კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 19 წლის, მინდა გავიკეთო ყურების პლასტიკა. უსაფრთხოა თუ არა ეს ოპერაცია და რამდენ ხანს გრძელდება რეაბილიტაციის პერიოდი?
პასუხი: ყურის ნიჟარების კორექცია შეიძლება 6 წლის ასაკიდან. ოპერაცია ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით (მცირეწლოვნებში – საერთო ნარკოზით). ოპერაციის ხანგრძლივობა 1-1,5 საათია. 2 საათში შეგეძლებათ სტაციონარის დატოვება. გადახვევა – 24 საათში ერთხელ. ნაკერების მოხსნა არ არის საჭირო, ძაფები იწოვება. შეხვეული უნდა გქონდეთ 8 დღის განმავლობაში. 2 თვე არ შეიძლება მძიმე ფიზიკური დატვირთვა, 10 დღე – აბაზანის მიღება.
კითხვა: ვარ 46 წლის, დიაგნოზი – რეინოს სინდრომი. ამბობენ, რომ არ იკურნება. როგორ მოვიქცე?
პასუხი: მთავარია, დადგინდეს რეინოს სინდრომის მიზეზი: თუ ეს კისრის მალების ოსტეოქონდროზია, მისი მკურნალობა უნდა დაიწყოთ; თუ ამინდის ცვლილება და სიცივე  – კიდურები სითბოში უნდა გქონდეთ და მიიღოთ სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატები.
კითხვა: მშობიარობის შემდეგ ფეხებზე სისხლძარღვოვანი „ვარსკვლავები“ გამიჩნდა. როგორ შეიძლება მათი მოშორება იმ პირობით, რომ ბავშვს ძუძუთი ვკვებავ?
პასუხი: სკლეროთერაპია ადგილობრივი პროცედურაა და თქვენთვის დასაშვებია, უნდა გაკეთდეს ზამთარში ან შემოდგომაზე, მაგრამ რეციდივებისგან ეს არ დაგიცავთ. თავიდან უმჯობესია პროფილაქტიკური საშუალებები (კომპრესული ტრიკოტაჟი, ვარჯიში, გელების გამოყენება).
კითხვა: ექოსკოპიურად დამიდგინეს მარცხენა სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომა. შეიძლება თუ არა ლაზერული ქირურგიის საშუალებით მისი ამოკვეთა?
პასუხი: ექოსკოპიის დასკვნა არ ნიშნავს დიაგნოზს. ქირურგიული ჩარევის გადაწყვეტილებას იღებს ექიმი-მამოლოგი ორგანოს დათვალიერების, პალპაციის,  ექოსკოპიისა და წარმონაქმნის პუნქციის საფუძველზე. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, სარძევე ჯირკვლის წარმონაქმნების სამკურნალოდ ლაზერული ქირურგია არ გამოიყენება.
კითხვა: მაქვს ზედმეტი წონა, გახდომას ვერ ვახერხებ. მითხრეს, რომ წურბელების გამოყენებით შეიძლება წონაში დაკლება. მართალია თუ არა ეს?
პასუხი: ზედმეტი წონის პრობლემა (ჰორმონული დარღვევების შემთხვევების გარდა) დაკავშირებულია არასწორ კვებასთან, კერძოდ, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ბალანსის დარღვევასთან, კალორიების მიღება-ხარჯვასთან. ამიტომ, ნებისმიერი მეთოდი (წურბელების ჩათვლით) კვების რეჟიმის გარდა, არაეფექტურია.
კითხვა: დედა 53 წლისაა. აქვს  ტკივილები მკერდში. რომელ დღეს უნდა გაიკეთოს სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია, თუ მენსტრუაცია აღარ აქვს?
პასუხი: სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერითი გამოკვლევა მენოპაუზის პერიოდში  ნებისმიერ დროს შეიძლება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

скачать dle 11.3