კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ელიტპოლიტბომონდი


ანუ გვერდებდამშვენებულები  

ინფორმაციამ (პირობითი სახელწოდებით: „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“), თავდაპირველად, ინტერნეტში გამოჟონა, მოგვიანებით, სატელევიზიო ეთერშიც: პლეხანოველი ევგენი პრიმაკოვის 80 წლის იუბილეზე ქართველი და ქართული ფესვების მქონე ელიტპოლიტბომონდმა (ზურაბ აბაშიძე, ნანი ბრეგვაძე, ზურაბ წერეთელი, ვიქტორ, იგივე ვიკა გელოვანი, ზურაბ სოტკილავა და ა. შ.) გვერდი ვლადიმირ პუტინს დაუმშვენა. ქ-ნ ნანის კიდეც უმღერია; ოღონდ ეს, რატომღაც, არ გამხდარა იმის საწინდარი, რომ ტელევიზიით გამოსულიყვნენ ავადმყოფები და ეთქვათ, აღარ შევიძენთ „პე ეს პეს“ წამლებსო (სწორედ ქ-ნი ნანია „პე ეს პეს“ სარეკლამო სახე). მაშინ, როდესაც პაატა ბურჭულაძის მიერ მოსკოვში მიწვევით ამღერებამ (პუტინს როგორ უმღერა, თუნდაც, კონცერტზეო), სრულიად ქართულ ხელისუფლებას, რომლის წიაღშიც ბ-ნი ვაშაძეა დავანებული, არათუ დააგმობინა ეს ფაქტი, ჩვენს უსახლკარო თანამემამულეებს ისიც კი ამოათქმევინა, არ გვინდა „ფონდ იავნანის“ მიერ ნაჩუქარი სახლებიო!

რაკი სტანდარტები (ორმაგს ვინღა ჩივის) ასმაგია, არა მხოლოდ ქ-ნმა ნანიმ გვიამბო, რომ ვლადიმირ პუტინმა ქართველ საზოგადოებას (რომელსაც საკუთარი ბავშვებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენის თავიც არ აქვს და მათმა ჯარმა, ჰა და ჰა, ბლოკბასტერში ჯარის როლი ითამაშოს) პოლიტმესიჯები გვისახსოვრა: „ვოსსოიდენენიე გრუზიი ვოზმოჟნოო“. მართალია, ბ-ნი ზურაბ აბაშიძე გვირჩევს, ეიფორიაში არ ჩაცვივდეთო, თუმცა, ვფიქრობ, ნათელია, რომ რფ-ის უგვირგვინო მეფემ კიდევ ერთხელ განგვიმარტა: თუ ჭკვიანად არ ისხდებით, თქვენს ჯარს ჯარის როლის თამაშის სურვილსაც დავუკარგავო. ხელისუფლებამ მომხდარი სათავისოდ მოთარგმნა: საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ებრძვის, ამიტომაც კრემლისთვის მიუღებელიაო (თუმცა ისიცაა, რატომ უნდა იყო მიუღებელი, თუკი შენი მმართველობისას საქართველოდ წოდებული ქვეყანა უკვე სამ ნაწილად დაიშალა?!).

რაც შეეხება „ვოსსოიდენენიეს“: რამ უნდა გააერთიანოს, თუკი „ბავშვი გიზის მეფედ, და შენი დიდებულები დილიდანვე იწყებენ ჭამას!“


скачать dle 11.3