კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას არ თანხმდება კახა ცისკარიძე და რატომ დაემსგავსა თიკო სადუნიშვილი გიჟს

 14 მარტს „იმედის” ეთერში იწყება ახალი სატელევიზიო შოუ – „ცეკვავენ ვარსკვლავები”, რომელშიც ძალიან ბევრი საინტერესო ცნობილი ქართველი მონაწილეობს, მათ შორის, თიკო სადუნიშვილი და კახა ცისკარიძე... ამ უკანასკნელის გამოჩენა მაყურებელს განსაკუთრებით გაუკვირდა მსგავსი ტიპის რეალურ შოუში.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია თიკო სადუნიშვილი
– ჩვენს პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით დასაწყისშივე მინდა გკითხო: სატელევიზიო პროექტებს დიდად არ სწყალობ და, რატომ მაინცდამაინც ეს შოუ?
– მართალი ხარ, ასეა. ამ თემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და ძალიან დიდხანს ვამბობდი უარს. შემდეგ გაირკვა, რომ ჩემი მეწყვილე თეა დარჩია უნდა ყოფილიყო, რამაც უდიდესი როლი ითამაშა ჩემს დათანხმებაში. ის არის ძალიან ცნობილი მოცეკვავე, ნაციონალური ბალეტის, სუხიშვილების პრიმა, რომელთან ცეკვის ბედნიერებაც, შეიძლება, ისე იცხოვრო, რომ არასდროს მოგეცეს. თუმცა, ამის შემდეგ მაინც ვფიქრობდი, ვყოყმანობდი, ვერ გადამეწყვიტა რა მექნა და, ბოლოს, ძალიან დიდი როლი შეასრულა ლელა წურწუმიამ – ბევრი იშრომა ჩემს დათანხმებაზე.
– რა იყო ის მიზეზები, რის გამოც ყველაზე მეტად არ გინდოდა დათანხმება?
– უამრავი ნიუანსი იყო. პირველი, რომ ძალიან ბევრი დრო სჭირდება, უამრავი სამუშაოა. ვმუშაობ ცალკე ახალი პროექტისთვის, „ხანუმებისთვის” ალბომს ვწერთ, ამის გამო საშინლად აჭრილი ვარ დროში და, პლუს, დაემატა ამ პროექტისთვის აუცილებელი რეპეტიციები.
– თეა დარჩია ახსენე. ნაციონალური ცეკვის ტურის გარდა, ძირითადად, იქნება თანამედროვე, სამეჯლისო ცეკვები. არ იწვევს ღიმილს შენში ფაქტი, რომ სამეჯლისო ცეკვებში  უნდა მოსინჯო ძალები?
– სიმართლე გითხრა, ძალიან სასაცილოა, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ საკმაოდ რთული და საინტერესოდ შესასრულებელია. აქ მაინც სანახაობაზეა აქცენტი, ამიტომ, არ მგონია, ცუდი გამოჩნდეს. მუშაობის დროს აღმოვაჩინე, რომ ურთულესი ყოფილა ეს ყველაფერი. შეიძლება, ადამიანს ეგონოს, რომ ცეკვის ნიჭი აქვს, მაგრამ, საერთოდ ვერაფერი გააკეთოს ამ მიმართულებით. გარდა ამისა, სამსახიობო ოსტატობაც სჭირდება. ესაა ღრმა შინაარსის მქონე ცეკვები, რომლებიც უნდა მოყვე სცენაზე.
– რამე შეხება გქონია ცეკვასთან, თუნდაც ბავშვობაში?
– კი, ბავშვობაში ქართულ ნაციონალურ ცეკვებს ვცეკვავდი. რამდენიმე წელი დავდიოდი ცეკვაზე, მაგრამ, რომ გითხრა, დღეს ეს რამეში მეხმარება-მეთქი, მოგატყუებ. მართალია, ცეკვის გამოცდილება სცენაზე მეხმარება მოძრაობის თავისუფლებაში, მაგრამ, ამ პროექტში სულ სხვა რაღაცეებია საჭირო. სულ სხვა რამაა ქართული ცეკვა და სულ სხვა – თანამედროვე.
– თეა გეხმარება?
– მხოლოდ და მხოლოდ დღეს დავიწყეთ რეპეტიცია. თეა გასტროლებზე იყო წასული. რომ ჩამოვიდა, ავად გავხდი და რამდენიმე დღე ვერ მივედი რეპეტიციაზე. აქედან გამომდინარე, პირველი შეხვედრა მხოლოდ დღეს გვქონდა (ინტერვიუ ჩაწერილია 7 მარტს, – ავტორი). დღეს იყო პირველი რეპეტიცია, რომელზეც არც მიცეკვია. ნაავადმყოფარი ვარ, საკმაოდ სუსტად ვგრძნობ თავს და, ამიტომ, უბრალოდ, ვუყურებდი და ვიმახსოვრებდი ილეთებს. ჯერ არ დაგვიდგამს არაფერი. თან, ცეკვა პირდაპირ ეთერში იქნება. ამიტომ, ამ დღეებში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მაყურებლის წინაშე მაიმუნები არ გავხდეთ. ზოგადად, მაიმუნობაა ეს ყველაფერი, მაგრამ, პროფესიონალურ დონეზე ხომ უნდა გაკეთდეს?!
– ამ ბოლო დროს მედიასაც არ სწყალობ დიდად. რატომ?  აღარაფერი გქონდა მოსაყოლი, ჟურნალისტებისგან იყავი იმედგაცრუებული თუ კიდევ რამე სხვა მიზეზია?
– პირველ ყოვლისა მიზეზი არის ის, რომ ვმუშაობ რაღაცეებზე, რაც ჯერ დასამუშავებელია და ფიარი უკვე მოგვიანებით დასჭირდება; მეორე კი ისაა, რომ ბევრმა ჟურნალისტმა ჩემთვის არასაინტერესო და მიუღებელ თემებთან გამაიგივა, როგორიც არის, მაგალითად, პოლიტიკა, რაც  ჩემში საშინელ პროტესტს იწვევს ჟურნალისტების მიმართ. არასწორი ინტერპრეტაციითა და მონდომებით მოდიან ჩემთან. ვინაიდან ჩვენ დიდ კონცერტებს ვპროდიუსერობთ, ეს მათი მხრიდან არასწორი და არაპროფესიონალური დასკვნების საფუძველი ხდება. აბსოლუტურად შეურაცდახები არიან იმასთან დაკავშირებით, რომ მთავარი და საინტერესო ამ ყველაფერში ჩემთვისაც და მათთვისაც შემოქმედებაა და არა კითხვები პოლიტიკაზე. გარდა ამისა, კიდევ ერთი მთავარი მომენტია – ჯერ მინდა, რაღაც გავაკეთო და მერე ვილაპარაკო ამაზე და არა პირიქით – ჯერ ვილაპარაკო და მერე ის არ გამოვიდეს. არის კონკრეტული შოუები, სადაც ინტერვიუებს ვთანხმდები თუ, ისინი მოდიან იმ წინადადებაზე, რომ ჩემი ახალი პროექტის წარდგენა მოხდეს სწორი ფორმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის მოვითხოვ ცოცხლად შესრულებას, რისი უზრუნველყოფაც ყველა გადაცემას არ შეუძლია. ამიტომ, ჩვენც იქ მივდივართ, ვინც ამ პირობებს აკმაყოფილებს.
– „კახაბერისა და ხანუმების” შესახებ მოგვიყევი, რატომ მალავ ამ გოგონებს,  უფრო სწორად, მათ ვინაობას, რა განვითარებით მიდის თქვენი საქმიანობა და, საბოლოო ჯამში, რა გინდა, მიიღო?
– მნიშვნელოვანია ამ პროექტის დანიშნულება, რაც გულისხმობს ნაციონალურ-რეგიონული ფოლკლორული ნაწარმოებების ახლებურ შეთავაზებას ჩემი ინტერპრეტაციით, იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს მანამდე არასდროს ყოფილა; იმ სივრცეებში, სადაც მისი შესრულება წარმოუდგენელიც კი იყო; პოპულარიზაცია ქართული ენის, სამოსელის, მოძრაობების, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. საინტერესო ფორმა მოვძებნეთ, რომელიც მისაღებია როგორც ქართველი, ისე უცხოელი მსმენელისთვის და ერთნაირად იწვევს აღტაცებას. რაც შეეხება გოგონებს, მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ, პირიქით მოსწონთ კიდეც ეს გადაწყვეტილება, რომ არა ინტერვიუებს და ხმაურიან სათაურებს. ასე უფრო თავისუფლად არიან და აკეთებენ თავიანთ საქმეს. ისინი არიან ძალიან მაგარი მუსიკოსები და შემსრულებლები.
– სად აღმოაჩინე „ხანუმები“?
– ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი მათ, იყო გაუთავებელი ქასთინგები. რა თქმა უნდა, არ განიხილებოდა საესტრადო შემსრულებლები, რადგან ამ პროექტს კონკრეტული დანიშნულება აქვს. ბოლოს, ისინი რუსა მორჩილაძის დახმარებით ვიპოვე. მის თანაკურსელს გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი აქვს და, სთხოვა, ამ ანსამბლის წევრები ქასთინგზე მოეყვანა. ამ ანსამბლში აღმოჩნდა სამივე გოგონა, უნიკალური ხმითა და შესაძლებლობებით. გარეგნობა, ხასიათი, შესრულების მანერა – ყველაფერი იდეალურად ჰქონდათ და აქვთ შერწყმული. მათ ნახვამდე კი დაახლოებით ოცდაათი-ორმოცი ქალბატონი მოვისმინე. მათი შერჩევის შემდეგ დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა. უამრავი ნათლია ჰყავს ამ პროექტს – ასე ვეძახი იმ ადამიანებს, ვისი მხრიდანაც, უბრალოდ, მოწონებაც კი, უკვე წარმატების მინიმუმ სამოცდაათი პროცენტი იყო.
– ახლა ალბომის კეთების რა ეტაპზე ხართ?
– ახალ კომპოზიციას ვამზადებთ, რომლის იდეაც გამიჩნდა და მას დიჯეი ჟორჟიკასთან ერთად ჩავწერთ, რაც უკვე საინტერესოა. სულ რაღაც ოთხი-ხუთი სიმღერა გვაქვს დარჩენილი, რომელთა დასრულებასაც ვფიქრობ დაახლოებით ზაფხულის ბოლოსკენ. ეს ძალიან რთული პროექტია, ისე არ ხდება, რომ სიმღერა ჩავწერეთ და მორჩა, ამის მერე კიდევ ძალიან ბევრი სამუშაოა. პარალელურად, კონცერტებსა და გადაცემებშიც ვჩნდებით, რაღაცეებზე კი უარს ვამბობთ. თანხაც არ არის ქართული რეალობისთვის ისეთი დაბალი, რომ ყველა შესწვდეს, ამიტომ, იქ ვმღერით სადაც ჩვენს ამ მოთხოვნას აკმაყოფილებენ.
– ვიღაცეები „კახაბერსა და ხანუმებს” ვერ სწვდებიან?
– დიახ და პრეტენზიაც არ უნდა ჰქონდეთ. ისეთი კატასტროფულიც არ არის ეს თანხა, რომ ვერ გადაიხადო – ერთი ჩვეულებრივი დიჯეის ჩამოყვანის ფასია. უბრალოდ, აქ უკვე გემოვნების საკითხია: რა გირჩევნია, ქართული პროექტი ფოლკლორითა და დიჯეური შესრულებით თუ ერთი კაცის ჩამოყვანა. რეკლამის ფორმაც განსხვავებული გვაქვს – ეს პროექტი არ გაფიარებულა არც კლიპით არც რეკლამებით. მასზე ინფორმაციის გავრცელება ხდება იმ ადამიანების მიერ, ვინც ამ შოუს დასწრებია. ერთგვარი სოციალური რეკლამაა: კლუბიდან გამოვიდა, მეგობრებს მოუყვა და მერე ისინი მოვიდნენ – ჯაჭვური რეაქციაა. რადგან ვხედავთ ძალიან დიდ სიყვარულს „ხანუმების“ მიმართ, ვცდილობთ, ჩქარ-ჩქარა შევქმნათ ახალი პროდუქტები.
 ინტერვიუ 2. ჟურნალისტია კახა ცისკარიძე
– საშენო პროექტი იწყება, სობჩაკისეული.
– სობჩაკისეულია ის პროექტი, სადაც ლაპარაკია. ეს ის პროექტია, სადაც იუმორი და სიმაწაკე არ იმარჯვებს და, სადაც, სამწუხაროდ, ენის იმედზე ვერ ვიქნები. მართალია, ცეკვასთან შორს არ ვარ, მაგრამ, ბალეტი და სამეჯლისო ცეკვები იმდენად შორს აღმოჩნდა ერთმანეთისგან, რომ ყველაფრის ნულიდან სწავლა მიწევს. ერთადერთი ისაა, რომ ილეთებსა და მოძრაობებს შედარებით იოლად ვიმახსოვრებ – ეს შეიძლება, ჩაითვალოს პრიორიტეტად. ათ წელზე მეტია, რაც ცეკვას თავი დავანებე, რაღა მოძრაობებზეა ლაპარაკი. თან, შენი არ იყოს, მეც ძალიან ცოტა დრო მაქვს. „თბილისი ლაივი”, „მედის” პროექტი, რომელიც აპრილიდან გავა ეთერში და ჟურნალი – ყველაფერს ძალიან დიდი დრო სჭირდება. გიჟივით ვარ გადარბენებზე და, ერთი ან ორი საათი თუ გამომიჩნდა, რეპეტიციაზე მივდივარ. აღმოჩნდა, რომ სხვა წყვილები ჩვენზე გაცილებით წინ არიან, ზოგიერთს უკვე სამი ცეკვაც კი აქვს დადგმული. ვწუხვარ, რომ არ მაქვს ამდენი დრო, თორემ, გაცილებით მეტ ენერგიას ჩავდებდი და შედეგიც კარგი იქნებოდა. ჩვეულებრივი ალისას კურდღელი ვარ: დილის 9 საათიდან რომ ვიწყებ – გავვარდები გადაღებაზე, გამოვვარდები, ვიცეკვებ, მერე ჩაწერა, მერე ინტერვიუ, გამოვიქცევი სალონში... – როდემდე მეყოფა ენერგია, არ ვიცი.
– გეთანხმები, რომ მხოლოდ პლასტიკის ხარჯზე ვერაფერს იზამ, სამეჯლისო ცეკვები სულ სხვა განზომილება ყოფილა.
– საერთოდ, სამეჯლისო ცეკვები ყველაზე ნაკლებად მხიბლავს, უფრო ჰიპ-ჰოპი, ბალეტი, მორენდ ცეკვები მომწონს. ტელევიზორშიც რომ ყოფილა, სხვა არხზე გადამირთავს, იმდენად არ მაინტერესებდა, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ძალიან ლამაზი, საინტერესო, მიმზიდველი სანახაობა ყოფილა, მთავარია, კარგად ცეკვავდე. რაც დავიწყე, მომეწონა. ამ პროექტის ამერიკულ და სხვა ქვეყნების ვერსიებს ვუყურე და გავგიჟდი, ისეთი მაგარი იყო. თუ ასეთი გამოვა, მართლა ძალიან გამიხარდება.
– თან, რაღაც, საინტერესო ადამიანები არიან შერჩეული.
– კი, კარგი ხალხი ვართ ძალიან. ბევრის ცეკვა ძალიან საინტერესო სანახავი იქნება. რეპეტიციებზე ისე ვიღლები, ვერ აგიწერ. ბალეტზეც რომ დავდიოდი, ყოველთვის ერთი შეფასება მქონდა: „კარგი მონაცემები აქვს, მაგრამ, არ იყენებს“. არ ვიყავი მონდომებული, რომ საქმე ბოლომდე მიმეყვანა. თეატრშიც გამოსაშვებ საღამოებზე მიცეკვია. დიდი შემდგარი ბალერინა არ ვყოფილვარ, ქრისტინე იმედაძისგან განსხვავებით. არ მიყვარდა და არ მინდოდა ამის კეთება. ეტყობა, ეს განწყობა მაინც შემომრჩა. ახლა კი, ამ სიბერისა და ახალგაზრდობის გასაყარზე, კიდევ დამჭირდება ცეკვასთან მიბრუნება (იცინიან). უკვე „შპაგატზეც“ ვეღარ ვჯდები ისე, როგორც ვჯდებოდი, სხეულიც მოდუნებულია, ამიტომ, რეპეტიციები მიჭირს. სამაგიეროდ, სულ მეზარებოდა ფიტნესზე სიარული, აქ კი, გინდა-არგინდა, ყოველდღე გამოწერილი გაქვს ვარჯიში. პროექტიდან თუ გამოვვარდი თავს იმით მაინც დავიმშვიდებ, რომ ერთი თვის განმავლობაში კარგად ვივარჯიშე, წონაში დავიკელი, ტანი ფორმაში მოვიყვანე. კლუბებში რომ მივდივარ, ვხვდები, რომ ახალმა კუნთებმა გაიღვიძა, ქუჩაშიც ბევრად გამართული დავდივარ.
– ვინ არის შენი პარტნიორი?
– ერთი ძალიან ნიჭიერი ბიჭი. პირველ რეპეტიციაზევე მივხვდი, რომ სულ სხვაგან აღმოვჩნდი. მანამდე ვერ წარმოვიდგენდი, თუ პარტნიორთან ასე ახლოს ხარ. „ვალსი“ ვიცეკვეთ და, თურმე, უნდა ელაპარაკო პარტნიორს გრძნობებზე ამ შენი მოძრაობებით, ისე უნდა შეხვიდე მის სივრცეში, რომ მართლა არ ველოდი. ჩვენ შორის უხილავი ძაფები იბმება, მთელი ისტორიაა. მოძრაობები რომ მაჩვენა და ისტორია მომიყვა, რომლის მოყოლაც რეპეტიციაზე ვცადეთ, მივხვდი, ნატალი პორტმანი რატომ გაჰყვა „შავი გედის” ქორეოგრაფს ცოლად (იცინიან). მოკლედ, პარტნიორში გამიმართლა, თვითონ ქორეოგრაფია, ნამდვილი პროფესიონალი და ძალიან კარგად ცეკვავს.
– ნატალი პორტმანის გზით ხომ არ მიდიხარ?
– არა, არა, მარტო ცეკვაშია რომანი.
– „მედის” პროექტში რა ხდება?
– ქალებს ვალამაზებთ, ვაახალგაზრდავებთ ათი წლით. ახლა მიმდინარეობს ჩაწერები და აპრილიდან ეთერში გავა. ჩემი ორი პროექტი იქნება: „იმედის” ეთერში და, პლუს, „ცეკვავენ ვარსკვლავები” და, თუ მაყურებელს თავს ძალიან მოგაბეზრებთ, წინასწარ ბოდიშს გიხდით, მერე შვებულებას ავიღებ და დაგასვენებთ.
– „ბათუმი ლაივი“ წელს არ იქნება?
– ჯერ არ ვიცი, ალბათ, იქნება. სამი წელია, ამ რეჟიმით ვცხოვრობ და, ვნახოთ, იმედია, წელს შევძლებ დასვენებას.
– კონკურენტებს როგორ აფასებ, ვის გულშემატკივრობ საკუთარი თავის შემდეგ, რა თქმა უნდა?
– როსტოს (იცინიან). ყველა რაღაც შუაში ვართ ამ პროექტში, ყველანი ვმდგარვართ სცენაზე, გვიცეკვია, გვილაპარაკია... აი, როსტო კი არაფერ შუაში არ არის, თანაც – ცეკვასთან; მხოლოდ მთვრალს თუ გაუშლია ათასში ერთხელ ხელი. თან, ისეთი მონდომებულია, ძალიან მეცინება. სპეციალურად ვრჩები ხოლმე მის რეპეტიციებზე, რომ გავერთო. რაც შეეხება კონკურენტებს, ლელა წურწუმიას რეიტინგის მეშინია, ასევე, ქრისტინე იმედაძის, ნუკიც საკმაოდ კარგად ცეკვავს თურმე. იმ დღეს გენერალური რეპეტიციასავით იყო და ყველას ცეკვა ვნახე. ძალიან გამიკვირდა, რადგან, მათ შესაძლებლობებზე ნაკლები წარმოდგენა მქონია, ანუ, უკეთ უნდა მოვემზადოთ, თან – სასწრაფოდ.

скачать dle 11.3