კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

მამათა შეგონებანი

მიხეილ პოზმანსკი: აღსარება, ანუ გასაგონად წარმოთქმა, არის შინაგანი სინანულის გამოხატვა, მისი შედეგი და მაჩვენებელი. და, რა არის სინანული? იგი მხოლოდ საკუთარი ცოდვიანობის შეგნება-გააზრება ან საკუთარი თავის უღირსობის მარტივი აღიარება არ არის. არც დაშვებულ დაცემებსა და სისუსტეებზე გლოვა და წუხილია, არც მარტოოდენ დანანება (თუმცა, ყველა ეს მომენტი შედის სინანულში). სინანული არის გამოსწორების ნების გამოვლინება, სურვილი და მტკიცე გადაწყვეტილება უკეთეს მიდრეკილებებთან ბრძოლისა.
იოანე დამასკელი: ღმერთმა შექმნა ადამიანი ცოცხალ, გონიერ არსებად, რომელიც აქ, ქვეყნიურ წუთიერ ცხოვრებაში, როგორღაც წარიმართება და შემდეგ სხვა ადგილას, ანუ ზეცად, მომავალ საუკუნო ცხოვრებად გადასახლდება; და შეჰქმნა იგი, – ჰოი, მიუწვდომელო საიდუმლოებავ! – აღჭურვილი ღმრთისკენ მსწრაფველი ძალითა და უნარით, ანუ შეჰქმნა ისეთ არსებად, რომელსაც ძალუძს განღმრთოება ღვთაებრივი განათლებისა და შემოქმედ ღმერთთან ზიარების გზით, მაგრამ, რომელიც არ გარდაიქმნება საღმრთო არსებრიობად.
გრიგორ პალამა: გონებად იწოდება ჩვენი შემეცნებითი ქმედებაც, ანუ აზრთა აღმოცენება და ფიქრი და ის ძალაც, რომელიც აღმოაცენებს მათ; ეს ძალა საღმრთო წერილში გულადაც იწოდება. სწორედ ამ გონებითი ძალის გამო, რომელიც უმთავრესია ჩვენს ადამიანურ ბუნებაში მოქმედ სხვა ძალთაგან, ჩვენს არსებაში დამკვიდრებული უკვდავი სული არის მოაზროვნე, გონიერი რამ; ლოცვებით გამოწრთობილ-განწმედილი გონებით ქმედება მდგომარეობს განუწყვეტელ ფიქრში შემოქმედ ღმერთზე, მის დიდებულებასა და უსაზღვროებაზე და ამით გონება უმჯობესი და წმიდა ხდება. მაგრამ, აუცილებელია, სულის ყველა სხვა ძალაც განიწმიდოს, რამეთუ ადამიანის სული ისეთი ერთიანი რამაა, რასაც მრავალი სხვადასხვა ძალა აქვს და, თუ ერთშიც კი ამ ძალთაგან ბოროტება შეიპარა, იგი მთლიანად შეიბილწება, რადგან სულის ყველა ძალა მჭიდრო ურთიერთკავშირშია. სწორედ მისი ამ მთლიანობის გამო.
ნიკოდიმოს ათონელი: ეშმაკი უამრავ სხვადასხვა ბადეს ხლართავს, რათა მათი მეშვეობით ადამიანთა სულები შეიპყროს და დაღუპვისკენ უბიძგოს მათ. ორი მათგანი არის უსაქმურობა და მეტისმეტი საქმიანობა. უსაქმურობა, რომლის გამოც ადამიანი ზის და სიზარმაცისგან იხრწნება, ყოველგვარი განკითხვის ღირსია და, მეტისმეტი საქმიანობაც, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი განუწყვეტლივ დაკავებულია ათასგვარი საქმით, ორივე ეს, ცხონებას უშლის ხელს.
პაისი მთაწმინდელი: სულიერი სიმართლე ნიშნავს წმიდა ზრახვებს, რომელიც განანათლებს გონებას და განწმენდს გულს, რომელშიც გამუდმებით იმყოფებიან ქრისტე და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. დიდი ყურადღება, თვითდაკვირვება და ლოცვა ძალიან ეხმარება სულიერი სიმართლის მოპოვებაში. ლოცვა აუცილებელია სულის განსაწმენდად, ხოლო კეთილგონიერება – კეთილი სულიერი მდგომარეობის შესანარჩუნებლად. რა თქმა უნდა, ეს ცხოვრება დასასვენებელი სახლი არ არის: მასში არის სიხარული, მაგრამ, არის მწუხარებაც, აღდგომას ჯვარცმა უძღვის წინ, განსაცდელის დარტყმები აუცილებელია ჩვენი სულის ცხონებისთვის, სხვაგვარად ის არ განიწმინდება.
მათე მახარებელი: მაშინ მივიდა მასთან პეტრე და უთხრა: „უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემ წინააღმდეგ რომ შესცოდოს? შვიდჯერ?“ უთხრა იესომ მას: „მე არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ, სამოცდაათის შვიდჯერ“.

скачать dle 11.3