კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შევამზადოთ ძაღლი გაზაფხულისთვის და რა უნდა მივცეთ მას ზამთარში დაქვეითებული იმუნიტეტის აღსადგენად

 

ცივი ზამთრის გასვლის შემდეგ, ცხოველები აუცილებლად სათანადოდ უნდა შევამზადოთ გაზაფხულისთვის. რა უნდა ვიცოდეთ და რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ. გაითვალისწინეთ კომპეტენტური ადამიანის რჩევები და დაიცავით თქვენი ოთხფეხა მეგობარი არასასურველი შედეგებისგან.

ზაქრო ბაჯიაშვილი: მკაცრი ზამთრის პერიოდის გადატანა საკმაოდ რთულია ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის. ამ ცივ კლიმატურ პირობებში მაქსიმალურად იხარჯება ორგანიზმის სასიცოცხლო რესურსები, რის ფონზეც მცირდება ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა და რეზისტენტობა სხვადასხვა დაავადების მიმართ. ზამთრის ცივ პერიოდში სუსტდება ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ორგანიზმის იმუნიტეტი, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების განვითარებისთვის. ამიტომ, აუცილებელია, ჩავატაროთ პროფილაქტიკური ღონისძიებები და სწორად მოვამზადოთ ძაღლი გაზაფხულისთვის.
– რას გულისხმობთ პროფილაქტიკურ ღონისძიებებში?
– ამ პერიოდისთვის აუცილებელია, ცხოველებს  ჩაუტარდეთ პროფილაქტიკური ვაქცინაცია ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების საწინააღმდეგოდ. ასევე, ზამთრის პერიოდში დასუსტებული ორგანიზმისთვის, სასურვლია მიეცეს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი, რომელიც შეიძლება მისცეთ როგორც საკვებზე დამატებით, ასევე, როგორც გემრიელი ნუგბარი. 
– გაზაფხულის დადგომასთან ერთად აქტიურდებიან პარაზიტებიც?
– დიახ, გაზაფხულის დადგომასთან და დათბობასთან ერთად აქტიურდებიან აგრეთვე ექტოპარაზიტები, რომლებიც მეტად საშიში დაავადებების გადამტანებად ითვლებიან. ექტოპარაზიტებიდან ყველაზე მეტ საშიშროებას წარმოადგენს იქსოდიდეს ჯგუფის ტკიპა, რომელიც პიროპლაზმოზის გადამტანად ითვლება. 
– როგორ დავიცვათ ცხოველი ტკიპებისგან?
– იმისთვის, რომ ცხოველები ტკიპებისგან დავიცვათ, რეგულარულად უნდა დავამუშაოთ ისინი რეპელენტებით. ამ პროცედურაში იგულისხმება წვეთების რეგულარული გამოყენება 3-4 კვირაში ერთხელ; ასევე, ინსექტოციდური სპრეისა და საყელოს გამოყენება. სპრეი უნდა შევასხუროთ ყოველი გასეირნების წინ. ყველა აღნიშნული პროცედურა ცხოველს უნდა ჩაუტარდეს კომპლექსურად, რაც უზრუნველყოფს შედეგის მაქსიმალურ ეფექტურობას, ვიდრე მათი ცალ-ცალკე გამოყენება.
– კიდევ რა ითვლება ამ პერიოდისთვის პრობლემად?
– ასევე, ყველაზე გავრცელებულ პრობლემად ითვლება რწყილებით ინვაზია, რაც ხშირად ხდება ალერგიული რეაქციების წარმოშობის მიზეზი (რწყილის ნაკბენის ალერგია); ასევე, რწყილი ითვლებიან შინაგანი ჰელმინთოზების, ანუ ჭიების გადამტანად, მაგალითად, დიფილიდიოზის. რწყილები ცხოველში იწვევენ არასასიამოვნო შეგრძნებას და ცუდ ზოგად მდგომარეობას. 
– ყოველივე ამის პროფილაქტიკისთვის რას უნდა მივმართოთ?
– რწყილების ინვაზიის პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ გამოიყენება ინსექტოციდური საშუალებები: სპრეი, წვეთები, საყელო; ასევე, შეიძლება, გამოვიყენოთ რწყილების საწინააღმდეგო შამპუნიც.
 წელიწადის ამ დროს, ასევე, აუცილებელია ძაღლის დეჰელმინთიზაცია, რაც ტარდება ყოველ კვარტალში ერთხელ, რადგან, გაზაფხულზე დასუსტებულ იმუნიტეტს კიდევ უფრო ასუსტებს ჰელმინთებით ინვაზია. რეგულარული გეგმით გათვალისწინებული, ყოველ სამ თვეში ერთხელ დეჰელმინთიზაცია ხელს უწყობს როგორც ცხოველის ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ასევე, იცავს ადამიანს სხვადასხვა მეტად საშიში დაავადებისგან, მაგალთად, როგორიცაა ექინოკოკოზი, ასკარიდოზი და ასე შემდეგ.
 ამ პერიოდში აუცილებელია, მოვამზადოთ ცხოველის ბეწვის საფარველი: დავბანოთ, გავასუფთაოთ, დავვარცხნოთ და გავკრიჭოთ. თუ ამას თქვენ თვითონ ვერ მოახერხებთ, სასურველია მიიყვანოთ სპეციალისტთან, რომელიც პროფესიონალურად მიუდგება აღნიშნულ საკითხს.
– კიდევ რა რჩევას მისცემთ ძაღლის პატრონებს, რა უნდა გაითვალისწინონ მათ, რომ მათ ცხოველებს პრობლემები არ შექმნას?
– სასურველია ვეტერინარის კონსულტაცია, რომ რამე არ გამოგვეპაროს. ვეტერინარი ზუსტად შეგვიფასებს ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობას, დროულად აღმოაჩენს დაავადების ნიშნებს და გაატარებს ყველა საჭირო სამკურნალო პროფილაქტიკურ ღონისძიებას. 
– კვებას რაც შეეხება, რაიმე ცვლილება უნდა შევიტანოთ რაციონში?
– მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პერიოდისთვის ცხოველის კვების რაციონს. ის აუცილებლად უნდა იყოს სრულფასოვანი და დაბალანსებული მდიდარი ვიტამინებით, ცხიმოვანი მჟავებითა და მინერალებით, რათა გაზაფხულის პერიოდისათვის დასუსტებული ორგანიზმი შეივსოს საჭირო ნივთიერებებითა და ენერგიით. ვიტამინები და მინერალები კი ხელს უწყობს ორგანიზმის იმუნური სისტემის განმტკიცებას.

 

скачать dle 11.3