კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე არ იტყვის არასდროს უარს სალომე შარვაძე და რატომ არის მისი ცხოვრება კურიოზებით სავსე

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების” ერთ-ერთი პერსონაჟი – ქეთი, იგივე სალომე შარვაძე მაყურებელმა წლების წინ სხვადასხვა სერიალით გაიცნო. გარკვეული პროფესიული პაუზის შემდეგ, სალომე კვლავ გამოჩნდა ეკრანზე და ის ბედნიერია, რომ გიორგი ლიფონავასთან ისევ მოუწია მუშაობა. ჩვენს რესპონდენტს ჰყავს მეუღლე, რომელიც ძალიან უყვარს და მის გარეშე ცხოვრება ვერც წარმოუდგენია, და ასევე, 3 წლისა და 8 თვის მართა.

– „ჩემი ცოლის დაქალები,” შენთვის პირველი სერიალი არ არის, ისევე, როგორც გიორგი ლიფონავასთან მუშაობა.
– 2005 წლიდან ვიცნობ გიოს. პირველად სერიალი „საპონი” იყო, მერე „ბიჭები და გოგოები,” მერე რამდენიმე პატარა ეპიზოდი სერიალში „გოგონა გარეუბნიდან”. ახლა კი მოვხვდი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში,” რაც ძალიან მიხარია. სერიალებს ისე შევეჩვიე, ჩვეულებრივი ცხოვრებისეული გავლენაა ჩემთვის, დაძაბული საერთოდ არ ვარ გადაღებისას. გადაღების პროცესი ერთიანად გამჯდარი მაქვს უკვე.
– შენს გმირზე რას გვეტყვი?
– ჩემი გმირი ახლა მშობიარობს. უკვე დედამთილიც გამოჩნდება. ვინ არის, ამას სიურპრიზად დავტოვებ. მამამთილს უნიჭიერესი, ალეკო მახარობლიშვილი თამაშობს. რაც შეეხება ჩემს ქმარს, ჩემი ჯგუფელი და მეგობარი, გიორგი ბოჭორიშვილია. მოკლედ, კარგი ოჯახი იქმნება. გავაჩენ პატარას და მისთვის როლანდის დარქმევასაც გადავრჩები.
– რით ჰგავხარ შენს გმირს?
– ჩემი გმირი ქმარზე და ოჯახზე დამოკიდებული გოგოა. ამ მხრივ მე არავისზე არ ვარ დამოკიდებული. მართალია, მე და ჩემი ქმარი ერთად კარგად ვართ, მაგრამ სულაც არ ვიქნები კმაყოფილი, მასზე რომ ვიყო დამოკიდებული. ყოველთვის მინდა, რომ ჩემი საქმე მქონდეს. რაც შეეხება ხასიათს, მგონი,  ყველა ფეხმძიმე ქალი ერთნაირია და ერთი და იგივე პრობლემები აქვთ. მეც რომ ვიყავი ფეხმძიმედ დაახლოებით იგივეს განვიცდიდი. რადგან ამის გამოცდილება უკვე მაქვს, არც თამაში გამჭირვებია და მიადვილებს მუშაობას. ძალიან ბევრი კითხულობს, მართლა ფეხმძიმედ არისო?
– ჩვენს ჟურნალში შენი ბოლო ინტერვიუ შენს კარიერასთან კავშირში საერთოდ არ იყო. მაშინ შენმა მეუღლემ „ტოტოში“ ჯეკპოტი მოიგო.
– ჩემმა მეუღლემ „ტოტოში“ 390 000 ლარი მოიგო. ეს იყო პირველი ჯეკპოტი. ეს არ იყო ლატარია. ალბათ საკმაოდ კარგად უნდა იცოდე ფეხბურთი, რომ 14-ივე თამაშის შედეგი გამოიცნო. ამან ძალიან გაგვახარა.
– მოგებული თანხიდან სიმბოლურად თუ შეიძინეთ რაიმე სამახსოვროდ?
– კი, რა თქმა უნდა, რაღაც-რაღაცეები ვიყიდეთ. სიმბოლურად კი უდიდესი ჩეკი დაგვრჩა, რომელიც ჩემს მეუღლეს გადასცეს ლატარიის კომპანიის მფლობელებმა.
– შენ თუ ხარ აზარტული?
– არა, საერთოდ არ ვარ აზარტული. რომ მითხრან, უნდა მოიგო, შეავსე ბილეთიო, შეიძლება, დამეზაროს და არ შევავსო.
– რაზე არ იტყვი არასდროს უარს?
– უარს არასდროს ვიტყვი მსახიობობაზე. არასდროს ვიტყვი უარს ბედნიერებაზე, ოჯახზე და რაც მახარებს იმ ყველაფერზე.
– როგორ მოქმედებს შენზე უცნობი ხალხის ყურადღება?
– თავიდან ძალიან კარგი იყო. როცა დავიწყე სერიალში გადაღება და ხალხის ყურადღებასაც ვგრძნობდი, ძალიან მომწონდა. თუმცა, რაღაცეებში ეს ყველაფერი პრობლემას გიქმნის, თუნდაც ის, რომ ჩვეულებრივად ვერ მოიქცევი, ისე, როგორც ადრე. ყურადღების ცენტრში ხარ და მერე შეიძლება, ძალიან ბევრი ამბები მოაყოლონ. ახლა, მით უმეტეს რთულია, როცა ქმარი მყავს. ჭორებიც გაორმაგდება და ორმაგად ყურადღებით უნდა ვიყოთ. ჩემი მეუღლეც იზღუდება. ხომ არიან ჩასაფრებული ადამიანები, რომლებიც სიამოვნებით იტყვიან, იმის ქმარმა ასე და ისე ქნაო. ისე, არასდროს ყოფილა ჩემზე ცუდი და ბოროტი ჭორები, რაც ძალიან მიხარია.
– შვილს სახელი ვინმეს პატივსაცემად დაარქვით?
– არა. ძალიან მომწონდა მართა და კეკე. მერე კეკე გადავიფიქრეთ და მართა დავარქვით. ვერც წარმომიდგენია, სხვა სახელი რომ ერქვას, ისე ამართლებს თავის სახელს. ძალიან ჭკვიანი ბავშვია. ხატვის ნიჭი აქვს. უკვე ისე აფერადებს ნახატებს, რამდენიმე ნამუშევარი ჩარჩოშიც კი ჩავსვით. დადის ბაღში, ძალიან აქტიურია, უყვარს ჩვენი სერიალი და ანასტასიაზე გიჟდება. ძალიან განიცდის, თუ რომელიმე სერიაში არ ვარ. როცა მასთან ერთად ვუყურებ, მეუბნება, ამ სერიაში იმიტომ არ ხარ, ჩემთან ერთად რომ ხარ სახლში. წადი, გადაღებაზეო, მეხვეწება. ძალიან პრანჭიკელაა და უყვარს ფოტოების გადაღება.
– როგორი დედა და მეუღლე ხარ?
– სიმკაცრე ნული მაქვს, ბავშვს საერთოდ ვერ ვეჩხუბები. ყველაფერს ვაბედვინებ, რაც შეიძლება, ბავშვმა გააკეთოს. ბავშვის ცემა-ტყეპა ჩემთვის მიუღებელია. ხელს ვერასდროს დავარტყამ. დედა ძალიან მეხმარება და ნახევრად მასთანაა ბავშვი. გადაღებების გამო ფიზიკურად ვერ ვასწრებ მასთან ყოფნას. რაც შეეხება მეუღლეობას, როცა თავისუფალი დრო გვაქვს, სულ ერთად ვართ. ერთმანეთს ისე ვუგებთ, ვერც კი წარმომიდგენია, მის გარეშე საერთოდ ცხოვრება. ყველაფერს ერთად ვაგვარებთ და ერთმანეთს ყველანაირად გვერდში ვუდგავართ.
– რა პროფესიისაა?
– ჩემი მეუღლე პროფესიით იურისტია. პროფესიასთან ერთად ასაკობრივი სხვაობაც დიდია ჩვენს შორის. 13 წლით უფროსია ჩემზე.
– ზოგისთვის 13 საშიში ციფრია, შენთვის კი ბედნიერი აღმოჩნდა.
– კი, ასეა. ჩვენ მართლა ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი და გამიხარდება, თუ ცხოვრების ბოლომდე ერთად ვიქნებით.
– კურიოზული ადამიანი ხარ?
– ძალიან კურიოზული, სულ რაღაც მემართება. ბოლოს რაც შემემთხვა, იმას მოგიყვებით. დაბადების დღეზე მივდიოდი, ვიპრანჭებოდი, ხელში კაბა მეჭირა, რომელიც უნდა ჩამეცვა. ძალიან მიყვარს ლამაზად ჩაცმა და მოკლედ, ამ კაბაზე მქონდა ყველაფერი აგებული. მანქანაში სარეცხი შევყარე და იქიდან, რომ გამოვედი, კაბა ვეღარ ვიპოვე. ამ დროს ის უკვე სარეცხ მანქანაში ტრიალებდა. ასე დავრჩი კაბის გარეშე. ჩემი ცხოვრება კურიოზებითაა სავსე. გადაღებებზეც არის, მაგრამ ადრე, „საპონის” დროს უფრო მეტი იყო, ახლა – ნაკლებად. შონზო გვყავდა მაშინ გვერდით და აბა, რა იქნებოდა. გადაღების დროს ხან კედელს ჩაწევდა გვერდით და ხან ბალიში მოგვხვდებოდა.
– სერიალის გარდა, რით ხარ დაკავებული?
– ბოლო დროს ძალიან სერიოზულად დავფიქრდი თეატრში მუშაობაზე. წინასწარ არ მინდა რაიმეს თქმა, ვნახოთ, რა გამომივა. სერიალი კი ჩემთვის უცვლელია.
– ოჯახში ერთადერთი მსახიობი ხარ, თუ არის კიდევ ვინმე?
– საერთოდ, მსახიობი ოჯახში კი არა, მთელ საახლობლოშიც მარტო მე ვარ.
– დამყოლი მსახიობი ხარ რეჟისორისთვის?
– მსახიობი  რეჟისორზეა დამოკიდებული ყველანაირად. არ იქნები და ერთხელ რომ გადაგიღებს, მეორედ აღარ დაგიძახებს.
– ყველაზე მეტად რომელი სერიის გადაღებაზე იხალისე? მხედველობაში მაქვს, სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები.”
– ძალიან მაგარი იყო, ბავშვი რომ გავაჩინე ის სერია. ისე განვიცადე, გული გამიხდა ცუდად. გადაღების დროს ჩემი თავი გამახსენდა, როცა მშობიარობა დამეწყო. ჩემს ქმარს დავურეკე და ზუსტად 20 წუთი მალოდინა. ისე მწარედ მახსოვს ეს ყველაფერი... კიდევ ერთი სცენის გადაღება მახსოვს განსაკუთრებით. ჩემი მეუღლის ბებიის გარდაცვალების სცენას რომ ვიღებდით, ნამდვილი ჩასასვენებელი ჰქონდათ მოტანილი. იქ ისეთი რამ ხდებოდა, ვერ გადმოგცემთ. გადაღების მერე, ხან ვინ იღებდა სასახლეში სურათს, ხან – ვინ. ეკა მჟავანაძე ისე ტიროდა, ყველაფერი ხუთიანზე ჩაატარა.

скачать dle 11.3