კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ღმერთმა არაკაცური საქციელის გამო დამსაჯა
ბრაზილიური თუ ვენესუელური სერიალების ერთ-ერთ მთავარ თემას – სიძეებისა და ცოლისდების სასიყვარულო ურთიერთობას, ან, საბოლოო ჯამში, დაქორწინებას – ჩვენი საზოგადოება ერთხმად აღშფოთებით გმობს და დარწმუნებულია, რომ საქართველოში ასეთი რამ არც მომხდარა და არც მოხდება. თუმცა, სამწუხაროდ, უნდა გავაწბილო ეს ადამიანები და ვუთხრა, რომ ასეთი რამ, მართალია, იშვიათად, მაგრამ საქართველოშიც ხდება, ოღონდ, მცირეოდენი განსხვავებით. ამას ასე დარწმუნებით იმიტომ ვამბობ, რომ მე თვითონ მოვიქეცი სერიალის გმირივით, რასაც ახლა ძალიან ვნანობ, მაგრამ, თავიც რომ მოვიკლა, დროს უკან ვერ დავაბრუნებ. ძალიან ვნანობ, რომ ასე წავიდა ჩემი ცხოვრება და, რადგან ვერაფრით ვერ გავექეცი საკუთარ თავს, გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა (სახელებს, რა თქმა უნდა, ვცვლი).
სკოლა რომ დავამთავრე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა და კერძო მასწავლებლები არ მყოლია, თავი მოვიკალი მეცადინეობით და პირველივე წელს მოვეწყვე უნივერსიტეტში. რადგან სიღარიბეში გავიზარდე და ყოველთვის ყველაფერი მაკლდა, გადაწყვეტილი მქონდა, კარიერა გამეკეთებინა და შეძლებული ოჯახიდან გამოსული გოგო შემერთო ცოლად, რომ ჩემს შვილებს ყველაფერი ჰქონოდათ.
პირველ კურსს რომ ვამთავრებდით, ჩემმა ჯგუფელმა ეკამ დიდი დაბადების დღე გადაიხადა აგარაკზე და თითქმის მთელი კურსი დაგვპატიჟა. შეძლებულ ოჯახებში ნამყოფი არ ვიყავი და თვალი მომჭრა სამსართულიანი სახლის ბრწყინვალებამ. იმ დღეს სხვა თვალით შევხედე ეკას (მანამდე ის მხოლოდ რიგითი თანაკურსელი იყო და ყურადღება არასდროს მიმიქცევია, რადგან, ერთი ჩვეულებრივი, შეიძლება ითქვას, საშუალოზე ნაკლები გარეგნობის გოგო იყო), მეორე დღიდან კი აჩრდილივით ავეტორღიალე, გასაქანი არ მივეცი და თავი შევაყვარე. როცა გავიგე, რომ ჰყავდა მხოლოდ რვა წლით უმცროსი და (ანუ, ძმა არ ჰყავდა და, შესაბამისად, ოჯახის მთელი ქონება ორ დას შორის თანაბრად გაიყოფოდა), ეკასადმი ინტერესი უფრო გამიძლიერდა. ორი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე კი რაღაცაზე წავიჩხუბეთ და დავშორდით, უფრო სწორედ, მე ისევ ვცდილობდი მასთან დაახლოებას, მაგრამ ის ახლოსაც არ მიკარებდა. ორი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ ეკას ნდობა და სიყვარული ხელახლა მომეპოვებინა. როგორც იქნა, აღვადგინე მასთან ურთიერთობა და საკმაოდ შორს მიმავალ გეგმებსაც ვსახავდი. ეკას მშობლებმა იცოდნენ ჩემი არსებობის შესახებ, მაგრამ პირადად გასაცნობად არ მივსულვარ მათთან.
ამასობაში მე და ეკამ ინსტიტუტი დავამთავრეთ და ერთად დავიწყეთ მუშაობა. უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, ეკა თავისმა ახლობელმა მოაწყო ერთ სოლიდურ ფირმაში და მერე მეც თავი მოვიკალი, სანამ იმავე ფირმაში არ ვიშოვე სამსახური. სულ ვეუბნებოდი ეკას, როდის უნდა გამაცნო მშობლები, ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დავქორწინდეთ, ასე როდემდე ვიაროთ-მეთქი. მითხრა, ერთ თვეში ჩემი დაბადების დღეა, არავის არ დავპატიჟებ, მარტო შენ მოდი და ჩემებს გაგაცნობო. მართლაც, დათქმულ დღეს კარგად გამოვეწყვე, ვიყიდე ვარდების თაიგული და ფრანგული სუნამო და ეკასთან წავედი. საკმაოდ ვნერვიულობდი და ზარი აკანკალებული ხელით დავრეკე, თან წინასწარ ვიმეორებდი ტექსტს, რომელიც შესვლისთანავე უნდა მეთქვა, მაგრამ, კარი რომ გაიღო, ეკას ნაცვლად 15-16 წლის ანგელოზი დავინახე, რომელმაც გამიცინა და ეშმაკურად მითხრა, მობრძანდი, ბატონო სიძეო. ეს იყო ეკას და, რომლის სილამაზემ ენა წამართვა და გონება დამიხშო. იქ ერთ საათზე მეტხანს არ გავჩერებულვარ და მთელი ამ ერთი საათის განმავლობაში ხმა ვერ ამოვიღე. ვიჯექი სოფლის პატარძალივით თავჩაღუნული და დაბნეული, მხოლოდ „ჰოს“ და „არას“ ვამბობდი. ბოლოს ბოდიში მოვუხადე ყველას, ძალიან ცუდად ვარ-მეთქი და წამოვედი. მართლა ცუდად ვიყავი, რადგან ერთი ნახვით უგონოდ შემიყვარდა ეკას და, თუმცა, ვიცოდი, რომ ბევრი მიზეზის გამო მასზე ოცნებაც კი არ შემეძლო. მაგრამ, ვეღარც ეკას შევირთავდი ცოლად, რადგან, მაშინ, თინანო სულ ჩემ თვალწინ უნდა ყოფილიყო და ამას ვერ გავუძლებდი.
ჩემი საქციელის გამო ეკა ისევ გამებუტა (რაც, სხვათა შორის, ძალიან გამიხარდა) და კარგა ხანი გავიდა ისე, რომ ერთმანეთს არც კი შევხმიანებივართ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვებრძოდი თავს, მაგრამ მაინც სულ თინანოზე ვფიქრობდი, მინდოდა, თავიდან და გულიდან ამომეგდო მისი სახე, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი გეგმები მეფუშებოდა. ერთ დღეს კი შემიჩნდა ეშმაკი და თინანოს სკოლასთან დავხვდი. საკმაოდ ცივად შემხვდა და დამადანაშაულა, ჩემს დას ცუდად მოექეცი და შენი დანახვაც არ მინდაო. მე კი, თავის მართლების ნაცვლად ვუთხარი, ამის მიზეზი შენ ხარ, რადგან, დანახვისთანავე შემიყვარდი-მეთქი. თინანო წამით გაოგნდა, მერე კი ისეთი გამილაწუნა სახეში, თვალებიდან ნაპერწკლები გადმოვყარე. წესით, უნდა მოვბრუნებულიყავი და ჩემს გზაზე წავსულიყავი, მაგრამ, ამის ნაცვლად თინანოს გავეკიდე და ვეხვეწებოდი, მოესმინა ჩემთვის. მან კი სასტიკად ამიკრძალა მის სიახლოვეს გამოჩენაც კი და დამემუქრა, თუ თავს არ დამანებებ, შენს თავს ვაცემინებო. მცემეს კიდეც, თანაც, არაერთხელ, მაგრამ, მაინც არ მოვეშვი და დაახლოებით წელიწად-ნახევარში, თინანოს სკოლის დამთავრების აღსანიშნავი ბანკეტის შემდეგ, გავიპარეთ. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, თინანოს ოჯახი გაგვინაწყენდა, მაგრამ, შვილი რომ გაგვიჩნდა, შეგვირიგდნენ. ჩემს მშობლებს პატარა და მოუწყობელი ბინა ჰქონდათ, სადაც ბავშვის გაზრდა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. დაქირავებულ ბინაში კი ცალკე ვერ ვიცხოვრებდით, რადგან ჩემი ცოლი ბავშვს მარტო ვერ მოუვლიდა, სიმამრმა თვითონ შემოგვთავაზა, უზარმაზარი ბინა მაქვს და ჩვენთან იცხოვრეთო. მე სინდისის ძაფი უკვე გაწყვეტილი მქონდა და დავთანხმდი. მართალია, თავიდან გამიჭირდა ყოველდღე ეკასთვის მეყურებინა, მაგრამ, მერე ამასაც შევეჩვიე. ასე გავიდა ხუთი წელი. როცა კარგად მოვშინაურდი და სიდედრ-სიმამრის ნდობა მოვიპოვე, სიტყვა ჩავაგდე, მე და თინანოს ცალკე გვინდა ცხოვრება და ბინა გვჭირდება-მეთქი. სიმამრი დამთანხმდა და მითხრა, ამას ისედაც ვაპირებდი, მაგრამ, ახლა ფული არ მაქვს. თუ შეგიძლია, რომ ვინმესგან ისესხო ან ბანკიდან გამოიტანო კრედიტი, ვიყიდოთ ბინა და ფულს რამდენიმე თვეში დაგიბრუნებთო. გახარებულმა, ნაწილი მევახშისგან ვისესხე, ნაწილი ბანკიდან გამოვიტანე და ბინა ვიყიდეთ, მაგრამ, სიმამრმა კაპიკიც არ დამიბრუნა, რადგან, აღმოჩნდა, რომ თვითონაც ყელამდე ვალებში ყოფილა და მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება ბანკში ჰქონია ჩადებული. ბოლოს ისე მოხდა, რომ ბანკმა ყველაფერი წაართვა და თინანოს მშობლები ჩვენთან გადმოვიდნენ საცხოვრებლად, რადგან წასასვლელი აღარსად ჰქონდათ. ეკა კი გათხოვდა და ქმართან ერთად გერმანიაში წავიდა სამუშაოდ. ასე ჩაიფუშა ჩემი გეგმები და, გამდიდრების ნაცვლად, ჩემი სიმამრის წყალობით, იმხელა ვალებში ვარ ჩავარდნილი, ჯეკპოტის მოგების მეტი არაფერი მიშველის. გამოგიტყდებით, რომ აღარც ცოლი მიყვარს, რადგან, ერთი ქარაფშუტა, გატუტუცებული, პრეტენზიული და უხასიათო გოგო აღმოჩნდა.
ასე დამსაჯა ღმერთმა და ახიც არის ჩემზე. ახლა უფრო მძაფრად ვხვდები, რომ არაკაცურად მოვიქეცი და იმიტომ აღმოვჩნდი ამ დღეში.
ლექსო, 30 წლის.

როდის გახდა ჩემი ქმარი ეჭვიანი
მე და ჩემმა ქმარმა რვა წელი ისე ვიცხოვრეთ ერთად, ერთხელაც არ უეჭვიანია და, აქედან გამომდინარე, არაფერში შეზღუდული არ ვიყავი: ყველგან მიშვებდა; ჩემს მეგობრებს კარგად ხვდებოდა; ჩემთან სახლში თანაკლასელი, თანაკურსელი და თანამშრომელი ბიჭებიც ისევე თავისუფლად მოდიოდნენ სტუმრად, როგორც გოგოები. ამიტომ ლევანი ყველას ძალიან უყვარდა, გოგოებს კი, შემიძლია, ვთქვა, რომ შურდათ, რადგან, მათ უმრავლესობას თუ ძალიან ეჭვიანი არა, საკმაოდ უხასიათო ქმრები ჰყავდათ და ამიტომ სულ მე შემომნატროდნენ. არც მე ვზღუდავდი ქმარს – არასდროს არც ერთ ქალზე გულშიც კი არ მიეჭვიანია. ეს ურთიერთობა ჩვენ შორის ბუნებრივად ჩამოყალიბდა და ისე შევეჩვიე ასეთ შინაგან თუ გარეგან თავისუფლებას, რომ, ერთ დღეს, როცა ლევანმა ცოტა წარბის აწევით მკითხა, ის კაცი ვინ იყო, ქუჩაში მთელი საათი რომ ელაპარაკებოდიო, ისე გამიკვირდა, პასუხის გაცემაც ვერ მოვახერხე და სწორედ ამას მოჰყვა პირველი სერიოზული სცენა – რა ენა ჩაგივარდა, არ ითქმევა, ვინ იყოო?! ეს წყენა ვერა და ვერ გადავყლაპე, რადგან, ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და ქმარს, პრაქტიკულად, გავებუტე, იმ იმედით, რომ მიხვდებოდა თავის შეცდომას და ბოდიშს მომიხდიდა. მაგრამ, ამის ნაცვლად, ეჭვიანობის სცენები თანდათან გაახშირა და ბოლოს იქამდე მივიდა, რომ ყოველ ნაბიჯს მიკონტროლებდა, ტელეფონზე ლაპარაკისას გვერდით მიჯდებოდა და დაუფარავად მიგდებდა ყურს, ჩემთან მოსულ მეგობრებს კი, პრაქტიკულად, დაკითხვებს უწყობდა. ამ ყველაფერმა ის შედეგი გამოიღო, რომ ჩემი სახლიდან ყველამ ფეხი ამოიკვეთა, ჩემს სამეგობროში კი ერთი მამაკაციც აღარ დარჩა წამლად. ცხადია, ასეთმა დამოკიდებულებამ ჩვენი ურთიერთობაც საგრძნობლად გააფუჭა და ძალიან მალე მისდამი ჩემი სიყვარულიდან აღარაფერი დამრჩა.
მე ნამდვილად არ მინდოდა ოჯახის დანგრევა და ძალიან ვცდილობდი, გამერკვია და დამედგინა, რა იყო ლევანის ასეთი შეცვლის მიზეზი. რა არ ვიფიქრე, ისიც კი დავუშვი, ჩემთვის უცნობმა ვინმემ, უხილავმა მტერმა, ჩემზე რამე ცუდი ხომ არ უთხრა-მეთქი. ვკითხე კიდეც, მაგრამ, პასუხი ვერ მივიღე. მერე ისიც კი გავიფიქრე, ნაადრევი კლიმაქსი ხომ არ დაეწყო ან რაიმე სხვა მიზეზის გამო ფსიქიკური პრობლემები ხომ არ გაუჩნდა-მეთქი, მაგრამ, ვერც ეს დავადგინე. მოკლედ, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდი. მხოლოდ მაშინ მექცეოდა წესიერად და არ მერჩოდა, თუ დარწმუნებული იყო, რომ მთელი დღე სახლიდან არ გავსულვარ და ტელეფონით არავის დავლაპარაკებივარ. მე კი ვცდილობდი, რომ ზედმეტად არ გამეღიზიანებინა, მაგრამ, ისე როგორ უნდა მეცხოვრა წლების განმავლობაში, რომ მეზობელ მამაკაცს არ მივსალმებოდი?!
ერთხელ ჩემი დაქალი მოვიდა ჩემთან (მან არ იცოდა ლევანის „ოფოფების“ ამბავი) და ნამტირალევი რომ მნახა, გადამეკიდა, რა მოგივიდაო. კი მრცხვენოდა, მაგრამ, ისე ვიყავი გამწარებული, ყველაფერი მოვუყევი და ვუთხარი, მგონი, ფსიქიატრთან მყავს წასაყვანი-მეთქი. მაკო ცოტა ხანს ჩუმად იყო და მერე მითხრა, მე ვიცი, რაც არის შენი ქმრის ასეთი შეცვლის მიზეზი, მაგრამ, არ ვიცი, გითხრა თუ არა, რადგან, არ მინდა, ჩემზე ნაწყენი დარჩე, მით უმეტეს, რომ, არ დაიჯერებ ჩემს ნათქვამსო. გადავეკიდე, მითხარი, არ მეწყინება-მეთქი. ძალიან დიდი ორჭოფობის შემდეგ მითხრა, მისი ასეთი შეცვლის ერთადერთი მიზეზი უნდა არსებობდეს – გათხოვილი ქალი ჰყავს საყვარლად და შენ მიმართ ეჭვიანი იმიტომ გახდაო. გამოგიტყდებით, არც დავიჯერე და მეწყინა კიდეც, მაგრამ, მაკომ მითხრა, თუ არ გჯერა, პატარა დაზვერვა ჩავატაროთო. დავუჯერე და მეორე დღიდან ჩუმად დავუწყე თვალთვალი: ყურს ვუგდებდი (ისე, რომ თვითონ ვერ მიმხვდარიყო) მის სატელეფონო საუბრებს, ვიქექებოდი მის მობილურში, ჩუმად ტაქსით მივყვებოდით (მე და მაკო) უკან და მობილურით სურათებს ვუღებდი, თუკი ვინმეს ხვდებოდა. პირველი სამი-ოთხი დღის განმავლობაში ვერაფერი დავადგინე და, ის იყო, გადავწყვიტე, ტყუილად ვიღლი თავს-მეთქი, რომ, ერთ საღამოს, როცა ლევანი აბაზანაში შევიდა და მობილური სამზარეულოში დარჩა, მის ტელეფონში მოსული ბოლო მესიჯი წავიკითხე: „ჩემი ქმარი სამი დღით გაემგზავრა. მომენატრე. ხვალ ჩემთან გელოდები. ნელიკო“. მაშინვე დავადგინე იმ ნელიკოს ტელეფონის ნომერი, ჩემს მობილურში ჩავიწერე და ლევანის ტელეფონი ისევ იქ დავდე, სადაც თვითონ დატოვა. აბაზანიდან რომ გამოვიდა, მკითხა, ჩემთან ხომ არავის დაურეკავსო. არ ვიცი, ბავშვთან ვიყავი ოთახში გასული-მეთქი. იწრიალა, იწრიალა და უცებ გიჟივით წამოხტა – გივიმ (თავისი ძმაკაცია) დამირეკა, ცუდად ვარო და მასთან უნდა წავიდე, ეგებ რა უჭირსო. არადა, არავის დაურეკავს. ხმა არ ამომიღია. მანაც, ისარგებლა ამით, გამოიპრანჭა და გავარდა. რა თქმა უნდა, ღამით სახლში აღარ დაბრუნებულა. მეორე დილას მოვიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და სამსახურში წავიდა. საღამოს ისევ ტანსაცმლის გამოსაცვლელად მოვიდა სახლში და, სანამ რამეს იტყოდა, მე დავასწარი – მამაჩემია ცუდად და უნდა მივაკითხო. შეიძლება, ამაღამ იქ მომიწიოს დარჩენა-მეთქი. ჯერ მიყვირა – ხომ იცი, ვერ ვიტან, როცა ღამით სახლში არ ხარო. მე წყნარად ვუპასუხე, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, სად ვიქნები, შენ ხომ ისევ გივის მოსავლელად მიდიხარ-მეთქი. ვინ გივის მოსავლელადო – დაიბნა უცებ. შენი ძმაკაცის, რომელთანაც წუხელ წახვედი, თუმცა, თვითონ გივი თბილისშიც კი არ ყოფილა, დღეს დაგირეკა ბათუმიდან და მოგიკითხა-მეთქი. ისე დაიბნა, შემეცოდა. მერე დათმობა გადაწყვიტა და მითხრა, კარგი, წადი მამაშენთან, ოღონდ, ბავშვიც თან წაიყვანეო. ბავშვი რომ წავიყვანო, მამაჩემს როგორღა მივხედო, ამაღამ შენ მოგიწევს ბავშვთან დარჩენა-მეთქი, ვუთხარი და ჩაცმა დავიწყე. ჩაფიქრებული მქონდა, პატარ-პატარა ჩამჭრელი სცენები მომეწყო, მაგრამ, ვეღარ „გავქაჩე“. კარგად გამოვიპრანჭე ჩაცმა-დახურვიან-მაკიაჟიანად, დავენახვე ლევანს და ღიმილით ვკითხე – მე უფრო ლამაზი ვარ თუ ნელიკო-მეთქი. კინაღამ ინფარქტი მიიღო. ისე ცუდად გახდა, კინაღამ სასწრაფოს გამოძახება დამჭირდა. ცოტა გონს რომ მოვიდა, ვუთხარი, ხვალ გაყრაზე შემაქვს განცხადება და აწი შენი ეჭვიანობის სცენები შენს ბოზანდარა ნელიკოს მოუწყვე. მე კი საერთოდ თავი დამანებე, შენზე უკეთეს კაცს ცხრას ვიშოვი. შენ ჩემი რა ღირსი ხარ, ნელიკოსნაირი ბოზი უნდა გეჯდეს ცოლად და დღეში ცხრა წყვილ რქას გადგამდეს-მეთქი. თავიდან ხმა ვერ ამოიღო. მკვდარივით იდო სავარძელში გალურჯებული, მერე მიმქრალი ხმით მკითხა, მართლა რას აპირებო. ნელიკოს ქმარი უნდა გავიცნო, იქნებ მომეწონოს და, ძალიან რომ არ გაწვალოთ და დაგახარჯიანოთ შენ და შენი ნაშა, ეგებ, „ჩეინჯი“ გავაკეთოთ-მეთქი, ვუთხარი და კარი გავიხურე.
მეორე დღეს მართლა შევიტანე განცხადება გაყრაზე. მაკომ კი ჩემ ჩუმად ნელიკოს მისამართი გაიგო, მისი ქმარი ნახა და ყველაფერი უამბო. მაგრამ, ის ჩემს ქმარზე უარესი ნაგავი აღმოჩნდა: მაკოსთვის უთქვამს, ვიცი, მაგრამ, ვერ გავეყრები, რადგან, ძალიან მიყვარსო. ყველაფერს მოველოდი, ასეთი პასუხის გარდა, მაგრამ როგორც ჩანს, სამივე ერთმანეთის შესაფერისია და ღმერთმა შეარგოთ ერთმანეთი. მე კი ქმარს გავეყარე და შვილსაც არ ვანახვებ. ბავშვს ვეუბნები, მამაშენი ამერიკაში წავიდა-მეთქი, სინამდვილეში კი იმ ნელიკოს ქმარს დაუძმაკაცდა. მთლად ერთად არ ცხოვრობენ, მაგრამ, ბევრიც არაფერი უკლიათ. მეტის ღირსები არც არიან.
ელა, 32 წლის.

скачать dle 11.3