კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

საზრიანები

„… თორემ, დაგვენგრა ოჯახი“

გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ საქართველოში კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია მუშავდება (აი, ეს „ეროვნული“ მკლავს, თან – ყველგან და ყოველთვის!). როგორც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა განგვიმარტა, დოკუმენტი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია, ამიტომაც მასზე თვით ეროვნული უშიშროების საბჭო მუშაობს! საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები, ჩვეულებისამებრ, დეპუტატები კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან (რაც მათ კანონები აქვთ დაწერილი, თავის ცვლილებებიანად, ბარე ორ-სამ „ქართლის ცხოვრებას“ ეყოფოდა).
ეყოფოდა თუ არა, ფაქტია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეჭვობს, რომ, შესაძლოა, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა (კონკრეტულად ზემოხსენებული და პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი) საჯარო ინფორმაციის მეტად დახურვის მექანიზმი გახდეს. საიას წარმომადგენლები განმარტავენ, რომ, ჩვენი კანონმდებლობით, მათ შორის, კონსტიტუციითაც, უკვე დადგენილია სამი ტიპის საიდუმლო ინფორმაცია, კერძოდ: კომერციული, პირადი და სახელმწიფოებრივი. ხოლო, რაკი პარლამენტში წარმოდგენილ კანონპროექტში გვხვდება ინფორმაციის განმსაზღვრელი ახალი ტერმინებიც, სახელდობრ: კონფიდენციალური, შეზღუდული და არაკლასიფიცირებული, შესაძლოა, საჯარო უწყებებმა ინფორმაციის გაცემაზე (რა თქმა უნდა, იგულისხმება არასაიდუმლო ინფორმაცია) უარი ამჯერად სწორედ ამ ახალი კანონმდებლობის მოშველიებით გვითხრას.
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ საჯარო უწყებები, რბილად რომ ვთქვათ, დიდი გაჭირვებით იძლევიან ინფორმაციას (თუ არაფრისმთქმელ წერილობით პასუხებს საერთოდაც შეიძლება, დავარქვათ ინფორმაციული), არ არის გამორიცხული, კიბერუსაფრთხოების უზრუნველმყოფი კანონის მიღება ერთგვარი გამოსავალიც იყოს, იმ ანეკდოტის სტილში, ფაქტზე წასწრებული ქმარი რომ შესჩივის ცოლს: მოიფიქრე, ქალო, რამე, თორემ დაგვენგრა ოჯახიო (ცხადია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „ოჯახში“ „დემოკრატიის შუქურა“ იგულისხმება).

скачать dle 11.3