კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე ცნობილი მომღერალი ფეხბურთელები

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების უმეტესობა, გარდა იმისა, რომ თავისი საქმის პროფესიონალია, ასევე, სხვა საქმეშიც წარმატებას აღწევს, იქნება ეს პოლიტიკა, ბიზნეს-მენეჯმენტი, კინომსახიობობა თუ მუსიკა. განსაკუთრებით მუსიკაში არაერთმა ვარსკვლავმა გამოიჩინა თავი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანელი ხულიო იგლესიასია. საქართველოში ახალ წლებზე ჩამოსული ვარსკვლავი, წარსულში მადრიდის „რეალის” გოლკიპერი იყო. თუმცა, ტრავმის გამო ნაადრევად მოუწია კარიერის დასრულება და სახელი სწორედ მომღერლობით გაითქვა. „თბილისელების” ამ ნომერში წარსულისა და აწმყოს ფეხბურთის ვარსკვლავებს გაგაცნობთ, რომლებმაც ძალები მუსიკაში მოსინჯეს.
სლავენ ბილიჩი – ხორვატია
ხორვატიის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი, რომლის გაწვრთნილი გუნდი საქართველოს ნაკრებმა თავისი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მატჩში დაამარცხა, ფეხბურთელობის დროს საკმაოდ წარმატებული მცველი იყო და ხისტი თამაშით გამოირჩეოდა. ამას გარდა, ბილიჩი ენთუზიასტი მელომანიც ყოფილა. ტრეშ-მეტალ ჯგუფ Rawbau-სთან ერთად, გასტროლებზეც კი დადიოდა და რიტმ-გიტარაზე უკრავდა. უკანასკნელად ბილიჩმა ჯგუფთან ერთად, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დაუკრა.
კევინ კიგანი – ინგლისი
ინგლისის ნაკრებისა და გერმანული „ჰამბურგის” ლეგენდამ, „პუდელად” წოდებულმა, კევინ კიგანმა 1979 წელს ვიდეოკლიპი გადაიღო რომანტიკულ სიმღერაზე – Head Over Heals in Love და თავისი საშინელი ვოკალით გააკვირვა ქომაგები. სიმღერის ავტორი ცნობილი კომპოზიტორი და შემსრულებელი კრის ნორმანი იყო. კიგანის ბალადამ ინგლისურ ჩარტებში 31-ე პოზიცია, ხოლო გერმანიაში მეათე ადგილი დაიკავა.
ალექსი ლალასი – ამერიკის შეერთებული შტატები
ამერიკის შეერთებული შტატების ექსცენტრიკულმა მცველმა, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი უჩვეულო იერით განთქმულმა ალექსი ლალასმა სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, წარმატებული კარიერა აიწყო მუსიკალურ სფეროში. ლალასი ქანთრის სტილში გამოდიოდა და ორი სოლო ალბომი ჩაწერა. გარდა ამისა, ფეხბურთელს გასტროლები ჰქონდა ამერიკის შტატებში.
პოლ გასკოინი – ინგლისი
სანამ საბოლოოდ გალოთდებოდა, ქარიზმატულმა გაზამ, ანუ პოლ გასკოინმა, ინგლისის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ნახევარმცველმა, ჯგუფ Lindisfarne-თან ჰიტური კომპოზიცია – Fog on the Tyne Revisited ჩაწერა. სიმღერა ბრიტანეთის კუნძულებზე, ადგილობრივ ჩარტებში, მეორე ადგილზე გავიდა და მელომანთა მოწონება დაიმსახურა.
რაიან ბაბელი – ჰოლანდია
ჰოლანდიის ნაკრებისა და გერმანული „ჰოფენჰაიმის” შემტევმა ნახევარმცველმა, რაიან ბაბელმა ჰოლანდიურ ჯგუფ „რიოსთან” ერთად, ერთ-ერთ კლიპში გარეპა. ამ ჟანრის მცოდნეების თქმით, რეპის წაკითხვა მას საკმაოდ კარგად გამოუვიდა. საფეხბურთო ექსპერტების თქმით, ფეხბურთის თამაში ბაბელს რეპის წაკითხვაზე უარესად გამოსდის და შესაძლოა, კარიერის დასრულების შემდეგ, მან სწორედ მუსიკალურ სამყაროს მიაშუროს.
დიდიე დროგბა და მიკაელ ესიენი
ლონდონის „ჩელსის” აფრიკელმა ვარსკვლავებმა 2007 წელს ჩაწერეს  ანტირასისტული სიმღერა – skins და სინგლის გაყიდვიდან შემოსული თანხა ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვთა დახმარების ფონდში გადარიცხეს. მოგვიანებით, დროგბამ და ესიენმა კიდევ ერთ „არისტოკრატთან” ფრანგ, ფლორან მალუდასთან ერთად, ჯგუფი ჩამოაყალიბეს, რომელსაც თავიანთი კლუბის სასახელოდ  და რომან აბრამოვიჩის გასახარად, „ჩელსი” უწოდეს.
ჯონ ოლდრიჯი და სტივ მაკმაჰონი – ირლანდია
1988 წელს „ლივერპულის” ნახევარმცველ კრეიგ ჯონსონს გუნდისთვის ჰიმნის ჩაწერის იდეა მოუვიდა. კომპოზიციას Anfield rap ეწოდა და მთავარი შემსრულებლები: თავდამსხმელი – ჯონ ოლდრიჯი და ნახევარმცველი – სტივ მაკმაჰონი იყვნენ. კომპოზიციამ მესამე ადგილი დაიკავა ინგლისურ ჩარტებში.
პელე – ბრაზილია
პლანეტის ნომერ პირველი ფეხბურთელი, ისევე ვირტუოზულად ფლობს გიტარას როგორც ბურთს. ედსონ არანტეს დუ ნასიმენტოს სამშობლოში რამდენიმე ალბომი აქვს გამოშვებული სამბას სტილში.
ენდი კოული – ინგლისი
1999 წელს „მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა, ენდი კოულმა ჩაწერა სინგლი – Outstanding, თუმცა კოულის ვოკალური მონაცემები აშკარად ჩამოუვარდებოდა მის ბომბარდირულ თვისებებს – სიმღერა, გარდა იმისა, რომ ინგლისური ჩარტების ტოპ-40-შიც კი ვერ მოხვდა, ასევე ბოლო გამოდგა დამწყები მუსიკოსისთვის.
გლენ ჰოდლი და კრის უოდლი – ინგლისი
ლონდონის „ტოტენჰემისა” და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა – კრის უოდლმა და გლენ ჰოდლმა 1987 წელს ჩამოაყალიბეს დუეტი „გლენ ენდ კრის” და ჩაწერეს სინგლი „დაიმონდ ლაითს”, რომელიც ბრიტანული ჩარტების მეთორმეტე პოზიციაზე მოხვდა. გარდა ამისა, კომპოზიცია მოხვდა იმ წლის მუსიკალურ კრებულში – Top of the Pops. ფეხბურთელებმა ამ სიმღერაზე ვიდეოკლიპიც გადაიღეს. გადაღების დროს კრის უოდლს ახალი გაკეთებული ჰქონდა ოპერაცია მარცხენა ხელზე და კლიპში ის გიტარის გარეშე მღეროდა.
P.S. თავიანთი მუსიკალური შესაძლებლობები სხვადასხვა დროს გამოავლინეს: მორტენ პედერსენმა, ეგორ ტიტოვმა, რუსლან ნიგმატულინმა, ჯიბრილ სისემ, კარლოს ტევეზმა, რუდ გულიტს, ჯონ ბარნმა, იან რაიტმა, ჯუზეპე ჯანინიმ და სხვა ცნობილმა ფეხბურთელებმა.

скачать dle 11.3