კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა ატაროთ ტანსაცმელზე დაკერებული ხისგან საკუთარი ხელით გამოთლილი ღილი და რაში გვეხმარება დაბადების მომენტში ჩვენს სახელზე დარგული მცენარე

 

 უძველესი დროიდან არსებობს მოსაზრება, რომ მრავალწლიან ხეებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ და მათი მოჭრა ადამიანისთვის განსაკუთრებულად საშიში და  ზიანის მომტანია. ასევე, როგორც ეზოთერიკოსი და პარაფსიქოლოგი, ქალბატონი მანანა ამბობს, ყველა ადამიანს თავისი მფარველი და მკურნალი ხე ჰყავს და, მასთან ჩახუტებით, ხშირი კონტაქტითა და სიახლოვით, თქვენს ორგანიზმს სიცოცხლითა და ჯანმრთელობით აზღვევთ. ასევე, არსებობს ძველი ეზოთერიკული წესები და კანონები, რომელთა გათვალისწინება ბევრი უარყოფითი შედეგისგან დაგიცავთ.

მანანა: დედამიწაზე იმ მისიით ვართ მოვლენილნი, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, ამით ხელი შევუწყოთ ჩვენსავე მომავალს და გარშემო მყოფების ცხოვრებაც სასიკეთოდ შევცვალოთ. ამიტომ, როდესაც ადამიანებს ჩემს გამოცდილებასა და ეზოთერიკულ თუ პარაფსიქოლოგიურ ცოდნას ვუზიარებ, ვხვდები, რომ ამით მათთვის სიკეთე მომაქვს, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მინდა გითხრათ, რომ ხეებს უდიდესი ენერგეტიკა აქვთ და მათთან კონტაქტი სასიცოცხლო ენერგიით გვავსებს, ორგანიზმს გვიჯანსაღებს, გვარიდებს უარყოფით ენერგიებს და ასე შემდეგ. ეს განსაკუთრებით ეხება მრავალწლიან ნარგავებს. ამიტომ, ახლა, როცა გაზაფხული დადგა და ბუნებაც იღვიძებს, აუცილებელია, ის ენერგეტიკა, რომელიც დედამიწის სიღრმეებიდან ხეებს ფესვებით გადაეცემა, ჩვენც გავიზიაროთ. ამისთვის კი გირჩევთ, ხშირად გახვიდეთ ბუნებაში, დაჯდეთ ხის ძირში, მოეხვიოთ მრავალწლიან ნარგავებს და ამით ზამთარში დაქვეითებული სასიცოცხლო ენერგიები შეივსოთ. ეს  სულაც არ არის ზღაპარი, როგორც ზოგს ჰგონია. დამერწმუნეთ, ამით თქვენს ორგანიზმს ძალიან დაეხმარებით და დიდ სარგებელსაც მოუტანთ. ვინც წინაპრების გამოცდილებას იზიარებს, კარგად იცის, რომ, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ხის მოჭრა ძალიან საშიშია და ამით საკუთარ ბედს უქმნის საფრთხეს. უძველესი დროიდანაა ცნობილი, რომ ხეებს შეუძლიათ ჯანმრთელობის, ბარაქის, კეთილდღეობისა და დღეგრძელობის საქმეში წარმატების მოტანა; ავადმყოფობისგან დაცვა და განკურნება, გათვალვისა და ჯადოს აცილება და ასე შემდეგ. ადრე, ბავშვი რომ დაიბადებოდა, მის სახელზე ოჯახის მამაკაცი აუცილებლად რგავდა ხეს და მიაჩნდათ, რომ სწორედ ის ხე იყო მისი მფარველი, დამცველი და ბოროტი ძალების ამცილებელი. ბავშვი რომ იზრდებოდა, ამ ხესთან უნდა ჰქონოდა ხშირი შეხება და ისიც დაიცავდა მას, ენერგიით აავსებდა. ხოლო, თუ მას ვინმე მოჭრიდა, უბედურება გარდაუვალი იყო. ეს ძველი ტრადიცია გახლდათ, რომელიც, სხვათა შორის, საქართველოს ზოგიერთ სოფელში დღემდე შემორჩენილია. ადამიანის სახელზე დარგული ხის მიზანი და ამოცანაა, დაიცვას კონკრეტული პიროვნება ბოროტი ძალებისგან, გადასცეს მას თავისი ძალის ნაწილი და იხსნას შესაძლო უბედურებისგან. ასევე, ამ ხის ტოტისგან თლიდნენ პატარა ღილს და აკერებდნენ ბავშვის ტანსაცმელს. ითვლებოდა, რომ ეს ღილი მისი ბედნიერების მომტანი თილისმა იყო, ბოროტი ადამიანი მას ვერაფერს დააკლებდა, ბედიც გაუღიმებდა და ცხოვრებაშიც იღბლიანი იქნებოდა. ზოგადად კი, ადამიანები და მათი დაბადების მომენტში მათ სახელზე დარგული ასეთი მფარველი ხეები, ერთმანეთთან შეერთებულნი და დაკავშირებულნი არიან უხილავი ბედის ძაფებით. ამიტომ, თუ ხე კარგად ხარობს, ადამიანიც ბედნიერია, ხოლო თუ ნელ-ნელა იწყებს ხმობას, მაშინ, რაღაც საფრთხე უახლოვდება მის სულიერ „ორეულს“. 

– ხშირად მსმენია ეზოთერიკოსებისგან, რომ მცენარეებს ასტრალური ძალა აქვთ. ეს რას ნიშნავს?

– დიახ, ეს სრული სიმართლეა, მცენარეებს ნამდვილად აქვთ ასტრალური ძალა. რაც ადამიანმა უნდა იცოდეს და თავის სასიკეთოდ გამოიყენოს. მაგალითად, გირჩევთ, ტყეში ხეს მოაჭრათ პატარა ტოტი და მისგან საკუთარი ხელით გამოთალოთ ღილი. მიაკერეთ ის თქვენს ტანსაცმელს და ატარეთ. მალე მიხვდებით, რომ თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ძვრები დაიწყება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მზის ჩასვლის შემდეგ არ უნდა დააკეროთ ტანსაცმელს ღილი, არ ვარგა ნემსისა და მაკრატლის ხმარებაც. ასე რომ, ღამის საათებში ფრჩხილების მოჭრას, რაიმეს გაჭრას, შეკერვასა და დაკერებას მოერიდეთ. ასე ბევრ უსიამოვნებას აიცილებთ თავიდან. ესეც უძველესი ეზოთერიკული კანონია და ამასაც განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოთ. მაგრამ, თუ ბედს ხარ მინდობილი და ამბობთ: რაც მიწერია, არ ამცდებაო, მაშინ, ნუღარც დაიწუწუნებთ, რომ წარუმატებელი და უიღბლო ხართ. ადრე პატარა ბავშვს აუცილებლად ხის კოვზიდან აჭმევდნენ საჭმელს და ითვლებოდა, რომ ამით მას ჯანმრთელობას უბევებდნენ სამომავლოდ, საკვები პროდუქტიც ადვილად შეითვისებოდა ორგანიზმის მიერ და ალერგიის ან მოწამვლის ალბათობაც გამორიცხული იყო. ასეთ ხის კოვზებს ახალდაბადებულ ბავშვებს ბაბუა უთლიდა და ის მასში მამაკაცურ სიძლიერესა და ხის ენერგეტიკას დებდა.

– ხის სამკაულების ტარებას მსგავსი დატვირთვა გააჩნია?

– რასაკვირველია. თუ ხისგან დამზადებულ სამკაულებს ატარებთ, ის თქვენს წინსვლას შეუწყობს ხელს და გათვალვისგან და ავი მზერის შესაძლო უარყოფითი შედეგებისგან დაგიცავთ. გათვალვის საწინააღმდეგოდ ხის სამკაული ერთ-ერთი უძლიერესი დამცველია. ტყუილად როდი ვახსენე გათვალვა და ავი მზერა. ადამიანის მზერაში ბევრი რამის ამოცნობა შეიძლება. მაგალითად, ბევრი ამბობს, რომ კონკრეტულ ადამიანთან შეხვედრა ცუდად აქვს დაცდილი, რადგან ის იმ დონეზე ახდენს მასზე ზემოქმედებასა და გათვალვას მზერით, რომ იმ დღეს უსიამოვნება გარდაუვალია. 

– გარდა ამისა, კიდევ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს გათვალვამ?

– არსებობს, ასევე, გათვალვებით გამოწვეული სხვა უსიამოვნებებიც, მაგალითად: უბედური შემთხვევა, ნერვული შეტევა, წარუმატებლობა, უიღბლობა და ასე შემდეგ. აგრეთვე, სიკვდილის კოდი, რომელიც ყველა ჩვენგანშია ჩადებული, წყევლისა და მზერის მეშვეობით ადვილად და სწრაფად იწყებს მოქმედებას. თვალიდან წამოსულ ძლიერ გამოსხივებას ადამიანის ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლა, უბედურების ან ბედნიერების მოტანაც შეუძლია. ასე რომ, ვინც რა უნდა თქვას, დამიჯერეთ, ავი თვალიც არსებობს, ადამიანებისგან არც წყევლა წაგვადგება სასიკეთოდ და გათვალვაც რეალურად შესაძლებელია.

– სიკვდილის კოდი ახსენეთ...

– დიახ, ვახსენე. ის ადამიანში დაბადების მომენტში იდება და, შესაძლოა, ადამიანის უდროო და უცაბედი სიკვდილი გამოწვეული იყოს მისი წინაპრის მიერ ჩადენილი ცოდვის, წყევლის, ძლიერმოქმედი ჯადოს ან გათვალვის შედეგად. აი, სწორედ ეს ვიგულისხმე. ამას ზოგი ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი „მემკვიდრეობით გადაცემულ წყევლასაც“ უწოდებს, რომელიც ძალიან საშიშია. წყევლა და გათვალვა კი, ძლიერი პროგრამის წყალობით, სამი თაობიდან ცხრა თაობამდე გადადის და მუშაობს უარყოფითად. ხოლო, სიკვდილის კოდი, რომელიც ავი მზერისგან კიდევ უფრო აქტიურდება, ადამიანზე მომაკვდინებლად მოქმედებს და ანადგურებს მას როგორც ფიზიკურად, ასევე, მორალურადაც. იცით, როგორ უნდა მიხვდეთ, რომ გაგთვალეს?

– როგორ?

– როგორ და, გათვალულ ადამიანს ეწყება შიშები, თავის ტკივილები, ხშირი მთქნარება, თავს სუსტად გრძნობს, ბედში კი ძალიან წარუმატებელია. დაკვირვებული ვარ, ხშირად გათვალვის მსხვერპლი, ლამაზი და წარმატებული ადამიანი ხდება. ამიტომ, გირჩევთ, იმ ადამიანთან, ვინც შედარებით შეუხედავია, უიღბლო და წარუმატებელია, მოერიდეთ გულის გადაშლას და ხშირ შეხვედრებს, რომ მისგან არ წამოვიდეს შური და არ გახდეთ მისი ავი მზერის უნებლიე მსხვერპლი. 

 

 

скачать dle 11.3