კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

„ნეტავ, სად არის, კიდევ სად…“


ლოყაწითლები და თეთრყირმიზები

რაკი თეთრ სახლში ბ-ნი ბუში აღარაა (ანუ „ლიუბოვ ტამ ბოლშე ნე ჟივიოტ“), სრულიად ბუნებრივი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა (თანაც ოპონენტებს თავსატეხიც გაუჩინა, ვის გულზე გასახეთქად მიიწვია იუშჩენკომ სააკაშვილიო). ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტმა ტრიბუნა ნაყოფიერად გამოიყენა: რუსეთიც გააკრიტიკა, უკრაინელებიც გააფრთხილა (თქვენც დაგნაყავთ რუსეთიო, თუმცა საეჭვოა, რუსულმა არმიამ უკრაინულთან შებრძოლება მოინდომოს, რადგან ჩვენთან ურჩევნია), თოქ-შოუშიც მიიღო მონაწილეობა (კიდეც წაიანგლა, საქართველო ენდის დავუტოვეო) და უკრაინაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობაც გახსნა (ამ ადგილას ხშირად დავდიოდი, ვოცნებობდი და გულით სიყვარულსაც დავატარებდიო). მეტიც, საჯაროდაც განაცხადა, რომ ასეთი საელჩო არათუ უკრაინაში, მთელ ევროპაშიც არსად დგასო (დაახლოებით, ასე: „ია ნა სვეტე ვსეხ მილეე, ვსეხ რუმიანეი ი ბელეე“). არც ის დაივიწყა, რომ შენობის საძირკველში აღმაშენებლის საფლავიდან აღებული მიწაც ჩაატანეს (ოღონდ, დავითს რომ წამოახედა, ნაწილს ქალის კაბაში ვირით ჩამოტარება არ ასცდებოდა, ნაწილს – ძვალ-რბილის გაერთიანება).

მეორე მხრივ, მართლაც, გასახარია, თუკი უკრაინაში საქართველოს საელჩოს ბადალი მთელ დუნიაზე არ მოეძებნება (რაღაცით ჩვენც ხომ უნდა დავიკვეხნოთ?!), რადგან მხოლოდ ისღა დაგვრჩენია გასარკვევი, „ნეტავ სად არის, კიდევ სად“ ისეთი სახელმწიფო, რომელსაც დღისით-მზისით გატაცებული ოთხი ბავშვი ვერ გამოუხსნია (იმის გათვალისწინებითაც, რომ, მაგალითად, ისრაელმა დატყვევებული ებრაელი ჯარისკაცის გამო უდაბნოში ომი წამოიწყო). ჰოდა, ვიდრე ამას გავარკვევთ (ან სხვებსაც მოგვტაცებენ), თავი იმით მაინც მოვიწონოთ, რომ ყველაზე ლოყაწითლები და თეთრყირმიზები ვართ.


скачать dle 11.3