კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

იტალიელი პორნოვარსკვლავების საარჩევნო რბოლა
იტალიელი პორნომსახიობი და პოლიტიკოსი მილი დ’აბრაჩო (ნამდვილი სახელი და გვარი – ემილია კუჩინიელო) უარს აცხადებს ქალაქ მონცას მერის არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან ამავე თანამდებობაზე კიდევ ერთმა პორნომსახიობმა, ილონა სტალერმა – ჩიჩოლინას სახელით ცნობილმა პორნოვარსკვლავმა განაცხადა პრეტენზია. „ჩემთვის რთულია, გავუტოლდე „ყოფილ კოლეგას”, ჩიჩოლინას” – განაცხადა ჟურნალისტებთან დ’აბრაჩომ. მონცას ნაცვლად, დ’აბრაჩომ გადაწყვეტილება მიიღო, კენჭი ნეაპოლთან ახლოს მდებარე ქალაქ ტორე დელ გრეკოს მერის პოსტზე იყაროს. „მე აველინოში დავიბადე, ნეაპოლში და დიეგო მარადონას შემდეგ, აქ ყველაზე დაფასებული ადამიანი ვარ – მადონას მიწოდებენ”, – ასე ახსნა ქალაქის არჩევანი პორნოვარსკვლავმა. დ’აბრაჩო 2008 წლიდან ჩაერთო პოლიტიკაში, ხოლო ჩიჩოლინას გაცილებით დიდი სტაჟი აქვს. ის 1979 წლიდან უთავსებდა ერთმანეთს პორნომსახიობობას და პოლიტიკას. იტალიური მედიის ცნობით, ქალაქის მერობაზე კიდევ ერთი პორნომსახიობი აცხადებს პრეტენზიას – ლუანა ბორჯია ტარანტოს მერობისთვის იბრძვის.

კასტროს ოჯახის დანაკლისი
კუბაში 88 წლის ასაკში ფიდელ და რაულ კასტროების უფროსი და, – ანხელა კასტრო გარდაიცვალა. კასტროების კიდევ ერთი დის, ხუანიტა კასტროს თქმით, რომელმაც კუბა 1966 წელს დატოვა და მას შემდეგ მაიამიში ცხოვრობს, ანხელა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში ავადმყოფობდა. ოფიციალურ ჰავანას ეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ანხელა უფროსი გახლდათ კასტროების 7 და-ძმაში. მას არასდროს დაუტოვებია კუბის ტერიტორია და არც რაიმე მაღალი თანამდებობა ჰქონია მთავრობაში. 85 წლის ფიდელი 49 წლის განმავლობაში მართავდა კუბას. მისი 80 წლის ძმა – რაული, 2008 წელს, ძმის ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ, ჩაუდგა სათავეში „თავისუფლების კუნძულად” წოდებულ კუბას.

ლუკაშენკოს ორიენტაცია
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ევროპელ კოლეგებს „დიქტატორობაში” დადანაშაულების ბრალდებებზე უპასუხა. ქარიზმატულმა „ბაწკამ” განაცხადა: „რაც შეეხება მას, ვარდისფერს თუ ცისფერს, რომელმაც დიქტატორი მიწოდა… მგონი, ჯობია, დიქტატორი ვიყო, ვიდრე ცისფერი”. ჟურნალისტების ვერსიით, ლუკაშენკო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიდო ვესტერველს გულისხმობდა, რომელიც თავის არატრადიციულ ორიენტაციას არ მალავს და ოფიციალურად აქვს გაცხადებული, რომ ჰომოსექსუალია. დაპირისპირება ვესტერველთან 2011 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც ბელარუსის პრეზიდენტმა ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ჰომოსექსუალები ნეგატიურად მოიხსენია.

კატა ამერიკის სენატში
ამერიკულ სპრინგფილდში მცხოვრები კატა – ჰენკი სენატის წევრობის კანდიდატია. ჰენკი დამოუკიდებელი კანდიდატია და მისი სახელი არ არის შეტანილი საარჩევნო ბიულეტენში. კატის საარჩევნო კამპანიის მენეჯერის, მეთიუ ო’ლირის თქმით, არჩევის შემთხვევაში, ჰენკის პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იქნება. გარდა ამისა, ჰენკის საარჩევნო პროგრამაში აღნიშნულია, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, ყველა კატას ექნება უფასო რძე. ჰენკის კონკურენტები არჩევნებში იქნებიან რესპუბლიკელი – ჯორჯ ალენი და დემოკრატი – ტიმ კეინი. აღსანიშნავია, რომ ჰენკი არ არის პირველი შინაური ცხოველი, რომელიც პოლიტიკაში ერთვება. მაგალითად, 2010 წელს ტეხასის შტატის გუბერნატორის არჩევნებზე კენჭს იყრიდა ძაღლი – ვუდროუ, ხოლო ქალაქ სანოლის საპატიო მერი 1981-1994 წლებში ძაღლი გახლდათ, სახელად ბოსკო.

скачать dle 11.3