კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი მცენარე ვერ ეგუება სიცივეს და სად დავდგათ გუზმანია ოსტარა ზამთარში

 თუ თქვენს ბინაში შესაბამისი ტემპერატურა არ არის, ზამთრის ამ სუსხმა და ყინვამ, შესაძლებელია, დააზიანოს თქვენი მცენარეები. ჩვენს დღევანდელ ნომერში „ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე, კვლავ სუსხიან ზამთარსა და მისგან მცენარეების დაცვაზე გვესაუბრება და გვირჩევს, რა ტემპერატურაზე უნდა ვამყოფოთ ტროპიკული მცენარეები, განსაკუთრებით კი – გუზმანია ოსტარა, რომ გაყინვას გადავარჩინოთ. 

 

– რას გვეტყვით გუზმანია ოსტარას შესახებ?

– გუზმანია ოსტარა არის ბრომელიესებრთა ოჯახიდან. მისი სამშობლოა მექსიკა და ინდოეთი. ეს უნიკალური მცენარე გვხვდება როგორც უხვად მოყვავილე, ასევე, ფოთლოვანი სახით. მას პალმისებრთა ოჯახსაც მიაკუთვნებენ. მართალია, ვიზუალურად წააგავს პალმას, მაგრამ, მათგან განსხვავებით, ამ მცენარის „დედა ძირი” მალე კვდება და „შვილი” განაგრძობს სიცოცხლეს. რაც ბრომელიესებრთა დამახასიათებელი ცხოვრების წესია. 

– შესაძლებელია თუ არა მისი გაზრდა და გახარება საქართველოს პირობებში?

– საქართველოში გუზმანია, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში შემოიტანეს. ის ჩვენს კლიმატს იოლად ეგუება და ნებისმიერ მოყვარულს შეუძლია ამ მცენარის გახარება. მას აქვს მხოლოდ ერთი პრობლემა – ვერ ეგუება სიცივეს.

– რა გავაკეთოთ ახლა, როდესაც ასეთი ყინვებია?

– წელს უკვე დაფიქსირდა მინუს 10 გრადუსი და ასეთ ტემპერატურაზე ყველა ტროპიკული მცენარე კვდება. თუ თქვენ ასეთ პირობებში ამყოფებთ გუზმანია ოსტარას, აუცილებლად გაიყინება. 

– როგორ მოვიქცეთ, თუ გარე კლიმატის ტემპერატურა საკმაოდ დაბალია, ანუ, რა ტემპერატურა შევინარჩუნოთ ბინაში, რომ არ გაიყინოს მცენარე?

– როდესაც გარეთ ასეთი ყინვაა, ბინაში 12-13 გრადუსი მაინც უნდა იყოს, რომ გუზმანია ოსტარა არ მოკვდეს. გარე კლიმატი ამ შემთხვევაში არ იმოქმედებს ბინის ატმოსფეროზე. გახსოვდეთ ერთი რამ: იანვრის და თებერვლის ყინვების დროს მცენარე ფანჯარასთან ახლოს არ დადგათ, რადგან, შესაძლებელია, ფანჯრიდან მაინც შემოიპაროს ყინვა და დააზიანოს თქვენი მცენარე. ამიტომ, უმჯობესია, ამ სეზონზე დადგათ ის სადმე, ოთახის შუაგულში ან კუთხეში, სადაც არ მოხვდება დაბალი ტემპერატურა. 

– როგორ რეაგირებს გუზმანია ორპირ ქარზე?

– გუზმანია ასეთ გარემოზე საერთოდ არ არის პრეტენზიული. ის თავად არის პარაზიტი, მას შეუძლია, ამოვიდეს ხეებზე, იზრდება დაბალ ფუღუროებზეც, თუმცა, საქართველოს პირობებში მისი გახარება გარე კლიმატში შეუძლებელია. 

– კიდევ რა გავითვალისწინოთ ახლა, ყინვების დროს?

– თებერვალში განსაკუთრებით მკაცრი კლიმატია, ამიტომ, გირჩევთ, გამათბობლის საშუალებით შექმნათ მისთვის დამაკმაყოფილებელი ტემპერატურა. ეცადეთ, 20 მარტამდე ის ადგილიდან არ დაძრათ და არ გაიტანოთ გარეთ. 

– რადგან ახლა ფანჯარასთან დადგმა არ შეიძლება, სინათლის ნაკლებობა ცუდად ხომ არ იმოქმედებს მის ფოთლებზე?

– გუზმანია ჩრდილის მოყვარული მცენარეა, ამიტომ თქვენი სურვილის შესაბამისად დადგით ის, ოღონდ, ფანჯრებს მოარიდეთ, სხვა დანარჩენ ადგილას ის სირთულეებს არ შეგიქმნით. 

– შესაძლებელია თუ არა ზამთრის სეზონზე გაიზარდოს გუზმანია ოსტარა?

– თუკი ოთახის ტემპერატურა იქნება 18-24 გრადუსი, ის ჩვეულებრივ განაგრძობს ზრდას. მაგრამ, თუ ტემპერატურა დაბალია, ის მიიძინებს და მარტიდან გამოიღვიძებს. გახსოვდეთ, მარტი არ არის სანდო თვე და, როგორი მაღალი ტემპერატურაც არ უნდა იყოს, გარეთ არ გაიტანოთ. ტროპიკული მცენარეების გარე კლიმატში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ აპრილის შუა რიცხვებიდან. 

– რა სიხშირით მოვრწყათ მცენარე თებერვალში?

– რადგან ასეთი მკაცრი კლიმატია აღმოსავლეთ საქართველოში, საერთოდ არ მორწყათ, მხოლოდ შუაგულში ჩაასხით 10-15 გრამი წყალი და ოსტარა ამით გამოიკვებება. საერთოდ, არც ერთ ტროპიკულ მცენარეს არ მოსწონს ზამთარში ხშირი მორწყვა, ზაფხულში კი მორწყეთ ოთხ დღეში ერთხელ. 

– შესაძლებელია თუ არა ამ მცენარის გადარგვა ზამთრის სეზონზე?

– გუზმანია ოსტარას საერთოდ არ უყვარს გადარგვა, ის თავად იყრის „შვილებს” და შემდგომ „დედა ძირი” კვდება. თუ თქვენი მცენარე უეცრად მოკვდა და წაიქცა, ნუ შეგეშინდებათ, ნუ შეახებთ ხელს, ნურც მოჭრით, მალე მიწიდან ახალი მცენარე ამოვა და ძველი თავისით ჩამოვარდება. მისი გასხვლაც არ შეიძლება და ხელი არ მიაკაროთ. ის იზრდება მხოლოდ 40 სანტიმეტრის სიმაღლის და ნებისმიერ ადგილას კომპაქტური ზომის იქნება. 

– შესაძლებელია თუ არა გუზმანიას გამრავლება თესლით?

– ეს მცენარე ძირითადად „შვილების” დატოვებით მრავლდება, მისი თესლით გამრავლება შესაძლებელია, თუმცა, ძალიან რთულია.

– როგორი ნიადაგი შევურჩიოთ გუზმანია ოსტარას?

– მისი ნიადაგი უნდა იყოს მჟავატუტოვანი და სჭირდება ფოთლოვანი მიწა. 

– როდის ყვავის ეს მცენარე?

– გუზმანია ოსტარა ყვავის გაზაფხულიდან შემოდგომამდე, თუმცა, შესაძლებელია, იანვარშიც კი აყვავილდეს. თუ გსურთ, რომ მალე იყვავილოს, ამყოფეთ ის რაც შეიძლება მაღალ ტემპერატურაზე. სითბო ხელს უწყობს ფესვთა სისტემის განვითარებას, ბოჭკოს ჩამოყალიბებას და იწყებს ყვავილობას. 

– მაინც რა ტემპერატურა უნდა იყოს ბინაში ზამთარში, რომ ეს მცენარე აყვავილდეს?

– თუ თქვენს ბინაში იქნება 25 გრადუსი ტემპერატურა, შესაძლებელია ახლაც იყვავილოს. მას ძალიან ლამაზი სხვადასხვა ფერის ყვავილები აქვს. ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ გამათბობელთან ძალიან ახლოს არ დადგათ, რადგან, შესაძლებელია, ფოთლები დაეწვას. 

– რაც შეეხება მავნებლებს?

– თუ ჩვენ არ დავასხამთ ზედმეტ წყალს, ძალზე არ დავანესტიანებთ მის ნიადაგს, მავნებლები ამ მცენარეს არ დაესევა. თუ თქვენ ზედმეტი მორწყვა მაინც მოგივიდათ, შეიძლება მას გაუჩნდეს ფარიანა ან ქინქლა და მათ მოშორებას შეძლებთ თამბქოს ნაყენი წყლით: აიღეთ 4 ღერის შემცველობის თამბაქო, დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, გააჩერეთ ორი დღე-ღამე და მოაფრქვიეთ მცენარის გარშემო. გახსოვდეთ, ამ მცენარეს არ უყვარს ფოთლების დანამვა, განსაკუთრებით ახლა – ამიტომ, ზედმეტი მოვლისა და ყურადღებისგან თავი შეიკავეთ. 

 

скачать dle 11.3