კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს იტალიელ მაფიოზებთან ნიუ-იორკში მცხოვრებ ზურა მაჭარაშვილს და სად შეხვდა ის ფილმის „გოგონა დრაკონის ტატუთი” ვარსკვლავს რუნი მარას

დიდი ხანია, რაც ქართველი ზურა მაჭარაშვილი ნიუ-იორკში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და ამერიკულ კინოინდუსტრიაშია ჩართული. ზურა მსახიობია და მისი ბოლო ფილმებიდან აღნიშვნის ღირსია ნიკოლას ქეიჯისა და ნიკოლ კიდმანის მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „რას მალავს ტყუილი”, სადაც მან ეპიზოდური როლი შეასრულა. თუმცა, ის ფაქტი, რომ ასეთი დონის ვარსკვლავებთან ერთად აღმოჩნდა გადასაღებ მოედანზე, აღსანიშნავია. სულ ახლახან კი, ზურა ნიუ-იორკში, პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებას შეუდგა როგორც რეჟისორი. ამ და სხვა ამბებზე სასაუბროდ ზურას ნიუ-იორკში დავუკავშირდით.

ზურა მაჭარაშვილი: თრილერის ჟანრში ვიღებ ფილმს, რომლის სახელწოდებაა Deep Haze – ქართულად „ღრმა ბურუსი”. პირველად ვიღებ სრულმეტრაჟიან ფილმს, როგორც რეჟისორი. ეს ჩემი დებიუტია და ფილმში ასევე, ვთამაშობ მთავარ როლს. ჩემი გმირი ნიუ-იორკში მცხოვრები ხულიგანია სახელად – ანურო ვესპუჩი. ის არასწორად ცხოვრობს, ყაჩაღობით ირჩენს თავს. ერთხელაც ჰოსპიტალში მოხვდება 24 დღით და ამ დროის განმავლობაში მის სულში ჩასახლდება დემონი. ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ ის ხდება ბოროტმოქმედი და არავის ინდობს – გაუპატიურება და ხოცვა-ჟლეტა მისთვის ჩვეული საქმეა, ამის გამო მას ზედმეტსახელად „ღრმა ბურუსს” შეარქმევენ. ანურო ნიუ-იორკის ყველაზე საძულველ პიროვნებად იქცა, რომლის მოკვლა თითოეული მოქალაქის მიზანია, თუმცა, მისი დამარცხება შეუძლებელია, რადგან დემონური ძალები აძლიერებენ. ფილმის დასასრულს საიდუმლოდ დავტოვებ და დანარჩენს მაყურებელი თავად იხილავს.
– ფილმის გადაღებები როდის დასრულდება და, როდის შედგება პრემიერა?
– ფილმი სრულად იქნება მზად ზაფხულში, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში. პრემიერაც ამ პერიოდში შედგება ამერიკაში. მინდა, ფილმის საქართველოში ჩვენება მოხდეს, თუმცა რამდენად გამოვა ეს, ჯერ ვერაფერს გეტყვით, პროდიუსერებზე ვარ დამოკიდებული. პრემიერამდე ვაპირებ ფილმის ფრაგმენტების განთავსებას „იუთუბიზე”, რომ მაყურებელმა ნახოს, რას ვიღებ. კინოფესტივალებზე ვგეგმავთ ფილმის გაგზავნას – ამერიკის მასშტაბით დაახლოებით ათ სხვადასხვა ფესტივალზე.
– მკაცრი და მომთხოვნი თუ ხარ გადასაღებ მოედანზე და თუ მონაწილეობს ფილმში სხვა ქართველი?
– ძალიან მკაცრი და მომთხოვნი ვარ. არ ვუყურებ, ვის რა დამსახურება აქვს და რა ასაკისაა, თუ რაიმე არ მომწონს, პირდაპირ ვეუბნები ამას და სცენას თავიდან ვიღებთ. რაც შეეხება გადამღებ ჯგუფს, ყველანი პროფესიონალები არიან, მათ შორის ერთი ქართველიც არის, ალექსი ალექსიძე. ნიჭიერი მსახიობია, დიდი ხანია, წამოსულია საქართველოდან, ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს. მაფიოზის შეხედულება აქვს. იტალიელი მაფიოზები რომ არიან ფილმებში, ზუსტად ისეთი (იცინის).
– ფილმის გადაღება სად მიმდინარეობს?
– სცენების უმეტესობას ნიუ-იორკში ვიღებთ, ასევე – ლუიზიანას და კონეკტიკუტის შტატებში.
– ვინ არის პროდიუსერი და, საიდუმლო თუ არაა, რამდენია ფილმის ბიუჯეტი?
– ნიუ-იორკში რამდენიმე მცირე კინოკომპანიაა, რომლებიც ასეთ პროექტებს აფინანსებენ, ასეთია: ამერიკული – Live Star Creations, კიდევ ეკვადორული კომპანიაა, რომელიც ადრე მომღერლებს აფინანსებდა და ახლა ფილმების დაფინანსებაც დაიწყო. მათთან ვთანამშრომლობ. ასევე, არის სხვა კომპანიებიც და საერთო ჯამში, გროვდება თანხა, რომლითაც შესაძლებელია კარგი ფილმის გადაღება. ფილმის ბიუჯეტი დაახლოებით ერთ მილიონ დოლარამდე აღწევს. ამ ფილმის გარდა, კიდევ 5-6 გამზადებული სცენარი მაქვს და წარმატების შემთხვევაში, კვლავ გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა – ისევ დამაფინანსებენ.
– ვიცით, რომ მიკი რურკთან მეგობრობ, სხვა ჰოლივუდელ ვარსკვლავებს ხომ არ შეხვედრიხარ ბოლო ხანებში?
– ნიუ-იორკში ერთ-ერთ წვეულებაზე შევხვდი რუნი მარას. ახლახან გამოვიდა ფილმი „გოგონა დრაკონის ტატუთი”, სადაც მან მთავარი როლი ითამაშა. მოწვევები მომდის ხოლმე ასეთ „ივენთებზე” და იქ ვნახე. სასიამოვნო პიროვნებაა. ბევრი იდეა აქვს და ისიც მზადაა ახალი როლებისთვის, უნდა, რომ სულ იღებდნენ. ფილმს „გოგონა დრაკონის ტატუთი“ ის ძალიან მოუხდა და ჩემი აზრით, ამ წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია. დიდი ხანია, ჰოლივუდში ასეთი სიღრმისეული და აზრიანი ფილმი არ გადაუღიათ. იქ სულ აქცენტი „ექშენზე”, ეფექტებზე კეთდება და სასიამოვნოა, რომ ასეთი ფილმიც გადაიღეს. კიდევ გამოვყოფდი სტივენ სპილბერგის „ომის ცხენს”. მთელი ფილმი ცხენის ისტორიაზეა და სპილბერგმა შესანიშნავად ასახა ეს ეკრანზე. ახლა მოწვევა მომივიდა ნიუ-იორკის მოდის კვირეულიდან (ინტერვიუ ჩაწერილია 12 თებერვალს – ავტორი). ვაპირებ, დასწრებას და სავარაუდოდ, იქ კიდევ სხვა ვარსკვლავებს ვნახავ.
– კინოს გარდა, რით ხარ დაკავებული, ვიცი, რომ ფეხბურთი გიყვარს ძალიან.
– გადაღებების გამო დრო ძალიან ცოტა მაქვს. მაგრამ, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, მაშინვე ვიკრიბებით მეგობრები და ფეხბურთს ვთამაშობთ. მე სულ „რეალის” მაისური მაცვია თამაშის დროს. ჩემი ძმა და მეგობრები კი, მაძალებენ, რომ „ბარსელონას” მაისური ჩავიცვა. სიმაღლეში 170 სანტიმეტრი ვარ, შავგვრემანი და მეუბნებიან, ლიონელ მესის უფრო ჰგავხარ ვიდრე კრიშტიანუ რონალდუსო (იცინის). ამას წინათ, ერთ-ერთ გუნდთან ვთამაშობდით  და ხალხი ესწრებოდა. იმათი ლაპარაკი გავიგე – აი, მესი თამაშობსო (იცინის). მესის რა შემატყვეს არ ვიცი, მაგრამ ჩემი ძმა (ალექსანდრე მაჭარაშვილი – ავტორი) გატაცებულია ფეხბურთით. „ნიუ-იორკ რედ-ბულსში” ვარჯიშობდა. 17 წლის გახდება მალე და არ ვიცი, გადაწყვეტს  ფეხბურთს გაჰყვეს, თუ სხვა პროფესიას აირჩევს.
– მომავალში რა გეგმები გაქვს, ხომ არ აპირებ საქართველოში ჩამოსვლას?
– უკვე ვთქვი, რომ კიდევ 5-6 ფილმის სცენარი მაქვს მზად და მათზე მუშაობას ვაპირებ. გარდა ამისა, სულ ვმუშაობ საკუთარ თავზე. მინდა, წინ წავიწიო კარიერაში, უფრო მეტს მივაღწიო ნიუ-იორკში და შემდეგ უკვე ლოს-ანჯელესში გადასვლაზეც ვიფიქრებ. საქართველოში ძალიან მინდა ჩამოსვლა. ფილმის პრემიერა თუ შედგა, აუცილებლად ჩამოვალ, თუ არა და წლის ბოლოსთვის ვეცდები, ჩამოვიდე.

скачать dle 11.3