი მომმართავდა. ზოზო, თქვენ ძალიან არეულ-დარეული დაიარებით, რამეს ხომ არ იშხაპუნებთ? – მეკითხებოდა ხოლმე. 

– რეზო ჩხეიძესთან გიმუშავია?

– რეზო ჩხეიძისა და თემურ ფალავანდიშვილის თეატრალური სახელოსნო მაქვს დამთავრებული.

– საქართველოს ფარგლებს გასცდი და გიმუშავია რუსეთში და აზერბაიჯანში, სადაც გადაღებული ხარ ფილმებში. საიდან და როგორ დაიწყო შენი გასვლითი მოღვაწეობა?

– სხვათა შორის, ძალიან მალე დაიწყო. მესამე კურსზე ვიყავი, მოსკოვში, გადაღებაზე რომ წავედი, სადაც „ჯე-არტმა” გამიშვა. მოგვიანებით კი, აზერბაიჯანშიც მოვხვდი. რეჟისორი დიდხანს ეძებდა მთავარი პერსონაჟის შემსრულებელს. ყველგან ეძებდა და ბოლოს მე მიპოვა. ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მართლა ასე იყო. ძალიან გამიმართლა, რადგან გემრიელი სამუშაო იყო. თან, ორივე ფილმში, რომელიც მოსკოვსა და ბაქოში გადაიღეს, განსხვავებულ ჟანრში ვიმუშავე, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. აქ, რატომღაც, თუ ერთ ჟანრში დაგინახეს, მერე სულ იმავე ჟანრში მიდიხარ, რაც ძალიან ცუდია. ჩემს შემთხვევაში, ასე არ მოხდა, გამიმართლა და ბევრი განსხვავებული როლი მაქვს გაკეთებული. ლაშა ცერიაშვილმა, საერთოდ, მანიაკი მათამაშა. 

– „ტუსოვკების” დიდი მოყვარული ხარ?

– ჰო, ასე მხედავენ, რომ ვარ?! ამ დროს, ძალიან ხშირად ზრდილობის გამო მივდივარ, რადგან მეძახიან. 

– როგორია შენი ცხოვრების სტილი?

– ძალიან არაჯანმრთელი და მინდა, გამოვასწორო. თუ გადაღება ან სხვა საქმე არ მაქვს, ძალიან გვიან ვიღვიძებ. ვერასდროს ვიძინებ ადრე. ვერ ვიძინებ ტრანკვილიზატორის გარეშე. დიდი ბიჭი გავიზარდე და უნდა გამოვსწორდე. ვერავის შევპირდები, რომ ვარჯიშს დავიწყებ, მაგრამ ადრე გავიღვიძებ, ვისაუზმებ, ჯანმრთელ საკვებს მივიღებ და ასე შემდეგ. 

– ხშირად გეცვლება ხასიათი?

– კი, ძალიან ხშირად. ძალიან პატარა რამეს შეუძლია, ისე გამაფუჭოს, რომ მეგონოს, თითქოს ცხოვრება დამთავრდა. ამავე დროს, ძალიან პატარა რამეს შეუძლია, მომცეს იმის სტიმული, რომ ცხოვრება კარგია და გრძელდება. 

– აზარტული თუ ხარ?

– ძალიან აზარტული ვარ. სხვათა შორის, ვთქვი, და უკვე ორი წელია, კაზინოში არ შევსულვარ. კომპიუტერშიც კი არ ვთამაშობ. კაზინო მიყვარდა და ძალიან ცუდად ვიქცეოდი. ვიგებდი და ვაგებდი კიდეც, მაგრამ ბოლოს იმასაც ვგრძნობდი, რომ ძალიან ცუდი სახლი იყო ის. 

– ყოველთვის ესმით შენი?

– ხანდახან საკუთარი თავის თვითონვე არ მესმის და როგორ შეიძლება, სხვას ესმოდეს? ყველას ჰგონია, რომ ძალიან კარგად მიცნობს. ამ დროს საკუთარ თავს თვითონაც არ ვიცნობ.

– სუსტი ნებისყოფა გაქვს თუ პირიქით?

– ძალიან სუსტი ნებისყოფა მაქვს, ამიტომაც არასდროს არაფერს ვგეგმავ წინასწარ.

– როგორი მანდილოსნები მოგწონს?

– განსაკუთრებული პორტრეტი არ მაქვს ჩამოყალიბებული. უპირველესად მთავარია, საინტერესო იყოს, რაშიც ბევრი კომპონენტი შედის. არ უნდა იყოს სნობი. ამის დრო უკვე გავიდა. სასაცილოა რაღაცეებზე მახვილების გაკეთება. უკვე ყველაფერი მოხდა, ყველაფერი ვნახეთ, გაგვიკვირდა და დამთავრდა. ახლა უკვე სხვა რაღაცეების დროა. ისე, არც მე ვარ საჩუქარი – ჩემი გაგება, შეიძლება ადვილი იყოს, მაგრამ ატანა რთული. 

– რომ არა მსახიობის პროფესია, სხვაგან სად წარმოგიდგენია თავი?

– არსად. ერთადერთი, ბავშვობაში სიმღერა მინდოდა.

– მონაცემები?

– ხან მქონდა და ხან – არა. მიმღერია კიდეც, მაგრამ მერე რატომღაც მომღერლობა აღარ მომინდა. ბევრად საინტერესო პროფესია მაქვს, ვიდრე მომღერლობაა. შემიძლია, მომღერალიც ვიყო, ექიმიც, მწერალიც და ბევრი სხვა პროფესიის ადამიანიც. ახლა შეიძლება დავირქვა, მსახიობი, რომელიც მღერის. 

– საერთო ჯამში, იღბლიანი ხარ.

– აბა, რა, რატომაც არა. რასაც დღეს ვაკეთებ, 10-15 წლის წინ ამაზე ვოცნებობდი. ბავშვობაში სულ ვოცნებობდი და ვიცოდი, რა მინდოდა. მაგრამ, ყველაფერი იმდენად ადრე მინდოდა, რომ ძალიან გვიან გამომივიდა. ვერ მოვითმინე და მე-9 კლასიდან გამოვვარდი სკოლიდან, საესტრადო სასწავლებელში შევედი, სადაც საერთოდ სასწაული დამხვდა. ვერ მოვითმინე და უკან გამოვედი. მერე ამ 9 კლასის ატესტატით თეატრალურში ვინ მიმიღებდა... მერე ომი დაიწყო და ასე შემდეგ. ასე რომ, ყველაფერი მოგვიანებით მოხდა. თან, როცა მარტო ხარ, ყველა კარი ადვილად არ იღება. ხათრით არავის არსად მივუღივარ. ხალხი 5 წუთი ვერ იტანს ლოდინს, მე კი 10 წელი ველოდე. 

– ოჯახში ერთადერთი მსახიობი ხარ?

– კი. ჩემგან სხვას არც არაფერს მოელოდნენ. ყოველთვის ისეთი ვიყავი, როგორიც არ იყო, მაგალითად, ჩვეულებრივი ბავშვი. მქონდა პატარა ოთახი, სადაც მედგა „პრაიგრივაწელი” და ფირფიტებს გაუთავებლად ვუსმენდი. თან, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ ჟანრებს. მქონდა როგორც ალა პუგაჩოვას ფირფიტა, ასევე მაილს დევისის, სტინგის, ჰამლეტ გონაშვილის, ედიტ პიაფზე ვფიჟდებოდი და ასე შემდეგ. ცალკე ჩავიკეტებოდი და ვუსმენდი. ჩემი სამყარო მქონდა, სადაც ყველაფერი ძალიან კარგი იყო. ჩემს ოთახში არავინ არ უნდა შესულიყო, იზოლირებული იყო ყველასგან. 

– ახლა როგორია შენი სამყარო?

– როგორია არ ვიცი, მაგრამ მინდა, ჰარმონიაში ვიყო სამყაროსთან, უპირველეს ყოვლისა კი, საკუთარ თავთან. 

 

 

скачать dle 11.3