კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

 

კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, რა უნდა გავითვალისწინოთ ძაღლის კვებასთან დაკავშირებით ზამთრის პერიოდში?

პასუხი: ზამთარში კვების მხრივ განსაკუთრებული ყურადღება ისეთ ცხოველებს უნდა მიექცეს, რომლებიც ინახებიან ვოლიერის, ანუ ეზოს პირობებში. ზამთარში ცხოველი დიდ ენერგიას ხარჯავს გათბობაზე, ანუ, მიღებული საკვების გადამუშავებისგან გამოყოფილი ენერგია სხეულის გასათბობად იხარჯება. ცხოველი საკუთარი ძალებიდან გასცემს ენერგიას თერმორეგულაციისთვის. გასათვალისწინებელია ის, რომ ზამთარში  გასათბობად ცხოველს 15 პროცენტით მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე ზაფხულში. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ცხოველის მასაც. რაც უფრო პატარაა ცხოველი, მით მეტ ენერგიას ხარჯავს გათბობაზე. ყველა ცხოველს სხვადასხვანაირი კვება სჭირდება, გააჩნია, რა მდგომარეობაშია ის. ყველა შემთხვევაში, ზამთრის დადგომასთან ერთად, ცხოველის კვების რაციონში აუცილებლად უნდა გავზარდოთ ცხიმის რაოდენობა.

კითხვა: მყავს 4 თვის ძაღლი, რომელიც, მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ ცოფზე ავცერით, აღარ იზრდება. ახლახან მითხრეს, რომ ზრდის შეწყვეტის მიზეზი სწორედ ეს აცრა შეიძლება იყოს. იქნებ მითხრათ, არის თუ არა აცრა რეალური მიზეზი?

პასუხი : რომ მიგენიშნებინათ, რა ჯიშის ძაღლი გყავთ, უფრო კონკრეტულ პასუხს გაგცემდით. არასწორია ის შეხედულება, რომ სამი თვის ასაკში ცოფზე ვაქცინაცია ხელს უშლის ცხოველს ზრდაში და ცუდადაც მოქმედებს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებზე. ცოფის ვაქცინაში არ შედის ცოცხალი ვირუსი, მას მხოლოდ იმუნოგენები აქვს შენარჩუნებული. ვაქცინა, რომელიც წარმოებულია ისეთი მწარმოებლისგან, რომელიც აღიარებულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, ყოვლად უსაფრთხოა.

კითხვა: სამწუხაროდ, ჩემი ძაღლი რამდენჯერმე ძალიან უცნაურად მოიქცა და გამვლელს დაესხა თავს. იქნებ მითხრათ, რა შეიძლება იყოს ასეთი აგრესიის მიზეზი?

პასუხი: უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ჯანმრთელი ძაღლი არასდროს დაესხმება თავს ადამიანს გაფრთხილების გარეშე – არსებობს იმის აშკარა ნიშნები, რაც მოასწავებს თავდასხმის გარდაუვალობას, მაგრამ, ყველა აგრესიული ძაღლი არ გამოავლენს აღნიშნულ სიმპტომებს. შეიძლება, ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ, არსებული სიმპტომებიდან ძაღლი რამდენიმეს მაინც გამოავლენს და გაგვაფრთხილებს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ.

აგრესიულობის ჩამოყალიბების მიზეზი ლეკვობაში დაშვებული შეცდომებია. ლეკვი ვერ ხედავს განსხვავებას თამაშსა და თავდასხმას შორის. ბევრი ვერ ახერხებს ამ დროს ცხოველის გაკონტროლებას და ხასიათს უფუჭებს მას. თამაშის დროს, როცა ლეკვი იყეფება და ზურგზე ბეწვი არ აქვს აბურძგნილი,  საშიში არაფერია. ამ დროს უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ლეკვმა ღრენა და ყეფა შეწყვიტოს და სხვა სახით ითამაშოს ჩვენთან, კბენის შემთხვევაში კი უნდა დავტუქსოთ. თამაშის დროს ლეკვი სახესთან არ უნდა მიუშვათ,  გასართობად მას სათამაშოები ან სასუსნავები მიეცით. 

 

 

скачать dle 11.3