კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

 

კითხვა: მინდა, შევიძინო ავტომობილი „ნისან X ტრიალი” და იქნებ ამიხსნათ როგორი მანქანაა და გამომადგება თუ არა საქართველოს პირობებში? შესაძლებელია თუ არა  ამ მანქანის საწვავის სისტემის ბუნებრივ აირზე გადაყვანა?

პასუხი: „ნისან X ტრიალი” საკმაოდ კარგი მანქანაა. ნორმალური „ჯიპია“, რომელიც ზომიერია ყველაფერში – სერვისშიც, საწვავის წვაშიც, მოთხოვნებშიც. ამ მანქანით არც სადმე მისვლაა სათაკილო, პირიქით, პრესტიჟულია. მეოჯახისთვისაც საუკეთესოა, არ ითხოვს ხშირად სერვისს, უგზოობაშიც არ შეირცხვენს თავს და ქალაქშიც მშვენივრად გატარებთ. რაც შეეხება საწვავი სისტემის გადაკეთებას, ეს ძალიან იოლია. დაამონტაჟეთ  ახალი თაობის გაზის სისტემა და ეს მოდელი ძალიან ცოტა საწვავს დაწვავს.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, შეიძლება თუ არა სხვადასხვა მარკის ავტომობილების ტურბინების გამოყენება, თუ ისინი ერთი და იმავე კუბატურის მქონე ბენზინის ძრავებითაა აღჭურვილი?

პასუხი: ტურბინების გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი განსხვავდება ერთმანეთისგან. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, თუ როგორი ფიქსაცია ჰქონდა ამა თუ იმ ტურბინას, ანუ, დამაგრდება თუ არა კონკრეტული ტურბინა იმ ადგილას, სადაც ჩვენ გვინდა. ასევე, რა დამატებითი მოწყობილობები იყო მიერთებული მასზე და შეესაბამება თუ არა ამ მოწყობილობების დამაკავშირებელი ძელები ან სხვა რაიმე დეტალები ტურბინის საჭიროებებს. რიგ შემთხვევებში, მონტაჟდება სპეციალური გადამყვანები, რომლებიც, შეგიძლიათ, შეიძინოთ ან გამოაჩარხვინოთ.

 

скачать dle 11.3