კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყურში ჩასასხმელები

ანუ „მადლი ქენი, იუსტიციის სახლში ჩადე“

საქართველოს მოსახლეობის ოფიციალური რაოდენობა ოთხ-ნახევარ მილიონს ოდნავ აჭარბებს, რეალური კი, ექსპერტთა გათვლით, ამაზე, ასე, 800 000-ით ნაკლებია. ჩინეთის მოსახლეობამ, ოფიციალური ცნობით, მილიარდ-ნახევარს უკვე გადააჭარბა, არაოფიციალურად კი, ანუ რეალურად, ამაზე მეტია (და არა მხოლოდ 800 000-ით). ამ მასშტაბების მიუხედავად, მაგალითად, უმუშევართა კავშირის განცხადებით, თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობაზე ჩინელები მუშაობენ, თანაც, განა კანონმორჩილნი, პატიმრები (შესაძლოა, ეს ერთგვარი ჰუმანიტარული აქციაც იყოს და მას გამოსასწორებელი ფუნქციაც ჰქონდეს, რამეთუ საქართველოს ძალოვანი და სასჯელაღსრულების სისტემის სახელი დიდადაა გავარდნილი მთელს დუნიაზე!). ეს ამბავი უმუშევართა და თავისუფალ ასოციაციათა კავშირებმა გასულ კვირას ამცნეს საზოგადოებას, დედაენის ბაღში გამართულ აქციაზე, რომელზეც, ზოგადად, საქართველოში მიმდინარე მშენებლობებზე უცხოელების დასაქმებას აპროტესტებენ.
ჯერჯერობით, ზემოხსენებული წყაროს ინფორმაციით, ჩვენს სამშობლოში დასაქმებული ჩინელი პატიმრების რიცხვი 150-ია, თუმცა მათ გაზრდას მომავალში 300-მდე პროგნოზირებენ. წყაროსავე მტკიცებით (დასტურად ფოტომასალა იქნა მოშველიებული), ჩინელი პატიმრები სარდაფში ცხოვრობენ, თანაც გაუსაძლის პირობებში.
მაგრამ აქციის ძირითადი თემა (რაკი ჩვენი თავი გაგვჭირვებია) ის იყო, რომ, აქციის მომწყობთა თქმით, ჩვენი მშობელი ხელისუფლება ადგილობრივებს შავ მუშებად დასაქმების პერსპექტივასაც უსპობს.
ასეა თუ ისე (ანუ ხსენებული ჩინელები პატიმრები არიან თუ თავისუფლები), რაკი ნათქვამია, მადლი ქენი, ქვაზე დადეო და, იმის გათვალისწინებით, რომ 2050 წლისთვის გავნახევრდებით (თუ ასეთი ტემპებით განვაგრძობთ გამრავლებასა და დაბერებას), ანუ, 2 მილიონზე დავალთ, იმედია, ჩინელები პატივისცემას დაგვიფასებენ და ყველას ერთად ერთ მშენებლობაზე მაინც დაგვასაქმებენ (თუ მშენებლობა გაწყდა, 2 მილიონს, ბოლოს და ბოლოს, ყურში ჩაგვისხამენ).

скачать dle 11.3