კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორია „ბავარიელი” ქართველის ცხოვრება და რით გააოცა შუაგულ გერმანიაში გოჩა იაშაღაშვილი კახელმა კაცმა

მუსიკოსი გოჩა იაშაღაშვილი, იგივე „ბავარიელი,” გერმანიაში 16 წლის წინ წავიდა და მას შემდეგ თავის მუსიკალურ კარიერას იქ განაგრძობს. ამჟამად ის საქართველოშია და მონატრებულ ოჯახს, დროებით, 11 თვის შემდეგ დაუბრუნდა. რას გეგმავს აქ ყოფნის პერიოდში და როგორ ცხოვრობს ის გერმანიაში, ამას უკვე მისი ინტერვიუდან შეიტყობთ. ინტერვიუ ჩაწერილია რუსთაველის 34-ში, წიგნების მაღაზია „პროსპეროს წიგნებში“.

გოჩა იაშაღაშვილი: ალბათ, ასაკთან ერთად, ჩემი შემოქმედებაც შეიცვალა, უფრო სერიოზული მუსიკა წამოვიდა, რაც ალბათ, ღმერთის ნებაა. მას მადლობა, რომ ამ კუთხით დამანახვა მუსიკა და შესაძლებლობა მომცა, ჩემი სათქმელი მეთქვა მსმენელისთვის. ძალიან სერიოზული ახალი სიმღერა მაქვს – „ჩვენი დედამიწა”. სიმღერა  იტალიურ ენაზეა დაწერილი და ძალიან მალე მზად იქნება. მინდა, ის ბორის ბედიამ შეასრულოს. ამ სიმღერის მუსიკა მე მეკუთვნის, არანჟირება – გია მაჭარაშვილს, ხოლო, რაც შეეხება ტექსტს, პროფესორმა ნინო ცერცვაძემ დაწერა. დიდი მადლობა მას ამისთვის. უნიჭიერესი და ულამაზესი ადამიანია, რომელსაც უაზრო ამბიციები არ აწუხებს.
– 11-თვიანი განშორების შემდეგ, ოჯახმა, ყველა დღესასწაული, რომელიც მათ გარეშე გაატარეთ, ერთად მოგიწყოთ?
– ბედნიერებაა, რომ ჩემს სამშობლოში ვარ და ყველგან ქართულად შემიძლია ლაპარაკი. აქ რომ ჩამოვდივარ, უბედნიერესი ვხდები. იმ სითბოს, რაც ოჯახის წევრების მხრიდან მაკლია, უცხოეთში ვერავინ შემივსებს. ახლა ამ ყველაფერს ვინაზღაურებ. ჩამოსვლის შემდეგ უფრო ვგრძნობ, რამდენი რაღაც მაკლია იქ და რამდენი კარგი რაღაცის გარეშე ვცხოვრობ სხვა ქვეყანაში. რადიო „არ დაიდარდოს” ეთერში ახლახან სიმღერის პრემიერა გავაკეთე, რომელსაც „მონატრება” ჰქვია. ჩემს მეუღლეს მივუძღვენი. ვცდილობ, ჩემი მონატრება და სხვა გრძნობები სიმღერაში გამოვხატო.
– სიმღერას, „ო, ეს თვალები,” რომელიც წლების წინ, მომავალ მეუღლეს მიუძღვენით, დიდი პოპულარობა მოგიტანათ და ფეხბედნიერიც აღმოჩნდა.
– კი, ის სიმღერა მართლაც ფეხბედნიერი აღმოჩნდა და შეიქმნა კიდეც ჩვენი ოჯახი. წლების შემდეგ კი, ეს სიმღერა მონატრებამ დამაწერინა.
– გერმანიაში გოჩა იაშაღაშვილს კი არა, „ბავარიელს” იცნობენ.
– ჩემს გვარს ვერ იმახსოვრებდნენ, რადგან რთული გამოსათქმელია მათთვის. თავიდან, სანამ „ბავარიელს” დავირქმევდი, მათ ვეუბნებოდი  გოჩა დამიძახეთ-მეთქი. მაგრამ, მათთან, როგორც იცით, სახელით მიმართვა არ არის მიღებული. ხან იაგაშვილს მეძახდნენ, ხან – იაშვილს და ასე შემდეგ. კარგია, რომ ბაბაიაგაშვილს არ მეძახიან-მეთქი, ვამბობდი.
– იუმორის გრძნობით გამოირჩევით. ადამიანი რაც უნდა ცუდ ხასიათზე იყოს, თქვენი სიცილის აბები, მათზე აუცილებლად დადებითად იმოქმედებს.
– თუ თანამოსაუბრეს ყოფით პრობლემებზე ესაუბრე, შენი ხშირად დანახვა აღარ გაუხარდება. პრობლემები ყველას აქვს. ასე რომ, სხვას შენი ტვირთი აღარ უნდა დაუმატო. ამიტომ, ყოველთვის ვცდილობ, სიცილის აბები ყველას დოზირებულად მივაწოდო. ჩემს სახელს რომ ახსენებენ, თან დააყოლებენ, ა, ეს ის არის, რომანტიკულად რომ მღერის და ძალიან კარგად რომ ხუმრობსო? მიხარია ამას რომ ამბობენ.
– სიცილის აბები ჩვენი მკითხველისთვისაც კარგი იქნებოდა.
– ახალ ამბავს მოგიყვებით. მეუღლესთან ერთად ბაზარში მივდიოდი. წასვლის წინ ჩემმა ძმამ დაგვაბარა ქათამი მათთვისაც წამოგვეღო. მივედით და გამყიდველს ვუთხარი, 5 ქათამი მოგვეცი-მეთქი. გაუხარდა და მაცივრიდან გამოატანინა ახალი შემოტანილი ქათმები. მერე გვითხრა, ალბათ, რამე წვეულება გაქვთო. არა, გასამრავლებლად გვინდა-მეთქი, – ვუპასუხე. რადგან სერიოზულად ვუპასუხე, არ ეგონა თუ ვხუმრობდი და გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა: ჩემი მტერი გამრავლდა ისე, ესენი რომ გამრავლდებიანო. რომ მიხვდა, ვეხუმრებოდი, ისე იცინა, თვითონაც გაყინულ ქათამს დაემგვანა.
 გერმანიაში მქონდა ერთი ასეთი კურიოზი. სამსახურში მივდიოდი. მაშინ ერთ-ერთ მუსიკალურ ფირმაში ვმუშაობდი. მეჩქარებოდა ძალიან, მეტროში ჩავედი და ამ დროს მესმის კახური, მაგარი გინება: ოხ, ნაზო, შენი ესე, შენი ისეო. ამ დროს ნაზო არსად არ ჩანდა, ვიღაც კაცი იდგა და იგინებოდა. არა, მე ვარ ვირი, ჯო, იმაი როგო დავუჯერეო. გავგიჟდი. მივედი, ბიძაჩემო, რა დაგემართა-მეთქი. ქართველი ხარ, ჯო, არსად არ გაგიშვებო. კაცი რომ ცოლს დაუჯერებს იმას ტვინი აქვს თავშიო. წადი გერმანიაში, „ვილისივით“ რამე ვიყიდოთ, მინდორში რომ აღარ ვიბუქსაოთო. რომ ვუთხარი, იმათ მე რა გავაგებინო-მეთქი – არა ქა, იქ რუსული იციანო. ჩამოვედი, ჯო და ვისაც რუსულად დაველაპარაკე, ყველამ ხელით მანიშნა, ხომ არ აფრენო. ვეღარც იქით მივდივარ, ვეღარც აქეთ. წერა მე არ ვიცი გერმანულად და კითხვა, მიშველე რამეო. დავიკარგე და ახლა დედაც შენ ხარ, ჩემთვის, ღმერთიც, მამაცა და ბიძაცაო. გადავირიე, თან ძალიან მეჩქარებოდა. გადავურეკე ჩემს ქართველ მეგობარს, გია ჩოხელს, დავეხმაროთ ამ კაცს, ვაყიდინოთ „ვილისივით“ რაღაც-მეთქი. მოკლედ, ყველაფერი კარგად დამთავრდა და ნაზოც გადაურჩა ცემას.
– საინტერესოა ქართული იუმორი თუ ესმით გერმანელებს?
– უჭირთ, რადგან გერმანელები სხვა მენტალიტეტის ხალხია. არც მე მესმის ხშირად მათი იუმორის. პატარა ბავშვი რომ დაეცემა, ისინი იცინიან. მე ჩვენებური, ჯიგრიანი ანეკდოტი რომ მომიყოლია, სადაც მართლა უნდა გაიცინოს ადამიანმა, მელოდებიან, როდის დავამთავრებ, ვერ ხვდებიან, სად გაიცინონ.
– ანეკდოტების მოყოლის დიდოსტატიც ხართ, როგორც ვიცი. რამდენიმეს ხომ არ მოგვიყვებით?
– რაჭველმა გოგოს თვალი ჩაუკრა და რომ გაახილა, გოგო იქ აღარ იყო. ოსს ჰკითხეს, რუსული იციო? როგორ არ ვიცი, სენი წირიმეო. აბა, დედა როგორ არისო? რავი, არა უშავს რაო! – უპასუხა. კახელი ეუბნება ცოლს: დედაკაცო, მიდი, ერთი მზითევში რომ საოჯახო ალბომი მაიტანე, ის მაიტა აქაო... მაროს გაუხარდა: რა იყო მიხო, მოგენატრნენ ჩემებიო?!... მამენატრნენ კი არა, კეთილები უნდა გაგინო და არავინ გამამრჩესო....
 იუმორი ერთია, მაგრამ ანეკდოტის მოყოლაც უნდა იცოდე. მომწონს, მაგალითად, ლელა წურწუმიას მოყოლილი ანეკდოტები. ძალიან მაგარია, ორივე ხელი ამიწევია მის წინაშე, შეიძლება, მომიგოს კიდეც. ასევე, ძალიან მაგარია მერაბ სეფაშვილი. ლელას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მე და მერაბი ერთად ვსწავლობდით და მისი იუმორი წლებია, ვიცი. ლელას მოყოლილი ანეკდოტები ტელევიზორში მაქვს მოსმენილი. ამაშიც ძალიან ნიჭიერი გოგოა.
– გერმანიაში როდის ბრუნდებით?
– მაისის ბოლოს უნდა ჩავიდე. პრეზენტაციაა დაგეგმილი იმ დროისთვის ჰიმნის, რომელიც მე დავუწერე 5-მილიონიან კონტინგენტს.
– ვინ არიან ისინი?
– რუსულენოვანი გერმანელები, რომლებიც 200 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ქალაქ აუქსბურგის გუნდმა უნდა შეასრულოს ეს ჰიმნი ორკესტრთან ერთად, რომლის პრეზენტაციაც ერთ-ერთ დიდ საკონცერტო დარბაზში იგეგმება. ამის მერე გამოვა თხელი წიგნი ამ ჰიმნის ნოტებით, ჩემი ბიოგრაფიით და ინფორმაციით ჩემი შემოქმედების შესახებ. ასევე, გამოვა სიდი, რომელზეც მხოლოდ ჰიმნი იქნება ჩაწერილი. 
– საავტორო უფლებები და მუსიკალური გაერთიანებები ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური თემაა. თუ ხართ რომელიმე მუსიკალური გაერთიანების წევრი?
– ახლახან საქართველოს ავტორთა საზოგადოებაში გავწევრიანდი. გერმანიაში უარი ვთქვი „გემაზე.” ამ კუთხითაც პატრიოტი ვარ. მირჩევნია, ქართულმა ავტორთა საზოგადოებამ აიღოს პროცენტები, ვიდრე სხვა ქვეყანამ. ორივეში რომ ვყოფილიყავი, არ შეიძლებოდა, ამიტომ  არჩევანი გავაკეთე.

скачать dle 11.3