კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს გაუმართლებს წელს ფინანსური და სასიყვარულო კუთხით

დრაკონის წელი ფინანსური თვალსაზრისით და სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობებისთვის სტაბილურია, თუმცა, სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისგან ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. თორმეტივე ნიშნისთვის, ის ზოგადად, პრობლემურია ფინანსებთან მიმართებაში, განსაკუთრებით კი მაღალია რისკი საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებით. რაც შეეხება სიყვარულს, დრაკონის წელი საყვარელ ადამიანთან მიმართებაში განსაკუთრებულ ერთგულებას მოითხოვს. ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ, რათა არსებულ ურთიერთობას საფრთხე არ შეუქმნათ. ხოლო, თუ თქვენ, ქვემოთ მოყვანილ ასტროლოგიურ რჩევებს და რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, მაშინ ამ წელს პრობლემა და დანაკარგები მინიმუმამდე შემცირდება, წარმატებების შანსს კი ერთიორად გაზრდით. 
ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის უკეთესი იქნება, თუ ინტუიციას დაუგდებენ ყურს. წელს დიდი შანსი გაქვთ პირადი ცხოვრება რადიკალურად სასიკეთოდ შეცვალოთ. ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. იმოქმედეთ აქტიურად, გამოიჩინეთ ინიციატივა და გახდით მეტად დამთმობი და გულისხმიერი. ასევე, მომჭირნედ ხარჯეთ ფინანსები, რათა ვალის აღება არ მოგიწიოთ.
კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის წელს საჭიროა ორმაგი ძალისხმევის გამოვლენა. გამოიჩინეთ სიფრთხილე ახლად გაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობაში, მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, საქმეს მიუდექით მეტი პასუხისმგებლობით და საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მეტად გულღია და დამთმობი. პირადი ცხოვრების მოსაწყობად განსაკუთრებით კარგია წლის პირველი ნახევარი, ამიტომ, მეტად გაამახვილეთ ამაზე ყურადღება და იმოქმედეთ სწრაფად, რათა შანსები ხელიდან არ გაუშვათ.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის აუცილებელია მოქმედება. წელს სიზარმაცე კატეგორიულად გეკრძალებათ. დიდი შანსი გაქვთ, საკუთარი ცხოვრება დადებითად შეცვალოთ და იპოვოთ თქვენი ადგილი საზოგადოებაში, ამისთვის კი უნდა მიიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები და გაითვალისწინოთ სხვების რჩევები. წელს დიდი შანსია, სასიყვარულო პარტნიორი გაიჩინოთ, რომელიც დიდ ბედნიერებასა და ბევრ სასიამოვნო წუთს გაჩუქებთ.
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანისთვის წლევანდელი წელი განსაკუთრებით იღბლიანი აღმოჩნდება. არ გაგიჭირდებათ საქმეში და სასიყვარულო სფეროში წარმატებების ადვილად მიღწევა. მთავარია, ისწავლოთ ფინანსების სწორი გადანაწილება და მიზნობრივად ხარჯვა. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტად ენდოთ და გაანებივროთ სიურპრიზებით.
ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის წლევანდელი წელი ნამდვილად წარმატებულია. მეტი შანსი გეძლევათ, მაქსიმალურად მომართოთ თქვენი ძალები ფინანსური კუთხით. გაგიმართლებთ სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებშიც. თუმცა, ეცადეთ არ იყოთ ზედმეტად ქედმაღალი, რათა გარშემო მყოფების გაღიზიანება და ანტიპათია არ დაიმსახუროთ. პერსპექტიული და ნაყოფიერი წელიწადია, რომელიც თქვენს სასიკეთოდ უნდა მართოთ.
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის 2012 წელი, საერთო ჯამში, პოზიტიურია. განსაკუთრებით გაგიმართლებთ პროფესიულ საქმიანობაში და სტაბილური შემოსავალი გექნებათ. მთავარია, მეტი იაქტიურეთ, ფინანსური გარიგებები ჭკვიანურად აწარმოეთ და ისწავლეთ ერთგული ადამიანების დაფასება.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის დრაკონის წელიწადი არც ისე მომგებიანია ფინანსური კუთხით და სავაჭრო გარიგებების თვალსაზრისით. თუმცა, პირად ცხოვრებაში ის სასიამოვნო თავგადასავლებს გთავაზობთ. ნუ მოდუნდებით, ნუ იქნებით საყვარელი ადამიანის მიმართ აგრესიული და ნუ დაუმალავთ მას თქვენს ზრახვებს. ასე ის მეტად დაგაფასებთ და მეტად ააწყობთ ურთიერთობებს.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ამ წელს მეტად წააწყდებიან ბარიერებსა და წინაღობებს. იმოქმედეთ ფრთხილად და წინდახედულად, რათა არ დაუშვათ საბედისწერო შეცდომა როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულ საქმიანობაში. ნუ აჰყვებით ცდუნებებს და არ გაგიტაცოთ წამიერმა სასიყვარულო-რომანტიკულმა ურთიერთობებმა. ეს უკან დაგხევთ და დიდ ტრავმას მოგაყენებთ. განვლეთ წელი ფრთხილად!
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის დრაკონის წელიწადი არც ისე ადვილად გასავლელია. ჯობია შეინარჩუნოთ სტაბილურობა როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში. ნუ გექნებათ დიდი წარმატებებისა და აღმაფრენების იმედი. ფინანსური კუთხით კი არ გირჩევთ ვალებისა და კრედიტების აღებას, რადგან მათი დაფარვა და დროულად გადახდა გაგიჭირდებათ. შეინარჩუნეთ სტაბილური გარემო და ურთიერთობები სასიყვარულო პარტნიორთან და გქონდეთ მისი დახმარების იმედი რთულ სიტუაციებში.
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ეს წელიწადი გამოცდებს უწყობს. იყავით მეტად აქტიური და შრომისუნარიანი, რათა თავი აარიდოთ გაუგებრობებს. დიდი შანსი მოგეცემათ წარმატებით დაასრულოთ ფინანსური გარიგებები; ასევე, მოსალოდნელია ოჯახურ ცხოვრებასა და სიყვარულში სასიამოვნო ცვლილებები. ამიტომ, იყავით მზად და არ გაუშვათ შანსები ხელიდან.
მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს დრაკონის წელიწადში ელით მეტი პოზიტიური შესაძლებლობები. გაგიმართლებთ ფინანსური კუთხითაც, თუკი საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებით. საქმიანი და პერსპექტიული წინადადებები მიიღეთ დაფიქრების გარეშე და იცოდეთ, რომ ყველაფერს გაართმევთ თავს. არ შეგეშინდეთ და არ დაიხიოთ უკან. ასევე, ნუ ეცდებით არსებული სასიყვარულო კავშირის დასრულებასა და ახლის ძიებას: ჯობია ამისგან თავი შეიკავოთ და არ ეძებოთ ახალი რომანტიკული თავგადასავლები – ეს ძვირად დაგიჯდებათ. მართალია, დიდხანს არ გასტანს, მაგრამ, ფინანსებიც წაგივათ ხელიდან და მალე თავს, მარტოსულად იგრძნობთ.
თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ, რათა წელს გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვან, როგორც ფინანსურ, ისე, კარიერასა და პირად ცხოვრებაში. წელს თქვენი ენერგოტონუსი დაბალი იქნება, რაც პრობლემების გაჩენას გამოიწვევს და ეს უარყოფითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე და, ზოგადად, სამუშაოსა თუ სასიყვარულო სფეროზე. იყავით ფრთხილი და სტაბილური. ნუ აჰყვებით ემოციებს და იმოქმედეთ საღი გონებით. დაეყრდენით ინტუიციას.
ზოგადად,  წელს თორმეტივე ნიშანს ეკრძალება ზედმეტი ემოციის გამოვლენა სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებში. უსმინეთ შინაგან ხმას და ის ზუსტად მიგანიშნებთ, რა გზით იაროთ. მოერიდეთ ზღვარგადასულ ეჭვიანობასა და ფინანსების უმიზნოდ ხარჯვას. იყავით ერთგული და გარშემოც ასეთი ადამიანები შემოიკრიბეთ. სასწრაფოდ გაწყვიტეთ საეჭვო კავშირები. ეს წელი, ერთგვარი გამოცდების წელია ნებისმიერი ჩვენგანისთვის. ასე რომ, თუ ზემოთ თქმულს გაითვალისწინებთ, ნამდვილად შეძლებთ, 2012 წელს  ცხოვრების უკეთ მოწყობას.

скачать dle 11.3