კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ადამიანის სუნი მცემს“

ანუ, რატომ უფრთხის განათლების სამინისტრო ცოცხალ ადამიანებს

მიმდინარე წელს აბიტურიენტებს მრავალი სიახლე ელით: ჯერ ერთი, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი შეიცვალა და ამიერიდან აბიტურიენტებს თავის გამოჩენა, ძირითადად, ქართულად მარჯვედ და გააზრებულად წერით მოუწევთ (ისე, ამ ჩვენი ქვეყნის მმართველი ელიტიდან, გნებავთ, მმართველობის მსურველ გასაელიტებლებიდან, ნეტავ, რამდენი ჩააბარებდა საშუალოდ მაინც ანალიტიკურ წერას თავისი ტექსტის გააზრებიანად?! აღარაფერს ვიტყვი ტექსტში შეცდომების აღმოჩენაზე, რადგან, გამოგიტყდებით და, თუ რესპონდენტთა მეტყველების სტილითა და ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის კრიტერიუმებით ვიმსჯელებთ, ზურგის ტვინით ვგრძნობ, იქ, ზემოთ, მინიმალური კომპეტენციის ზღვარგადაულახავთა არმია ფრიად მრავალრიცხოვანი იქნებოდა).
ამას გარდა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ელექტრონულ გვერდზე აღარ ქვეყნდება საგამოცდო ტესტების ნიმუშები, სამაგიეროდ, მითითებულია, თუ სად შეუძლიათ სტუდენტობის მსურველებს ტესტური ნიმუშების შეძენა (როგორც ჩანს, ეროვნული გამოცდები – ეროვნულ გამოცდებად, მაგრამ ტარანა მაინც თვლითაა). მეტიც, ამ წელს ეროვნული გამოცდების შედეგების გაგებაც ფასიანი ხდება (რაღაც, ძალიან გასჭირვებიათ?!) და მობილობის წესიც შეცვლილა (არა, მობილობა მაინც სულ სხვაა, თითქმის ისევე, როგორც ტყემლით). კერძოდ, სხვა უნივერსიტეტში გადასვლის მსურველ სტუდენტს 50 ლარის გადახდა მოუწევს. ამ უკანასკნელ გადაწყვეტილებას, ალბათ, ისევე, როგორც ყველა ზემონახსენებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება აკანონებს.
მეორე მხრივ, საყოველთაოდაა ცნობილი, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მესვეურები ცოცხალ შეხვედრებს ერიდებიან (თუმცა, რაღა ერიდებიან, საერთოდაც აიკრძალეს) და მხოლოდ წერილობით, ისიც ელფოსტაზე გაგზავნილ წერილებს პასუხობენ (სად გავარდა ტექნიკა ქართული განათლების სისტემაში?!). შესაბამისად, ამ რეალობისა და ზემოჩამოთვლილი გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, ჩნდება ეჭვი, რომ ეს ჩვენი განმანათლებლები ქართული ზღაპრების გმირი დევის სინდრომით შეპყრობილან („ადამიანის სუნი მცემსო“), ბუნებრივია, იმას გარდა, რომ ტარანისა და თვლის ამბავი ზედმიწევნით აუთვისებიათ.

скачать dle 11.3