კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სევდის ხიბლი!



სევდა ერთგვარი ტრენინგია პიროვნული ზრდისთვის. ის საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი და უფრო ჰარმონიული ურთიერთობა დავამყაროთ როგორც ჩვენს მეორე „მესთან“, ასევე, გარშემო მყოფებთან. არასდროს მოგიწყენიათ უმიზეზოდ – მაშინ, როცა საქმეები თითქოს კარგად მიდის და, ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზეა? ნუ შეშფოთდებით და ნურც იმას შეეცდებით, ხელოვნურად გამხიარულდეთ. სევდა შესანიშნავი ემოციაა, თანაც, ძალიან სასარგებლო. მოწყენილი ხართ და სევდა შემოგაწვათ – განა, რა უნდა იყოს ამაში კარგი ან სასარგებლო?! ჯერ ერთი, სევდის გარეშე სიხარულიც არ იქნებოდა. კონტრასტების აუცილებლობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.  სევდა ცუდი ამინდივით არის – ზოგჯერ წვიმა და ქარიც ხომ საჭიროა, მზემ რომ გაგახაროს?!
სევდას ახასიათებს ისეთი ღირსებებიც, რომ ვერც ერთი დადებითი ემოცია ვერ გაუტოლდება...
მოულოდნელი სევდა ხშირად დიდი, ქარიშხლისებური სიხარულისა და ბედნიერების შემდგომ არის დამახასიათებელი. თითქოს სპეციალურად მოდის, რომ ემოციური ფონი გაანეიტრალოს და დაგვასვენოს. როგორც ცნობილია, ბევრი სიხარულიც სტრესია. ამიტომაც, სევდას მშვიდად შეხვდით, თუმცა, ერთი სევდიანი საღამო სრულიად საკმარისია. მერე კი ნეგატივისგან უნდა გათავისუფლდეთ. ფსიქოლოგები ამტკიცებენ: ადამიანი, რომელმაც იცის სევდა, კეთილშობილი და დადებითი პიროვნებააო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვეულებრივ გადაგვაქვს ჩვენი ემოციები იმათზე, ვინც გვერდით გვყავს. მთავარია, არ იფიქროთ, რომ მარტო თქვენ სევდიანობთ, გარშემო კი ყველა ბედნიერია.
სევდას მთელი არსებით უნდა მიეცეთ – ისე, რომ გულისა და სულის სიღრმეებს ჩასწვდეთ. ამოიღეთ მესხიერებიდან ყველაფერი, რამაც ოდესღაც გული გატკინათ, ცოტათი წაისევდიანეთ და იფიქრეთ იმაზე, რომ ხვალ აუცილებლად მზიანი დღე გათენდება.

ჩვეულებრივი მამაკაცი

არავითარი განსაკუთრებული ღირსებები, არანაირი ნიშნები იმისა, რომ თქვენ წინაშე სუპერგმირია. გიკვირთ კიდეც, როგორ შემიყვარდაო, თუმცა, არც რამე საშინელი და გამოუსწორებელი ნაკლი აქვს. ერთი სიტყვით, აბსოლუტურად ჩვეულებრივი, ნორმალური კაცია; პრობლემებიც ისეთივე აქვს, როგორც ყველას; სიხარულითაც ჩვეულებრივად უხარია; აქვს პატარ-პატარა წარმატებები; შეიძლება, იუმორის კარგი გრძნობაც ჰქონდეს, ან, მოსმენა იცოდეს (სხვათა შორის, ეს უკვე ღირსებაა).
როგორია იდეალური პარტნიორი ასეთი მამაკაცისთვის? – ზუსტად ასეთივე, ჩვეულებრივი ქალი, არაფერი განსაკუთრებული, თუმცა, გამოკვეთილი ხასიათით, ნაკლები პრეტენზიებითა და პარტნიორის გაგების სურვილით.
თუ თქვენი ცხოვრების თანამგზავრი, მოკრძალებული ამბიციებისა და მოთხოვნების მქონე მამაკაცია, ნუ მოითხოვთ მისგან, საკუთარ თავს აჯობოს და რაღაც ასეთი მოიმოქმედოს,  რომ მთელი ქვეყანა აალაპარაკოს. უბრალოდ, წაახალისეთ მისი ის თვისებები, რომლებიც, ასე თუ ისე, მას სხვებისგან გამოარჩევს. შეგიძლიათ, კარგი თვისება თავად თქვენ აღმოაჩინოთ მასში და წინ წამოსწიოთ. ამ ყაიდის მამაკაცი იმით არის კარგი, რომ სწრაფად ერგება იმ გარემოსა და ურთიერთობებს, რომელშიც აღმოჩნდება. ამ გარემოს კი, მოგეხსენებათ, ქალი ქმნის. ასე რომ, თქვენზეა დამოკიდებული, გადაიქცევა თუ არა ჩვეულებრივი მამაკაცი ყველაზე, ყველაზე კარგ და სამაგალითო ქმრად!

სიყვარული და ოჯახი

ადამიანი იმიტომ იბადება, რომ გასცეს და მიიღოს სიყვარული. ეს არის მისი რეალური დანიშნულება. მით უფრო, თუ ქალზეა საუბარი – ის სიხარულისა და აღმაფრენის ყველაზე დიდი მიმნიჭებელია. როცა გიყვარს, შენთვის შეუძლებელი უკვე აღარაფერია, ორისთვის კი ეს, მით უმეტეს, დიდი და სერიოზული ძალაა. სწორედ იმიტომ იქმნება ოჯახი, რათა გაერთიანდეს ორი ადამიანის სიხარული, სიყვარული და ძალა. თუ ეს ერთიანობა რეალურია და არა პირობითი, ასეთ ოჯახს წინ ვერაფერი დაუდგება. როცა ორი გული ერთად ძგერს, მათ ენერგეტიკას შესწევს უნარი, ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.
მიზანი ყოველთვის კონკრეტულია, ის მიმზიდველი და საინტერესო უნდა იყოს, ცოტათი დამაინტრიგებელიც, გავსებდეს ენერგიით და მოქმედების სურვილით. სხვანაირად ცხოვრება ცარიელი და უინტერესო იქნებოდა.
მიზანი არ არის ოცნება და თუ თქვენი ოცნება ოჯახს უკავშირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სიყვარული მიზნის შემადგენელ ნაწილად უნდა აქციოთ. ისწავლეთ იმის დაფასება, რაც უკვე გაქვთ. მიიღეთ სიამოვნება უკვე მოპოვებულით.
შეიტანეთ პოზიტიური ენერგია ოჯახში. სიყვარული თავად არის პოზიტივი. მაგრამ, თუ არ გაუფრთხილდებით და მასში ნეგატივს შეიტანთ, მაშინ ოჯახში მუდმივად იქნება არეულობა, კონფლიქტი და სტრესული სიტუაციები.
გინდათ, ოჯახში თავი მყუდროდ და კომფორტულად იგრძნოთ? მაშინ შეეცადეთ, დღეში თუნდაც ერთხელ, წუთით მაინც შეიგრძნოთ მოზღვავებული ბედნიერება. ეს ძნელი არ არის. უბრალოდ, უნდა იცოდე, როგორია ბედნიერების სწორი განსაზღვრება. საყვარელი ყავის სურნელმაც შეიძლება, ბედნიერება მოგგვაროთ, ან სასიამოვნო მოგონებამ, საყვარელი ადამიანის ღიმილმა და ჩახუტებამ. ერთი სიტყვით, თქვენ გაიხსენით მის შესახვედრად და ბედნიერებაც მოვა. ბედნიერების განცდა კი ოჯახში უნდა „დაიხარჯოს“. ისევე, როგორც თქვენი სიყვარულის მარაგი.
გათვლები თუ... ნდობა?!

იქნებ მითია, რომ ქალები ბუნებით მამაკაცებზე გაცილებით ერთგულები არიან და რამდენიც არ უნდა იფიცონ კაცებმა, მათი ნდობა მაინც არ შეიძლება. ამ მოსაზრებაში სიმართლის დიდი მარცვალია. მამაკაცებს, ყოველ შემთხვევაში, მათ უმრავლესობას, სურვილი აქვთ, ჰყავდეთ გამგები, მგრძნობიარე, ყურადღებიანი, მშვიდი და ალერსიანი პარტნიორი. ჰმ, რატომაც არა?! – თუმცა, მხოლოდ მათ უმცირესობას აქვს გაცნობიერებული, რომ თავადაც უნდა გაიღოს რაღაც და ეს რაღაც, სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთგულებაა.
მამაკაცი ბუზღუნებს, როცა ქალის მავნე ჩვევებს ამჩნევს. მავნე ჩვევებია: ტელეფონზე დიდხანს საუბარი, სიგარეტი (შედარებით ნაკლებად), სარკის და კარადის წინ ტრიალი შეკითხვით – რა ჩავიცვა? წუწუნი, რომ ჭურჭლის რეცხვამ და სადილების კეთებამ ძალიან დაღალა.
საკუთარი მავნე ჩვევები და ცუღლუტობა, არც კი განიხილება. ერთი მსუბუქი რომანი? – ეს რა სალაპარაკოა, – ისე იტყვის მამაკაცი, თითქოს გადაგდებულ სიგარეტის კოლოფზე ლაპარაკობდეს, და იქვე დაამატებს, ეს ქალების ახირებააო. ნურას უკაცრავად. ქალების ახირება სწორედაც რომ არაფერ შუაშია. მამაკაცების ორგულობა ფაქტებით, თანაც მეცნიერულით დასტურდება. ისინი გვამცნობენ, რომ მამაკაცს ცხოვრების განმავლობაში, იმ პერიოდიდან, როცა ოჯახის უღელში გაყოფს თავს, მინიმუმ 3-4 სასიყვარულო ინტრიგა მაინც აქვს. ქალები მაქსიმუმ 2 ინტრიგამდე თუ გაქაჩავენ. ისიც, ძალიან მცირე რაოდენობა.
თუ ჩაატარებთ გამოკითხვას, ნახავთ, რომ მამაკაცების 90 პროცენტს, უნდა პატიოსანი და ერთგული პარტნიორი, მაგრამ ამ 90 პროცენტიდან რამდენია, მზად, თავადაც კუბოს კარამდე უერთგულოს საყვარელ არსებას?!

скачать dle 11.3