კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არავითარი ლოზუნგი!

 

 

 

„მე თავად გადავწყვეტ, როგორ ვიცხოვრო!“ – ვამბობთ ხშირად. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი თავად განაგებს საკუთარ ბედს და პირადი თავისუფლების შენარჩუნება ქორწინებაშიც აუცილებელია, მაგრამ, ლოზუნგებით ამის გამოხატვა აუცილებლად გააღიზიანებს ნებისმიერ მამაკაცს. ბუნებამ აბსოლუტურად ყველა კაცს მისცა პირველობის ამბიცია, ამიტომ, დაივიწყეთ ლოზუნგები. თვითნებობა და, მით უმეტეს, ამის ხმამაღალი გამოხატვა, ადრე თუ გვიან, ღრმა კრიზისამდე მიგიყვანთ. ურთიერთობა უიმედოდ გაფუჭდება და მას ვეღარაფით გამოასწორებთ. მოიქეცით აბსოლუტურად პირიქით, მაგალითად, შეაქეთ მაშინაც კი, როცა მისი იდეა აბსურდულია. უთხარით: „რა მაგარია!“, ან – „საინტერესოა, ცდად ღირს“. ნელ-ნელა წაახალისეთ და მერე თქვენი პირადი ინიციატივებიც შეაპარეთ.

რატომ უნდა წამოუყენოთ ულტიმატუმი საყვარელ ადამიანს და რატომ უნდა ელაპარაკოთ ლოზუნგებით, ეს ხომ ანგრევს ურთიერთობებს?! და, საერთოდ, განა ორი ერთმანეთის მოსიყვარულე ადამიანის თანაცხოვრება ბრძოლა უნდა იყოს? განა, რომელიმეს მოჰგვრის სიამოვნებას ან სიხარულს თუნდაც წუთიერი გამარჯვება?! საეჭვოა. მაშინ, მათ შორის სიყვარული საერთოდ არ ყოფილა. ოჯახში აუცილებლად უნდა იყოს ერთი მთავარი. დაუთმეთ ეს პოსტი მეუღლეს. მესაჭე მაინც თქვენ იქნებით, თუკი ლოზუნგებს გვერდზე გადადებთ და სიყვარულის ენაზე ისაუბრებთ – სიყვარული ხომ თავისთავად გულისხმობს დათმობას. შეყვარებული ადამიანი ვერასდროს ილაპარაკებს ლოზუნგებით.

 

აჩვენე ურთიერთობა

 

მამაკაცის დამორჩილება შესაძლებელია და ამის მაგალითები ჩვენ გარშემო საკმარისზე მეტია. ზოგიერთმა ქალმა კაცების „მორჯულების“ საიდუმლო იცის? – იქნებ, მართლაც არსებობს რამე რეცეპტი, ან, ხომ შეიძლება, შესაფერისი მამრი შეგხვდეს... მაშინ, რა ვუყოთ მოსაზრებას, რომელიც ამტკიცებს, ყველა მამაკაცი ერთნაირიაო?! თუმცა, თუ ისინი ერთნაირები არიან, მაშინ, ჩვენი რჩვევები ყველაზე ერთნაირად გაჭრის.

დაიწყეთ იმით, რომ აღიარეთ მისი დომინანტობა, თუნდაც პირობითად. რატომაც არა, თუკი ამით მხოლოდ მოიგებთ? დაე, ეგონოს, რომ ყოველთვის ყველაფერი ისეა, როგორც მას თავად სურს. საყოფაცხოვრებო წვრილმანები იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენ გგონიათ.

არ გააკრიტიკოთ მეუღლე ნათესავებთან (მით უმეტეს, მის ნათესავებთან), მეგობრებთან, ახლობლებთან და თანამშრომლებთან. თუ ისიც იქვეა, ეს საერთოდ დაუშვებელია. შენიშვნები მაშინ მიეცით, როცა მარტონი დარჩებით. თვითონ იმავეს არ აკეთებს?! – არა უშავს, სამაგიეროს კი ნუ გადაუხდით, აუხსენით, რომ თქვენ მას ზოგავთ ყოველთვის, ყველასთან და, გაგიხარდებათ, თუკი ისიც ასე მოიქცევა.

აამაღლეთ მისი ავტორიტეტი, მაგრამ, ზომიერად. დაიცავით, როცა ვინმე უდიერად მოიხსენიებს. თუ ამას ვერ დაინახავს, მისი პრობლემაა. როცა მამაკაცი ხედავს, რომ მას წამოწყებებს მხარს არ უჭერთ, არ იჩენთ შემწყნარებლობას მისი სისუსტეების, ნაკლოვანებების მიმართ, იგი ფიქრობს, რომ თქვენი ნდობა არ შეიძლება და ურთიერთობა თავისთავად ფუჭდება.

სთხოვეთ ნებართვა. მაგალითად: „შეიძლება, სამსახურის შემდეგ გოგონებთან ერთად კაფეში წავიდე?“; ან: „წინააღმდეგი ხომ არ იქნები, ახალი კაბა შევიძინო, ცოტა თამამი დეკოლტეთი?“ მოკლედ, შექმენით იმის ილუზია, რომ მის გარეშე ნაბიჯს არ დგამთ. მამაკაცს ეს ისე სიამოვნებს, ჭიპამდე დეკოლტირებული კაბაც რომ ჩაიცვათ, ამით მხოლოდ აღფრთოვანდება. შეიძლება, თქვენ ეს წვრილმანები გგონიათ, მაგრამ, ურთიერთობა სწორედ ასეთი წვრილმანებით იგება და ეს სწორედ თქვენ უნდა ასწავლოთ.

 

მხოლოდ მათთვის

 

ბრიტანელი ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ქალს ზუსტად 45 წუთი სჭირდება იმისთვის, რათა გაარკვიოს, შეეფერება ახალგაცნობილი მამაკაცი, თუნდაც რაღაც კუთხით თუ არა. ჯერ მას თვალებში უყურებს, კეთილია თუ არა – თვალები ხომ ადამიანის სულის სარკეა. მთავარია, ამ სარკეში ჩახედვა და ანარეკლის დანახვა შეგეძლოს. ქალი აკვირდება და მაშინვე ამჩნევს ყველაფერს: როგორ აცვია კაცს, ჭკვიანია თუ არა, როგორი ხელები და როგორი მანერები აქვს.

სიყვარულს აქვს ფერი. მაგალითად, წითელი ნამდვილად სიყვარულთან ასოცირდება. ზოგიერთი ფსიქოლოგი იმასაც ამტკიცებს, რომ წითლებში ჩაცმული ქალი კაცისთვის გაცილებით მიმზიდველია.

წარმოიდგინეთ, ქალებიც კი მეტ ყურადღებას აქცევენ მამაკაცს, რომლის ჩაცმულობაშიც წითელი ფერი ჭარბობს. მაგრამ, მთლად წითელიც ვერ იქნება სიყვარული. შეუძლებელია, ის საკუთარ თავში არ აერთიანებდეს ვარდისფერს, იისფერს, იასამნისფერს...

თუ მამაკაცს შეეკითხებით, რა ფერის საცვლებშია ქალი უფრო სექსუალური – წითელში თუ შავში, ის, სავარაუდოდ, გიპასუხებს, რომ შავში, მაგრამ, ეს სიყვარულის საწინააღმდეგოდ არ მეტყველებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში „მიზიდულობის ძალა“ ვნება უფროა, ვიდრე სიყვარული და ჩვენც წითლებში მამაკაცებისთვის – მხოლოდ მათთვის გამოვეწყობით ხოლმე...

 

ეძებე სიყვარული!

 

სად ვეძებოთ სიყვარული? – გააჩნია, ამის მოთხოვნილება რა დოზით გაქვთ. ჭეშმარიტად გჭირდებათ გრძნობა, რომელიც არც ისე ადვილად მოსავლელი და მოსაფრთხილებელია? თუ სიყვარული მხოლოდ ვალენტინობის დღეს გახსენდებათ, როცა თქვენი მეგობრები წითელ გულებსა და სხვადასხვა სუვენირს იღებენ საჩუქრად, მაშინ, კიდევ დიდხანს ვერ იპოვით მას. ამიტომ, ჯერ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ, რას აკეთებთ იმისთვის, რომ ვალენტინობა თქვენთვისაც დღესასწაული იყოს. გულზე ხელდაკრეფილი ჯდომა და წუწუნი, რომ სიყვარული გინდათ, მაგრამ არ მოდის, ცუდი მრჩეველია.

ეძებეთ სიყვარული, ოღონდ, ეძებეთ გულწრფელად, მონდომებით და დაუზარელად. უკან არ დაიხიოთ და წინააღმდეგობამ არ შეგაშინოთ. სიყვარული მოდის მაშინ, როცა მის შესახვედრად გახსნილი ხართ და მზად ხართ...

სიყვარულის პოვნა ყველგან შეიძლება, ქუჩაშიც კი. მას არ აშინებს არც დრო და არც მანძილი. ანგრევს სტერეოტიპებს (ზოგჯერ, ჩვენც გვანგრევს), ალღობს ყინულს და ანთებს მზეს. წვიმიან ამინდშიც კი გუნებას გიხალისებს... ერთი სიტყვით, ღირს ლოდინადაც, ძებნადაც და წვალებადაც... ასე რომ, ეძებეთ!

 

скачать dle 11.3