კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

პენტაგონი მიიღებს იარაღს... ბუზების დასახოცად

პენტაგონი სულ მალე მიიღებს იარაღს, რომელსაც შეეძლება, ეფექტურად დახოცოს ბუზები. ამ ნივთიერებას Florida Fly-Baiter ჰქვია და ერთი ფლაკონი 10 დოლარი ღირს. იარაღი ამერიკის ჯარში განაწილდება და გამოიყენებენ სტიქიური უბედურების ზონებში, სადაც დარღვეულია წყლისა და ენერგომომარაგება, აგრეთვე, უღარიბეს ქვეყნებში ჰუმანიტარული ოპერაციების შესრულების დროს.
ბუზების გამანადგურებელი პრეპარატი ფლორიდის უნივერსიტეტის ენტომოლოგებმა დაამუშავეს და მათ გამოარკვიეს, რომ ამ მწერებთან ბრძოლისას მთავარია ლურჯი ფერი. ბიხევიორისტები ატარებდნენ ექსპერიმენტებს, მაგალითად, ათავსებდნენ ბუზებს მილში ლურჯ და ყვითელ საგნებთან ერთად.
უცნობი მიზეზის გამო, ყველა შემაშინებელი მოწყობილობა, მახეები და მწერების გამანადგურებელი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყვითელია, ხოლო ბუზებს, თურმე, უფრო ლურჯი ფერი იზიდავს.
კვლევების შედეგების შესაბამისად, დამუშავებულია ახალი იარაღი, რომელსაც საფუძვლად უდევს ფერი, სუნი, შაქარი და ინსექტიციდები. ესაა კუბის ფორმის სხეული, რომელიც დაფარულია ლურჯი ფერის ზოლებით (სწავლულთა აზრით, ის წააგავს ღრიჭოებს შენობების კედლებში, სადაც ბუზები იმალებიან) და მასში მოთავსებულია შხამი. მწერი შეფრინდება მოწყობილობაში, შეჭამს ინსექტიციდს, გამოფრინდება (თუ მოასწრებს) და მაშინვე მკვდარი ეცემა.
ერთი მოწყობილობა 40 ათას ბუზზე მეტს კლავს, ამავე დროს, ისინი არ გროვდებიან შიგნით. მოწყობილობამ შემოწმება ერაყში, ავღანეთსა და საბერძნეთში გაიარა. კვლევებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურემ ამ მოწყობილობის პროტოტიპი ეგვიპტეში გამოიყენა და ბანაკში  ბუზები გაქრნენ.
ამერიკის ხელისუფლება სერიოზულადაა შეშფოთებული სამხედრო მოქმედებების ზონებში ბუზების გავრცელების პრობლემით (როგორც წესი, ესაა ცხელი რეგიონები). საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობის პირობებში, აგრეთვე, სტიქიური უბედურების რაიონებში, ჩვეულებრივი ოთახის ბუზი შეიძლება იყოს ასი სხვადასხვა დაავადების მატარებელი, რომელთა რიცხვშია დიზენტერია, ქოლერა, მუცლის ტიფი.

скачать dle 11.3