კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაჯანჯლებული

რუსული პოლიტსპექტრი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან საერთო ენას აუცილებლად გამონახავს და საქართველო განხეთქილების ვაშლის როლს ვეღარ შეასრულებს (ამერიკას ავღანეთისკენ რუსეთის საჰაერო გზა სჭირდებაო); ქართული პოლიტსპექტრიც დარწმუნებულია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ბუშის დროინდელის ალი-კვალია.
რუსული პოლიტხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ საქართველოს დანაკუწება მისი წმიდათაწმიდა მოვალეობაა და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სოხუმისა და ცხინვალისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოების დედაქალაქების სტატუსის მინიჭება იყო; ქართული პოლიტხელმძღვნელობაც დარწმუნებულია, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა და ტერიტორიები უკანონოდ მიითვისა.
ბუნებრივია, საბოლოო სიტყვა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ უნდა თქვას, რომლის დასკვნის გამოქვეყნებაც ჯანჯლდება – თითქოს იმ მიზეზით, რომ ხან ერთი და ხან მეორე მხარე კომისიას დამატებით მასალებს აწვდის, მათ შესწავლას კი დრო სჭირდება. მეორე მხრივ, იმთავითვე ცხადია, რომ კომისიის დასკვნა დღეს არსებულ სტატუს-კვოს არ დაარღვევს (თუ საქართველოს საომარი მოქმედებების დაწყება დაბრალდება, რუსეთი არაპროპორციული ძალის გამოყენებაში დადანაშაულდება).  სულ ახლახან საქართველოს მთავრობამ ტალიავინისად წოდებულ კომისიას ცხელ-ცხელი (ოღონდ კარგად დავიწყებული) მასალებიც მიაწოდა (შარშან, ომის დაწყებამდე, ცხინვალელი და რუსი მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, რომლებიც, ჩამწერთა მტკიცებით, ადასტურებს, რომ ომის დაწყებას რუსეთი ლამობდა). შესაბამისად, კონფლიქტებისად წოდებული მინისტრი (ბ-ნი იაკობაშვილი) ჩვენც გვირჩევს, გავეცნოთ ამ მასალებს, რათა გულში დაბუდებული ყველა ეჭვიც (ვაითუ, მართლაც, ჩვენ დავიწყეთ ომიო)  გავიფანტოთ და დასკვნასაც იმედიანად დაველოდოთ.
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ფარული სატელეფონო ჩანაწერები ოკუპანტებისა და სეპარატისტების საომარ გეგმებს ეხება, ერთი წლის შემდეგ გამოქვეყნებას, მათი ომის დროს გამოყენება არ ჯობდა?!

ნინო ხაჩიძე
скачать dle 11.3