კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უნაყოფო ლეღვის ხეზე

„ერთ კაცს ლეღვის ხე ედგა თავის ვენახში. მივიდა და ნაყოფს ეძებდა, მაგრამ ვერაფერი იპოვა. ვენახის პატრონმა მევენახეს უთხრა: აგერ, მესამე წელია, ამ ლეღვის ხეზე ნაყოფს ვეძებ და ვერ ვპოულობ. მოჭერი, სულ ტყუილად აცდენს ადგილს. მევენახემ მიუგო: ბატონო, წლეულსაც აცალე, ძირს შემოვუბარავ და სასუქს დავუყრი, იქნებ ივარგოს და ნაყოფი გამოიღოს, თუ არადა, გაისად მოვჭრი“.
ლუკა 14, 6-9.
ხე ნაყოფით იცნობა, კაცი კი – საქმით
ხე მართლაც ჰგავს ადამიანს, იზრდება, რტოებს ხელებივით შლის, ფოთლის შრიალით გვეჩურჩულება და თავისი საქმეც აქვს – დასიცხულებს მოგვიჩრდილებს, ჰაერს კეთილად განაზავებს და ნაყოფით გვასაზრდოებს.
„ხე – ხილიო, ხილი ხისგან იცნობაო“, – ამბობს ქართული ანდაზა. უნაყოფო ხეხილის მოჭრას გლეხკაცი არ ჩქარობს, ჯერ რამდენჯერმე შემოუქნევს ცულს დასაშინებლად, ერთ მოსხმასაც დააცლის და, თუ მაინც არ ივარგა, მაშინღა მოჭრის.
ეს ხალხური გამოცდილება აირეკლება უფლის იგავში „უნაყოფო ლეღვის ხე“. საქართველოში მეტად უჩვეულოა ვენახში ჩარგული ლეღვის ხე. პალესტინაში კი, დღემდე ვაშლის ხესაც კი რგავენ ვენახში.
თურმე, სამი წელი სავსებით საკმარისია, რათა დარწმუნდე, ხე ნაყოფიერია თუ არა. ვენახის პატრონი ამიტომ ელოდებოდა ლეღვის ხის ნაყოფს სამი წელი, მერე კი ბრძანა, უნაყოფოა და მოჭერითო. უფალი იმ ცოდვილს აფრთხილებს, რომელიც არა და არ ინანიებს თავის ცოდვებს, სინანულის ნაყოფს დროზე არ გამოიღებს.
ვენახის პატრონი უფალი ღმერთია. მან ჩაყარა ვენახი – შექმნა სამყარო, სადაც დამკვიდრდა კაცთა მოდგმა, ანუ ლეღვის ხე. ვინც თავის დროზე არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს და არ მოინანიებს ცოდვებს, მოქნეული ცულივით გაიცემა ბრძანება – „მოჭერით!“ მაშინ სხვადასხვა განსაცდელით გამოფხიზლებული ცოდვილი თავის ცოდვა-მადლზე, სულის გადარჩენასა და საუკუნო ცხოვრებაზე დაფიქრდება.
ჯვარცმული იესო ქრისტე ყველა ცოდვილის გადასარჩენად შუამდგომლობს ზეციერი მამის წინაშე. ის ამ მევენახესავით გამოითხოვს ხოლმე სასჯელის გადადებას: ცოტა ხანს კიდევ აცალე, აგერ, მეც შევეწევი, იქნებ, სარეველასავით მოდებული ცოდვები ამოძირკვოს, თავმდაბლობასა და მორჩილების სითბომ გაციებული გული გაუთბოს და სინანულიც ეწვიოსო.
ყოვლად სულგრძელი უფალი იმისთვის კი არ გვაცლის, რომ ცოდვები განვაახლოთ და გავამრავლოთ. ეს დრო სინანულის კეთილი ნაყოფის გამოსაღებად გვეძლევა: თუ არც სიყმაწვილეში ისწავლი, არც ახალგაზრდობაში მოეგები გონს, არც მწიფულობა მოგარჯულებს და სიბერეშიც ვერა და ვერ ივარგებ – უეჭველად მოიკვეთები და უნაყოფო ხესავით დაიწვები ჯოჯოხეთის გაუნელებელ ცეცხლში.
ნუ დარჩები უნაყოფოდ, რადგან ყოვლადმოწყალე უფალს ეს არ ნებავს.

скачать dle 11.3