კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

რამ ჩააგდო შოკში ვანიკო თარხნიშვილი და საიდან უნდოდა თიკა ფაცაციას გაქცევა

სრულიად საქართველო გრანდიოზული მეგა-შოუს – „ნიჭიერის” დაწყების მოლოდინშია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, სავსე იქნება უამრავი სახალისო, საშიში და სევდიანი ნომრებით. შოუს უცვლელი წამყვანები თიკა ფაცაცია და ვანიკო თარხნიშვილი არიან, რომლებიც დღეს განვლილ ქასთინგებსაც იხსენებენ.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია თიკა ფაცაცია
– რასთან დაკავშირებით მიემგზავრები დღეს ოკეანის მიღმა? რა წესია, ვერ გავიგე შენ ამერიკაში მიდიხარ და მე თბილისში ვრჩები! (იცინიან).
– ვიცი შენი სიყვარული ამერიკის მიმართ. ჩვენ სპექტაკლი მიგვაქვს – „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს”. ეს უკვე ჩვენი მეორე გასტროლია ამერიკაში.
– რამე ფესტივალია?
– არა, ფესტივალზე არ ჩაგვაქვს, რიგითი გასტროლია. ათი დღით მივდივარ. ამერიკაში ადრეც სპექტაკლით ვარ წასული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნის მიმართ მაინც დიდი მოლოდინები მაქვს. ვიცი, რომ ბევრ ახალ აღმოჩენას გავაკეთებ ჩემთვის. მაგრამ, დღეს ისეთი საგიჟეთი მაქვს, რომ ამერიკაზე ვერ ვფიქრობ. გაფრენის წინ ბარგს მილაგებენ, გადასახადებს ვიხდი, ინტერვიუს ვიძლევი და საღამოს უკვე აეროპორტში უნდა ვიყო – ამეზილა თავში ყველაფერი (იცინიან).
– მოდი, „ნიჭიერზე” მომიყევი. შენი აზრით, რით იქნება წლევანდელი შოუ გამორჩეული და განსაკუთრებული?
– როგორც ყველა წინა სეზონი ესეც განსაკუთრებული, განსხვავებული და საინტერესო იქნება. აღმოვაჩინეთ ახალი ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით წარმოაჩენენ საკუთარ ნიჭს. მთავარი მრავალფეროვნებაა, რაც წელს აუცილებლად იქნება. მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელის.
– შენზე ვინ მოახდინა განსაკუთრებული შთაბეჭდილება?
– ჯერჯერობით თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან. იყო რამდენიმე მონაწილე, ვისმა ნომრებმაც შოკში ჩამაგდო, ისე გამაკვირვა და, ჩვენს ემოციებს ამასთან დაკავშირებით მაყურებელი სულ ცოტა ხანში ნახავს. არიან ძალიან საინტერესო მომღერლები, აკრობატები... საინტერესო ნაკადია და, დამიჯერეთ, ძალიან მაგარი შოუ იქნება. იყო ცრემლებიც, სიხარულიც, სიხალვათეც და ყველაფერი კარგი.
– ფრენის არ გეშინია?
– არა, საერთოდ არ მეშინია, უბრალოდ, მეზარება. დაახლოებით თოთხმეტი საათი უნდა ვიყო გზაში. საშინელებაა. სანამ ადაპტაციას გაივლი, გადაერთვები იქაურ დროზე და მოერგები სიტუაციას, უკან უნდა წამოხვიდე.
– მოდი, რადგან მიდიხარ, მოგზაურობაზე ვისაუბროთ. ყველაზე კარგად თავი რომელ ქვეყანაში იგრძენი და, საქმიანად ჩასული, ყველაზე სავსე საიდან დაბრუნდი. რომელ ქვეყანაში ესმით თეატრი კარგად, სად იყო კარგი მაყურებელი?
– მიყვარს თან შრომა და თან გართობა, სხვანაირად დასვენებაზე არ ვგიჟდები. თუკი სადმე ვარ ნამყოფი, ძირითადად, სპექტაკლებით ვიყავი ჩასული, დასასვენებლად თითქმის არასდროს ვყოფილვარ, თურქეთის კურორტებს თუ არ ჩავთვლით. ან გასტროლი მაქვს, ან ფესტივალია, ან – რაღაც მსგავსი. როდესაც შენს ნაშრომს, რომელზეც ძალიან, ძალიან დიდი ენერგია და ნერვები გაქვს დახარჯული, კარგი შეფასება აქვს, რომ მოგიწონებენ შედეგს და კარგი რეცენზიები დაიწერება, ეს ძალიან დიდი სიხარულია. მართალია, ზოგი ქვეყანა უფრო მეტად მოგწონს, ზოგი კი ნაკლებად, მაგრამ, თუ სპექტაკლს დადებითი შეფასებები მოჰყვება, ის უკვე მიყვარს. ისე, შეფასების კუთხით, მაინც ბრიტანეთს გამოვარჩევ. კარგი გემოვნება აქვთ, იციან კარგი სპექტაკლის ფასი.
– ედინბურგის ფესტივალზეც ხომ იყავით?
– კი, ედინბურგის ფესტივალზე ორჯერ თუ სამჯერ ვარ ნამყოფი. ეს არის ერთი ჩვეულებრივი, წყნარი ქალაქი, სადაც ზაფხულობით ფესტივალი და სრული საგიჟეთი იწყება. ყველგან სცენაა: ქუჩაში, სადარბაზოში, მიწისქვეშა გადასასვლელში, ცაში; ყველგან რაღაც შოუა, რაღაც ხდება, მაყურებელი დგას. თან შრომა და თან დასვენება გამომდის და ყველაზე კარგი შთაბეჭდილებებით მაინც ედინბურგიდან ვბრუნდები ხოლმე.
– ზაფხულში ისეთი  დასვენება თუ გიყვარს – სერფინგებით, წყლის თხილამურებით და ასე შემდეგ.
– (იცინიან) შორიდან ეს ყველაფერი ძალიან მომწონს და მიყვარს, მაგრამ, არც ერთხელ არ მომიწია, რომ ასე გავრთობილიყავი. ძირითადად, სულ შრომითი მივლინებები მაქვს ხოლმე, როგორც კომუნისტების დროს იტყოდნენ.
– ამ შენს გიჟური ცხოვრების ტემპს სერიალიც დაემატა, სადაც ჯერ ერთ ეპიზოდში გამოჩნდი და მერე მოუხშირე და მოუხშირე გამოჩენას. როგორც ჩანს, მაყურებელს შენი პერსონაჟი მოეწონა.
– დიდი მადლობა, თუ ასეა. ჯერჯერობით მაინც იშვიათად ვჩნდები სერიალში, ისევ და ისევ ჩემი გრაფიკის გამო მიფრთხილდებიან. ამ ეტაპზე, მივლიან, მეწყობიან და ჩემს საგიჟეთს ითვალისწინებენ. რომ ჩამოვალ, ცოტა დავალაგებ სიტუაციას, გრაფიკს ზუსტად განვსაზღვრავ და, ალბათ, უფრო მეტი დრო მექნება სერიალისთვისაც. როგორც დავთვალე, სამი სამსახური მაქვს ამ ეტაპზე. სულ დროის დეფიციტს, განვიცდი, მაგრამ იმდენად მივეჩვიე და მიყვარს ეს საქმე, სხვანაირად ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ვანიკო თარხნიშვილი
– „ნიჭიერის” ისტორიას ბევრნაირი თიკა ახსოვს: თვალზე ცრემლით, ბედნიერი, აღტაცებული...
– მერე მაყურებელიც ამყვება და ერთად ვტირით ხოლმე. წლევანდელი „ნიჭიერი”, შენ ძალიან კარგად იცი, ჩემო ვანიკო, რომ ამ მხრივ გამორჩეული ნამდვილად იყო, თუმცა, მგონი, შარშან უფრო ბევრი ვიტირე. შარშან სიმღერებმა იმოქმედა ჩემზე, წელს კი ასეთი ემოციური ნამღერი ან მომღერალი, რომლის ისტორიაც ჩვენზე ამ მხრივ იმოქმედებდა, შედარებით ნაკლებად იყო. მახსოვს ერთი, გოგონა, რომელიც ქვიშაზე ხატავდა ძალიან მაგრად. ომგამოვლილ გოგონას, აგვისტოს ომს ვგულისხმობ, ძალიან მტკივნეული ისტორია ჰქონდა. სწორედ ომის თემაზე ხატავდა და ეს ყველაფერი ისეთი ემოციური იყო, ცრემლი ვერ შევიკავე. კიდევ, იყო ერთი ბიჭი, რომელმაც თავისი ადამიანობითა და უზენაესი ხარისხის თვისებებით ამატირა. სხვებსაც მისცა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება, იცხოვრო, მიუხედავად ყველაფრისა.
– შენი აღტაცება და გაკვირვება რომელმა მონაწილემ გამოიწვია?
– აკრობატი გოგონები, მოცეკვავე გოგონა, რომელიც ულამაზესად ცეკვავდა თავისუფალ ცეკვებს. ძალიან საყვარელი ბავშვები გვყავს, ვანიკო, დამეთანხმე. 4 წლის მედოლე გვყავდა, ზღაპარი ბავშვია, უსაყვარლესი. იმდენი ნომერი ვნახეთ, ყველა არ მახსენდება ასე ერთბაშად, მაგრამ, მაყურებელი ნელ-ნელა ყველას ნახავს.
– „ლაივების“ დაწყებას ელოდები?
– კი. სასწაულად მომნატრებია მაყურებელი. საოცარ ადრენალინს ვიღებ სცენაზე პირველი გაქცევის დროს, სანამ ჟიური მოვა. დარბაზი რომ აჟრიამულდება, იწყება ტაში და ყვირილი, ფეხზე ადგომა. ძალიან ემოციურია.
– კულისებში პირველი გასვლაა სასწაული, ბედნიერები რომ ვუყურებთ ერთამენთს და ვხვდებით, ეს ყველაფერი როგორ გვენატრება.
– 12 მარტს დაიწყება შოუ და ჩვენც თავიდან ბოლომდე გადავეშვებით საქმეში. ჩვენ კი არა, დღეს ქუჩაში ვინც შემხვდა, ყველამ მკითხა, „ნიჭიერს„ ველოდებით, როდის იწყება, როდისო.
– ჩემს ჩამოსვლას უნდა დაელოდოთ (იცინიან).
– კი, აბა როგორ?! დროზე ჩამოდი და საჩუქარიც ჩამომიტანე. ისე, ნერვები მეშლება, რომ შენ მიდიხარ ამერიკაში და მე არა. ამერიკაში შენ რა გინდა, ჩემი ქვეყანაა. წარმოიდგინე, რა დღეში ვარ, შენ რომ მიდიხარ?!
– წამოდი (იცინიან).
– ჩემი და ამერიკის „ლავ სთორი” დიდი ხნის წინ დაიწყო, თვითონ შემაყვარა თავი ეგრევე. რომ ჩავედი, მითხრა, ის ვარ, ვისაც ეძებდიო და მერე აღარც მომინდა სხვაგან გახედვა. არ ვიცი, რამ იმოქმედა ასე – ხალხმა, ჰაერმა, ადგილებმა, აზროვნებამ თუ თავისუფლების ხარისხმა... ეს არის ქვეყანა, სადაც შეგიძლია, ყველაფერს მიაღწიო. შეიძლება, ქუჩაში მიდიოდე და უცებ, „შლოპანცებით” საყიდლებზე გამოსულის ლივ ტაილერი შემოგეჩეხოს. თან, თუ იცნობ, ამით ძალიან ბედნიერი იყოს. ეს არის ქვეყანა, სადაც გგონია, რომ ყველაფერს შეძლებ და ეს შეგრძნება ძალიან სასიამოვნოა.
– მაგრამ, სულ მაინც ვერ დარჩი.
– სამი წელი ვიცხოვრე, მაგრამ, მერე წამოვედით. მე იქ ვარ, სადაც ჩემი ოჯახია. ჩემი ქმარი წამოვიდა და წამოვედით. პირველი წელი გიჟივით ვიყავი, არ მაინტერესებდა არაფერი, უკან მინდოდა წამოსვლა; მეორე წელს ცოტა შევეგუე და მესამე წელს უკვე სახლში ვიყავი, ვერც კი წარმომედგინა მის გარეშე ყოფნა. აღფრთოვანებული და გადარეული ვიყავი. თან, ვსწავლობდი, საქმე მქონდა. იქ თუ საქმე გაქვს, ათჯერ უფრო მაგრად გრძნობ თავს, ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოახდინო. თუ სულ არა, ერთი წლიდან ნახევარი წელი მაინც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ამერიკაში.
– ევროპაში თუ იცხოვრებდი?
– ალბათ, ვერა. ერთადერთი ლონდონი მივამსგავსე ამერიკას რაღაცეებით და ამიტომ მომეწონა. მაგრამ, ახლა ლონდონში წასვლის ისეთი ბუმია, რომ ცოტა მაღიზიანებს (იცინიან). არ მინდა ლონდონი. ევროპის ქვეყნები უფრო ნაკლებად ტემპიანი მგონია და ამიტომ ვამბობ, ვერ გავჩერდები-მეთქი. არ ვიცი, ვერ ვიცხოვრებ ისეთ ქვეყანაში, სადაც მდორედ მიედინება ყოფა, მოსაწყენია ყოველდღიურობა. ვიწყენ.
– სიმღერასთან დაკავშირებით რაც ხდება, ვიცი – გავიგე, რომ ამ საქმესაც არ აკლებ ყურადღებას.
– ნამდვილად, ჩემო ვანიკო, და ვარ ასე: ხან ერთ, ხან მეორე რადიოში. აქტიური ვარ და ვგიჟდები, ისე მიხარია. ჩემი ლილიკო ნემსაძე მყავდეს კარგად და ძალიან ბევრს ვიმღერებ. ორი სიმღერა მომცა. დღეს ახალი სიმღერა მივიტანე რადიოში და, ვნახოთ, როგორი გამოხმაურება ექნება. დღეს პრემიერა მქონდა.
– რა მაგარია! რა სიმღერაა?
– ოო, ახალი ჟანრი ვსინჯე. ძალიან ახალი ჟანრი, არც რეპია, არც ჯაზი და სოული, გემრიელი  ქართული სიმღერაა, გულს რომ გაუხარდება და ცეკვა რომ მოგინდება, ისეთი.
– „დოლარები ცვიოდეს” სტილში?
– დაახლოებით მაგ განწყობისაა. განწყობა ერთია – გინდა ცხოვრება და ყველაფერი გიხარია. ჰიტობა ემუქრება ამ სიმღერასაც. წინა გამოცდილება იმდენად კარგი იყო, რომ ხელახლა მოვსინჯე თავი ამ ჟანრში. კლიპის გადაღებას ჯერ არ ვაპირებ, რა აზრი აქვს?!
– ხომ არის რაღაც მუსიკალური ტელევიზიები?
– სანამ არ შეიქმნება ისეთი ტელევიზია, სადაც გააკეთებენ საინტერესო მუსიკალურ გადაცემებს, ათეულებს; სანამ არ იქნება კონკურენცია, მანამდე კლიპების გადაღებას ჩემთვის აზრი არ აქვს. კონკურენცია გვინდა, დუღილი ამ სფეროში და მერე ყველაფერს ექნება აზრი. – კლიპის გადაღებასაც და ფულის დახარჯვას. მარტო ჩემი თავი რომ გავიხარო, ამდენი ფული არ მაქვს და რა ვქნა?! კლიპი უნდა იყოს ახალი ალბომის სარეკლამო კამპანიის ნაწილი, ახალ ჟანრში თავის მოსინჯვა და რაღაც მსგავსი, ასე უმიზნოდ ვერ გადავიღებ.
– მსახიობის ამპლუაში ძალების მოსინჯვა არ გიცდია?
– ეს იმდენად რთულია, რომ, მივხვდი, ვერ შევძლებ. ორი წელი მუსიკისა და დრამის თეატრში „საშობაო ზღაპარში” ვმონაწილეობდი, ერთ-ერთი მთავარი როლი მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო დრამატული როლი, ვფიქრობ, უფრო რთული იყო. მიუზიკლში ვმღეროდი, ვცეკვავდი, ჩემს სტიქიაში ვიყავი და, მაინც ძალიან გამიჭირდა. პოპულარული სპექტაკლი იყო და ძალიან ბევრჯერ მოგვიწია თამაში. ზოგჯერ ავად ვიყავი, ზოგჯერ – გადაღლილი, მაგრამ, გინდა-არგინდა, მაყურებელს, მით უმეტეს – ბავშვებს, სადღესასწაულო განწყობა უნდა შეუქმნა. საშინლად გამიჭირდა. ყოჩაღ თეატრის ყველა მსახიობს, ვინც ამდენ ენერგიას ახმარს საყვარელ საქმეს, უძლებს ამ რეჟიმს.  თუ კინო იქნება, ვანიკო, შენ განებივრებული ხარ ამით, რამე ფილმში წამიყვანე, საყვარელო (იცინიან). კინოში სიამოვნებით მოვსინჯავდი ძალებს. კარგია, წლები რომ გავა და დავბერდები, ცოტა ახალგაზრდა თიკას შევხედავ  და გამიხარდება.
– აუცილებლად იქნება კინოც.
– დარწმუნებული ვარ. რაღაც, კარგი გაზაფხული მოვიდა: იწყება „ნიჭიერი“, გამოვა ჩემი სიმღერები, ენერგიის მოზღვავება მაქვს, ზამთრის ძილიდან გამოვდივარ დათვივით. გრძელი და ცივი ზამთარი გვქონდა, დროა, ძალები აღვიდგინოთ.

скачать dle 11.3