კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

5 წლის ბრიტანელს სქესის შეცვლის უფლება დართეს

5 წლის ზაკ ეივერი ყველაზე ახალგაზრდა ბრიტანელი მოქალაქეა, რომელსაც „გენდერული იდენტურობის დარღვევის“ დიაგნოზი დაუსვეს. მშობლებმა, მედიცინის სპეციალისტებმა და ფსიქოლოგებმა მხარი დაუჭირეს მის გადაწყვეტილებას, გამხდარიყო გოგონა. სკოლაში კი სპეციალურად მისთვის მოაწყვეს „გენდერულად ნეიტრალური“ ტუალეტი.
როგორც ზაკის დედა ამბობს, ადრე მისი შვილი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, უყვარდა ორთქლმავლებით თამაში თავის ძმასთან, ალექსთან ერთად, მაგრამ, რაღაც მომენტში, პრინცესებზე მულტფილმების ყურებამ გაიტაცა, რამაც მკვეთრად შეცვალა ზაკის მსოფლმხედველობა და 3 წლის ასაკში განაცხადა: „დედა, მე გოგო ვარ“.
თავიდან მშობლები ფიქრობდნენ, რომ ეს თამაში იყო და გადაწყვიტეს, ყურადღება არ მიექციათ. მაგრამ, ბიჭი სულ გოგონასავით იქცეოდა. ბოლოს ის ფსიქოლოგთან მიიყვანეს და ვერდიქტიც მოისმინეს: „თქვენს შვილს ტვინი გოგონასი აქვს, სხეული კი – ბიჭისა“...
მსოფლიოში იზრდება იმ მოზარდებისა და უმცროსი ასაკის ბავშვების რიცხვი, რომლებსაც ექიმები სქესის შეცვლაში ეხმარებიან. მშობლები და მედიკოსები მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ეთანხმებიან ბავშვების მისწრაფებას, შეიცვალონ სქესი, თუმცა, ტენდენცია მაინც იზრდება.
პრობლემა ეთიკური ხასიათის კითხვებს ბადებს. ზოგიერთი ექსპერტი მოუწოდებს მშობლებს ყურადღებისკენ, როდესაც ბავშვებს აძლევენ  ჰორმონალურ პრეპარატებს და ისეთ საშუალებებს, რომლებიც სქესობრივ მომწიფებას ბლოკავს. თავის მხრივ, ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოსთან არსებული გენდერული იდენტობის ერთ-ერთი კლინიკის დირექტორის აზრით, პედიატრები ვალდებული არიან, იცოდნენ, რომ არსებობენ ისეთი ბავშვები, რომელთა თავის ტვინის აგებულება მეორე სქესთან უფრო ახლოსაა და სქესის შეცვლის დროს მათი დახმარება აუცილებელია. მსგავსი სინდრომი კი 10 ათას ბავშვში ერთს აუცილებლად აღმოაჩნდება.

скачать dle 11.3