კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

როდის იქცევა კაცის სიყვარული ნარკოტიკად და რატომ ეწყება ქალს მამაკაცის „ლომკა“

ამბობენ, სიყვარული ბრმააო... ამას ამბობენ, რათა არ აღიარონ ფაქტი. სიყვარულს ვაბრალებთ იმას, რაშიც თავად ვართ დამნაშავენი. ჩვენ თვალებს ზოგჯერ სწორედ მაშინ ვხუჭავთ, როცა პირიქით, რაც შეიძლება, ფართოდ უნდა გავახილოთ. ვუყურებთ და ვფიქრობთ გულით, როცა გონების გააქტიურებაა საჭირო და აუცილებელი. ერთი სიტყვით, თუ სიყვარული პრობლემად და თავის ტკივილად გვექცა, ეს მხოლოდ ჩვენი „დამსახურებაა“ და არა იმის, ვინც ჩვენი გონების თვალი „დაახშო“. იდეალებს ხომ თავად ვქმნით და მერე, რეალობა მწარე და მტკივნეული ხდება. ადრე თუ გვიან, სიმართლეს მაინც ვუსწორებთ თვალს. ეს გარდაუვალია. ამიტომ, აუცილებელია, ყველაზე დიდი გრძნობაც კი „ჩარჩოებში“ მოვათავსოთ, რომ ჩვენი პიროვნება არ შეიწიროს.

თეონა (29 წლის): მამაკაცებში არასდროს მიმართლებდა. ამას ვამბობ ზოგადად, თორემ ჩემს ანგარიშზე, როგორც პარტნიორი, მხოლოდ ორი მამაკაცია. მეორე ის კაცია, ვისაც ცოლად უნდა გავყვე. პირველმა კი, აღარც ვიცი, რა ვთქვა, ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა – ამომიტრიალა და საგიჟეთს დაამსგავსა. ჩემზე ყოველთვის ამბობდნენ, რომ ჭკვიანი, ინტელექტუალური, განათლებული და ეფექტური ვარ. მაგრამ 27 წლამდე ნორმალური თაყვანისმცემელი არ მყოლია.
– „ნორმალური მამაკაცი“ თქვენთვის როგორია?
– გეტყვით. მივხვდი, რაც იგულისხმეთ. გადაჭარბებული პრეტენზიები და განსაკუთრებული მოთხოვნები მამაკაცის მიმართ არასდროს მქონია. სულ ვამბობდი, მთავარია, ვუყვარდე და პატივს მცემდეს-მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი მეგობრები და ნაცნობები შეყვარებულს შეყვარებულზე იცვლიდნენ, მე კი ზედ არავინ მიყურებდა. არადა, თქვენც ხომ მხედავთ, როგორი გარეგნობა მაქვს. არ იფიქროთ, ვინმეზე უკეთესად მომაქვს თავი, ან ვამტკიცებ, რომ ძალიან მაგარი ვარ. უბრალოდ, ისეთებს უდგანან გვერდით მართლა სუპერმამაკაცები, გული მწყდებოდა.
– ვიზუალი ხშირად მატყუარაა. არავინ იცის, როგორია ის „სუპერმამაკაცი“ რეალურ ცხოვრებაში.
– გეთანხმებით. ზოგი მართლაც ცარიელი „სპეცეფექტებია“. თუმცა, მამაკაცს მაინც ეტყობა, რეალობაში რას წარმოადგენს. მე ყოველთვის საღად ვაფასებდი სიტუაციასაც და პარტნიორებსაც, მაშინაც კი, როცა უზომოდ შეყვარებული ვიყავი. ჩემი პირველი თაყვანისმცემელი საშინლად მოსაწყენი ვინმე იყო, უსუსური „დედიკოს ბიჭი“. ბამბაში გაზრდილი და შეფუთული, კომპლექსებით სავსე. თავიდან საკუთარ თავს ვეუბნებოდი, უნაკლო ვინ არის, სამაგიეროდ, განათლებულია, ნაკითხი, სამსახური აქვს, არ ეწევა, არ სვამს, ქალებში გართული არ არის, მისგან კარგი ქმარი გამოვა-მეთქი...
– 27 წლის ასაკში ასე სჯიდით?
– დიახ. იმიტომ, რომ გრძნობა არ მქონდა და მხოლოდ გონების კარნახით ვხელმძღვანელობდი, თუმცა, არასწორად. რად მინდოდა ისეთი ქმარი, რომელიც იქით უნდა დამეცვა და რომელთანაც მოწყენილობით მოვკვდებოდი. როგორც იქნა, მივედი ამ დასკვნამდე და პირდაპირ ქუჩაში მივატოვე, ერთ-ერთი პაემნისას, ისე, რომ არაფერი ამიხსნია. სხვათა შორის, არც დაურეკავს. ეტყობა, ვერ გაბედა, თუმცა, მე უკვე აღარ მაინტერესებდა. ჩემს ცხოვრებაში სიყვარული მოვიდა. ოღონდ, არაფერი დამიგეგმავს. შემთხვევით გავიცანი. ჩემი თანამშრომელი, ქმართან იყო ნაჩხუბარი და მთხოვა მის მეგობარს უნდა დაველაპარაკო და, გამყევიო. პირველი ჩვენი შეხვედრა ჩხუბით დამთავრდა. მე ჩემი თანამშრომლის ინტერესებს ვიცავდი, ის – თავისი მეგობრისას და საკმაოდ უარყოფითი შთაბეჭდილება დამრჩა. მერე, მოულოდნელად, დამირეკა, შევხვდეთო. ავმჩატდი და წავედი შესახვედრად. მაშინღა შევაფასე რეალურად. ისე მომეწონა, მთელი ღამე მასზე ვფიქრობდი. მაშინვე ვუთხარი საკუთარ თავს, ეს კაცი ჩემი უნდა გახდეს-მეთქი.
– აი, ასე, რადიკალურად?
– წარმოიდგინეთ, როგორ გადავირიე. როგორ მომივიდა აზრად, რომ ასეთი მამაკაცი მარტო იქნებოდა. მხოლოდ ჩემნაირ რომანტიკოს იდიოტს თუ დაემართებოდა ეს.
– ცოლი ჰყავდა?
– ცოლი არა, მაგრამ პარტნიორ-მეგობრები – საკმარისზე მეტი. სხვათა შორის, არც დაუმალავს და მითხრა, რეალურად, მე ასეთი უტვინო თოჯინები არ მხიბლავს. უბრალოდ, ვერთობი. სერიოზული ურთიერთობა მხოლოდ ისეთ ქალთან მექნება, რომელმაც კარგად იცის საკუთარი თავის ფასი, უვლის თავს, სულ ფორმაშია, ჭკვიანი, განათლებული და საინტერესოაო.
– ძალიან მაღალი მოთხოვნები წამოუყენებია.
– დიახ. ძალიან. მე არასდროს ვყოფილვარ ზედმეტად თავდაჯერებული და ამბიციური. მაგრამ ჩემში რაღაც „ჩაირთო“. ჩაირთო ავტომატურად, თითქოს ამ კაცმა სპეციალურ კნოპს დააჭირა თითი. მე მასთან შეხვედრამდე არ ვიცოდი, რას ნიშნავს, გინდოდეს მამაკაცი მთელი არსებით, სულის შეგუბებამდე და ვნებით აკანკალებამდე. ის ჩემი სუპერგმირიც იყო, უნიკალური და ერთადერთი მამაკაცი. შეიძლება, ილუზიაც შევიქმენი, მაგრამ ფაქტია, რომ საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. აქტიურ მოქმედებაზე გადავედი. ჩემში სხვა ადამიანი გავაღვიძე. დიახ, მე გავაღვიძე.
– მის ნაკლს ვერ ხედავდით თუ არ ხედავდით?
– ვხედავდი. მაგალითად, როცა რამე არ მოსწონდა, საკმაოდ უხეშად და პირდაპირ გამოთქვამდა უკმაყოფილებას. მაგრამ, ამას არ შევუჩერებივარ. ეს კაცი იდეაფიქსად მექცა. ან ეს იქნება ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, ან საერთოდ არავინ მჭირდება-მეთქი. დანარჩენები, სხვა მამაკაცებს ვგულისხმობ, ერთნაირად „სულერთნი“ გახდნენ ჩემთვის.
– ანუ, სხვა მამაკაცებიც გამოჩნდნენ?
– თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენიმე ერთად გამოჩნდა. არ ვიცი, რა შეიცვალა ჩემში, მაგრამ თაყვანისმცემლები ნაწვიმარზე ამოსული სოკოებივით მომრავლდნენ, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთს არ ვანებივრებდი ყურადღებით. ის ადამიანიც მათ შორის იყო, რომელიც მალე ჩემი ქმარი უნდა გახდეს. წარმოუდგენელი რაღაცეები ჩავიდინე ჩემი ოცნების მამაკაცის ხელში ჩასაგდებად. მთელ ხელფასს ახალ „ნარიადებში“ ვხარჯავდი. სოლარიუმში სიარულს მოვუხშირე. კვირაში სამჯერ მაინც მივდიოდი სილამაზის სალონში. საკუთარი თავი ბრძოლაში გამოვიწვიე. პრაქტიკულად, არაფერს ვჭამდი და ძალიან ცოტა მეძინა. ისე გავხდი, დედაჩემი ლამის გავაგიჟე. ექიმთან წადი, რაღაც გჭირსო, მეუბნებოდა. ემოციებით გადაღლილი მაინც ბედნიერი ვიყავი და მიღირდა მსხვერპლი, რომელსაც ამ მამაკაცის გვერდითი ყოფნისთვის ვიღებდი. მე ასე მინდოდა. საკუთარ თავს რატომღაც ჩავუნერგე, რომ სხვა მამაკაცი, ყოველ შემთხვევაში, ნორმალური, ჩემს ცხოვრებაში აღარ იქნებოდა.
– როგორ გგონიათ, რატომ იქცა ის თქვენს იდეაფიქსად?
– მეც დიდხანს ვეკითხებოდი ამას საკუთარ თავს. შეიძლება, იმიტომ, რომ გრძნობა დიდი ხნის ლოდინის მერე მოვიდა ჩემთან და დიდი მასშტაბით, ისე რომ, ფაქტობრივად, დამანგრია. ზოგადად,  მორიდებული ვარ. მაგრამ იმდენი სიჯიუტე და მიზანდასახულება აღმომაჩნდა, თავადვე გამიკვირდა. საკუთარ თავს ვუმეორებდი: „მე ის მჭირდება, მჭირდება, მჭირდება... ეს კაცი აუცილებლად გახდება ჩემი“.
– ეს სიყვარული იყო?
– ჰო, აბა, რა იყო? სიყვარული ყოველთვის ერთნაირი არ არის. მაგალითად, უმრავლესობას მიაჩნია, რომ ურთიერთობაში არაფერია სტაბილურობაზე  მოსაწყენი. რომ საიმედოობა და ერთფეროვნება ოჯახური რუტინის განუყოფელი ნაწილია. ყველას გვინდა, ქარიშხლისებური გრძნობა, ემოციები და გიჟური ვნება დაუსრულებლად გრძელდებოდეს. მეც ზუსტად ასე ვფიქრობდი და სამწუხაროდ, ვცდებოდი. ამ ადამიანთან სრული ეიფორია მქონდა, რომელმაც ნახევარ წელზე მეტხანს გასტანა. „ტყავიდან ამოვძვერი“ და ჩემსას მივაღწიე. ყველას მამჯობინა და შემომთავაზა, მასთან გადავსულიყავი. არც დავფიქრებულვარ, მიუხედავად ჩემი მშობლების წინააღმდეგობისა. ტრადიციული ოჯახისთვის ჩემი ნაბიჯი შოკი იყო. ისინი კი „იმშვიდებდნენ“ თავს და ყველასთან ამბობდნენ, რომ გავთხოვდი, მაგრამ მე არც კი მიკითხავს იმისთვის, რა აზრის იყო ქორწინებაზე. იცით, რა მჭირდა? ერთ წუთსაც ვერ ვძლებდი მის გარეშე. სამსახურში ეკლებზე ვიჯექი და უამრავ მესიჯს ვწერდი. ისიც მპასუხობდა. მერე ვურეკავდი, რომ მისი ხმა გამეგონა. თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი სახლში და გული ამოვარდნაზე მქონდა. უბედნიერესი ვიყავი შაბათ-კვირას, როცა არსად არ ვიყავით წასასვლელები და შეგვეძლო, საერთოდ არ ავმდგარიყავით ლოგინიდან.
– ესე იგი, თქვენს ურთიერთობაში მაინც კარგი სექსი იყო გადამწყვეტი.
– არა, არა, ამას ვერ ვიტყვი. მარტო სექსი არ ყოფილა. ჩვენ ვავსებდით და ვცხოვრობიდით ერთმანეთით. მაგრამ მერე იმას მოვწყინდი. სულ მქონდა იმის განცდა, რომ სახურავის კიდეზე ვზივარ და სადაცაა, ჩამოვვარდები. არც ვიცი, ეს როგორ ავხსნა. სიტყვებით ამის გადმოცემა ძნელია. ფაქტია, რომ თავს ვიტყუებდი, როცა ვფიქრობდი, რომ ის იყო ის ერთადერთი მამაკაცი, რომელთანაც სიცოცხლეს დავამთავრებდი.
– რატომ?
– იმიტომ, რომ სტაბილურობა მისთვის ძალიან უცხო იყო. დიახ, მე მინდოდა სტაბილურობა. მინდოდა საიმედოობა და ერთგულება. მას კი ამის მოცემა არ შეეძლო. ვცოფდებოდი, როცა თავის „ყოფილებზე“ იწყებდა ლაპარაკს და ჩვენს ურთიერთობას ადარებდა. ვხედავდი, რომ ვიღაცეებს ემესიჯებოდა და თვითონაც მოსდიოდა მესიჯები. ვეღარ გავუძელი და ეჭვიანობის სცენა მოვუწყვე. გაუკვირდა, რა დღეში ხარ, შენი თავი ჩემი ცოლი ხომ არ გგონია. ჩვენი ურთიერთობა შეიძლება ჰგავს ოჯახს, მაგრამ არანაირი ერთგულების ფიცი მე შენთვის არ მომიციაო. მაშინვე მინდოდა მისგან გაქცევა, მაგრამ ვერ შევძელი. ეს სიყვარული ნარკოტიკი იყო და მე ამ კაცზე „ლომკა“ მეწყებოდა, როგორც კი ვეღარ ვხედავდი. ვცადე, საკუთარი თავისთვის შთამეგონებინა, რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ეს წყლის ნაყვა იყო, სრული უაზრობა. გავიქეცი, მაგრამ, ხომ იცით, რა ემართება ნარკომანს „წამალს“ ერთბაშად რომ აიკრძალავს. ავად გავხდი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. საკმაოდ დიდხანს მომწონდა „ბრიტვის“ პირზე სიარული და საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა... მაღალ სიცხეებს მაძლევდა. ციებიანივით ვკანკალებდი და ფეხზე დადგომა არ შემეძლო. დედაჩემმა თითქმის გამომიგლოვა. სასწრაფოც რამდენჯერმე გამოიძახა. ვიწექი და სიცოცხლე აღარ მინდოდა. რამდენიმე დღე გაგრძელდა ჩემი სრული აპათია და უიმედობა. მერე მოვიდა... „ის“. მეგონა, თავისით. თურმე, დედაჩემს გადაუბიჯებია თავმოყვარეობისთვის და დაურეკავს მისთვის. ეტყობა, არ ელოდა, ასეთ მდგომარეობაში თუ მნახავდა... მოკლედ, შევრიგდით და ისევ გადავედი მასთან. ისევ მოვიტყუე თავი, რომ ამჯერად ყველაფერი კარგად იქნებოდა. ჩუმად მაინც ვტიროდი. ქალი ყოველთვის გრძნობს სიყალბესაც და მოახლოებულ კატასტროფასაც. ნამდვილი ისტერიკა დამემართა. ეს იყო კულმინაცია. მაგრად ვებღაუჭებოდი და მთელი ხმით ვკიოდი, არსად გაგიშვებ-მეთქი.
– ეს უკვე შერიგების შემდეგ?
– დიახ. იგივე განმეორდა. მესიჯები... ზარები... ეჭვი იმისა, რომ მღალატობდა. მოკლედ, არაფერი შეცვლილა. ისევ თან მდევდა განცდა, რომ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებოდით. მე ცხოვრების თანამგზავრს ვეძებდი და გადავაწყდი კაცს, რომელიც ლამის ბედისწერად მექცა. ცოტაღა მაკლდა თვითმკვლელობამდე. მთელი სერიოზულობით გეუბნებით ამას. არაფერია იმაზე საშინელი, იძინებდე საყვარელი ადამიანის მკლავებში და იცოდე, რომ დიდხანს მასთან ვერ იქნები, რომ შენი დრო დათვლილია. ვეწამებოდი. რა იყო შემდეგ? ნერვული აფეთქებები. ვსვამდი ანტიდეპრესანტებს. ლამის სერიოზულად „შევჯექი“ ამ წამლებზე. ერთი-ორი საშინელი ისტერიკის შემდეგ მე თვითონ წავედი.
– როგორი რეაქცია ჰქონდა ხოლმე თქვენს ისტერიკებზე?
– ცდილობდა, დავემშვიდებინე. მასმევდა წამალს, წყალს, მერე მიდიოდა, რამდენიმე საათით იკარგებოდა. დავბრუნდი სახლში, მაგრამ მხოლოდ ფიზიკურად. მთელი არსებით, ფიქრებით, აზრებითა და ემოციებით იმასთან დავრჩი. ფოტოებს ვეფერებოდი და ძველი მესიჯების კითხვაში ვატარებდი დღეებს. მეგონა, გავგიჟდებოდი. სამსახურიდანაც კი წამოვედი... გამომიშვეს. აბსოლუტურად, შრომისუუნარო ვიყავი. სიყვარულმა მხოლოდ პრობლემები შემიქმნა, ნარკომანად მაქცია, ოღონდ ჩემი „წამალი“ ის ერთადერთი მამაკაცი იყო, რომლის მიმართაც, სერიოზულად ვამბობ, ნამდვილი „ლომკა“ მქონდა. მკურნალობაც ისეთი დამჭირდა, როგორც ნარკომანს და ნელ-ნელა „გამოვძვერი“.
– და ახლა თხოვდებით?
– ფაქტობრივად, გათხოვილი ვარ უკვე. ჩემმა ქმარმა ყველაფერი იცის ჩემ შესახებ და ძალიან დამეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში. ისეთი ვუყვარვარ და ვუნდივარ, როგორიც ვარ. მეც ვეცდები, მადლიერება გამოვიჩინო და კარგი ცოლი ვიყო. შვილები მეყოლება და ბედნიერიც ვიქნები. იქნებ, ნელ-ნელა საერთოდ „წავშალო“ მეხსიერებდიან ჩემი წარსულის სულისშემხუთველი აჩრდილი.

скачать dle 11.3