კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ქალი ჯიჯი რეჯინის შემოსავლის წყარო და რაზე ფიქრობს პირველი სექსის შემდეგ მიტოვებული ქალი


ქალები მისთვის ყველაფერია. ისინი მასთან ადვილად შიშვლდებიან, დაუფარავად ყვებიან საკუთარი ცხოვრების ინტიმურ დეტალებს. ჯიჯი რეჯინი არ მალავს, რომ მისი შემოსავლის მთავარი წყარო სწორედ სუსტი-ძლიერი სქესია. შესაბამისად, ზუსტად იცის, რა სურთ ქალებს, მაგრამ მათ ფიქრებში ღრმად შეღწევას თავის მოკვლას ამჯობინებდა.

ჯიჯი რეჯინი: მამაკაცებს რომ ქალების ესმოდეთ, მაშინ ცხოვრება, ჩვენი ყოველდღიურობა, აბსოლუტურად სხვანაირი იქნებოდა. კონფლიქტების, სქესთა შორის დაპირისპირების, ჩხუბისა და შერიგების, შეყვარება-გადაყვარების გარეშე. არასოდეს დაინგრეოდა ოჯახები და ყველა კარგად და ბედნიერად იცხოვრებდა, მაგრამ საშინლად უინტერესოდ და მოწყენილად. სისულელეა ეს ყველაფერი და ტყუილი. ქალი ზოგჯერ ისეთ რამეზე ფიქრობს, ისევ მამაკაცისთვის არის უკეთესი, ამის შესახებ არაფერი იცოდეს. იმიტომ არის მამაკაცი მამაკაცი, ქალი კი – ქალი. იმიტომ იზიდავენ ერთმანეთს, რომ ამ ორ, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ არსებას აინტერესებს ერთმანეთი – პლუს-მინუსის პრინციპი მოქმედებს. რა თქმა უნდა, რაღაც დოზით უნდა გაუგონ ერთმანეთს, მაგრამ ყოველთვის უნდა იყოს რაღაც, რაზეც ქალი იდარდებს და იტყვის, ხომ შეიძლება გამიგოსო.

– ხომ არ არის აუცილებელი, კაცმა ერთხელ მაინც თავი ქალის ტყავში იგრძნოს, რომ მათ უკეთ გაუგოს, მიხვდეს მის პრობლემებს?

– არა მგონია. ქალი ძირითადად იმით სპეკულირებს, რომ კაცს მისი არ ესმის. ძალიან ბანალური ფრაზა: მამაკაცებო, თქვენ არ იცით, ჩვენ რას ვუძლებთ, როცა ცხრა თვის განმავლობაში შვილებს ვატარებთ მუცლით და მერე ვაჩენთ, თქვენ კი კბილის ექიმთან ვერ მისულხართ! ბევრი ქალისთვის იარაღია კაცთან კამათში, რაც, ჩემი აზრით, არასწორია. კი, ქალს საკმაოდ ბევრი რაღაცის ატანა უწევს. მარტო ის რად ღირს, რასაც თვეში ერთხელ უძლებენ! მამაკაცისთვის ეს არის ნამდვილი კოშმარი. იმაზე რომ დავფიქრდე, თვეში ერთხელ რაღაც უნდა მომდიოდეს, მტკიოდეს და ვკვდებოდე, შეიძლება გავგიჟდე (იცინის), მაგრამ მამაკაცებს სხვა პრობლემები აქვთ. მე ვლაპარაკობ შემდგარ პიროვნებებზე, რომლებმაც იციან, რა პასუხისმგებლობა დააკისრა ბუნებამ, როცა მამაკაცად გააჩინა. მამაკაცს აქვს მთავარი ფუნქცია, დაიმკვიდროს ადგილი საზოგადოებაში, იყოს ოჯახში შემომტანი. მას გაცილებით დიდი ამბიცია აქვს, ვიდრე ქალს და უნდა ჰქონდეს კიდეც. მისი ბრძოლის მეთოდები განსხვავებულია და, ესეც მისი ბუნებიდან გამომდინარე. ქალი, არ გეწყინოს და, უფრო ვერაგია. ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ. უნდა თუ არ უნდა, ზოგჯერ სჭირდება, იყოს უფრო მოქნილი. მისი შეხედულება მამაკაცთან ურთიერთობაზე სხვანაირია. მაგალითად, შეხვდნენ ერთმანეთს მამაკაცი და ქალი, მოეწონათ ერთმანეთი და საქმე ლოგინამდეც მივიდა. ქალს ჰგონია, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ პირველი სექსის მერე კაცი მოულოდნელად მიდის ისე, რომ არაფერს უხსნის. ქალი საშინლად განიცდის ამას და უჩნდება კომპლექსი: „რატომ წავიდა? ესე იგი, რაღაც წესრიგში არ მაქვს. რაღაც ისე ვერ გავაკეთე“. ეშინია, რომ სხვა კაცი აღარ იქნება მის ცხოვრებაში და მარტო დარჩება. მამაკაცს მსგავსი არაფერი დაემართება.

– რატომ, კაცებსც ხომ ტოვებენ ქალები?

– ტოვებენ, მაგრამ კაცი ვერასოდეს მიხვდება, ქალმა იმიტომ მიმატოვა, რომ ლოგინში ნული ვიყავიო. ყველა მამაკაცს თავი სუპერსაყვარელი ჰგონია, აბა?! ასეა. ამიტომ, ქალმა უნდა უთხრას, რატომაც ტოვებს. არც ერთი მამაკაცი თავს არ დაიდანაშაულებს. ქალი ყოველთვის მტკივნეულად აღიქვამს თავისი სხეულის ნაკლს და დარდობს, თუკი კანი გლუვი აღარ აქვს. მამაკაცებს ფეხებზე ჰკიდიათ თავიანთი ღიპები. ძალიან იშვიათია კაცი, რომელიც იფიქრებს, შეიძლება, ქალი იმიტომ წავიდა ჩემგან, რომ მისი სექსუალური მოთხოვნილებები ვერ დავაკმაყოფილეო. ამით იმის თქმა მინდა, რომ ქალი გაცილებით მგრძნობიარეა და ეს არის მისი პლუსი. გარდა ამისა, ქალი თბილია, ყურადღებიანია, მზრუნველია. მასში კოდირებული დედობრივი ინსტინქტი უჩენს ბუნებრივ მოთხოვნილებას, რომ ვიღაცაზე იზრუნოს. ამ შემთხვევაში – მამაკაცზე. მამაკაცსაც ძალიან მოსწონს ეს. ერთი სიტყვით, ქალებს უდიდესი პლუსები გაქვთ.

– მაგალითად, რა არის ჩვენი უდიდესი პლუსი?

– თუნდაც ის, რომ შეგიძლიათ, იყოთ არაჩვეულებრივი მეგობრები, როცა ეს საჭიროა. სწორედ ამიტომ გრძნობს კაცი ქალთან თავს კომფორტულად და არის მასთან. ყველა მამაკაცს სჭირდება ძლიერი ქალი. ქალი კი ძლიერი არსებაა.

– ყველა მამაკაცს არ სჭირდება გვერდით ძლიერი ქალი.

– მხოლოდ კომპლექსებიან, სუსტ მამაკაცს არ სჭირდება გვერდით ძლიერი, ლამაზი, ჭკვიანი და წარმატებული ქალი. ასეთ კაცს სჭირდება ვიღაც, ვისზეც იბატონებს. ანუ, პრობლემა კაცშია და არა ქალში.

– ვხედავ, რომ ქალებს საკმაოდ კარგად იცნობ.

– ასე გამოვიდა (იცინის). ქალებს რომ კარგად არ ვიცნობდე, სამსახურიც არ მექნებოდა. ყველაფერი კარგი, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ქალებთან არის დაკავშირებული. ქალებთან ისტერიული ურთიერთობა მაქვს.

– ამბობენ, რომ სულელი ქალი საშინელებაა.

– სულელი კაცი არ არის საშინელება? საერთოდაც, მე მიმაჩნია, რომ სისულელეს სქესი არა აქვს. თუ ჭკუა არ გაქვს და არ იცი, შენი ღირსებები როგორ გამოიყენო. გინდ ქალი იყავი, გინდ კაცი. ვერც იმას დავეთანხმები, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ყველაფერი იცვლება და შეიძლება, სულელი დაჭკვიანდეს. პირიქით, უფრო სულელდებიან ხოლმე.

– მოდი, დავანგრიოთ სტერეოტიპი, რომ, თუ ქალი ძალიან ლამაზია, ის აუცილებლად უჭკუოა.

– უამრავ ძალიან ლამაზ ქალს ვიცნობ, რომლებსაც საკმარისზე მეტი ჭკუა აქვთ. მაგრამ, მოდი, ვთქვათ, რას ვეძახით ჭკუას. შეიძლება, ქალი იყოს მაგარი ბიზნესმენი, წარმატებული თავის საქმეში, მაგრამ პირად ცხოვრებაში ბატი აღმოჩნდეს, ვერ ააწყოს ურთიერთობა კაცთან. ანუ, ყველაფერი აქვს ქალს: გარეგნობაც, ფულიც, თანამდებობაც, მაგრამ მარტოა. სულ განშორებები, სულ წარუმატებელი სიყვარული... რა ხდება?

– მართლაც, რა ხდება?

– ის, რომ რაღაცას აკეთებს ისეთს, რაც კაცებს აშინებს და გაურბიან. კაცი ფიქრობს: „რაში ვჭირდები, როცა ისედაც ყველაფერი აქვს? მას მე არასოდეს მოვეწონები“. ეს არ არის ქალის პრობლემა. კაცის პრობლემაა, მაგრამ ზარალდება ქალი.

– რას იტყვი მამაკაცზე, რომელსაც ცოლად განათხოვარი, შვილიანი ქალი მოჰყავს?

– ის ძლიერი მამაკაცია; პიროვნებაა, რომელმაც იცის, რომ წარსული იმიტომაც არის წარსული, რომ მისკენ აღარასოდეს მიიხედო; რომელსაც სჭირდება ცხოვრების თანამგზავრი და არა რაღაც ფიზიოლოგიური დეტალი. ქალიშვილები მოჰყავთ ცოლებად, მაგრამ მერე ისე უბოზდებათ, ვეღარ აოკებენ. მთავარია, კომფორტულად გრძნობდე ადამიანთან თავს და იცოდე, რომ შენ ის გჭირდება.

– ყოველთვის ასე კარგად გესმოდა ქალების?

– დიახ, მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრება მათთვის მიმეძღვნა, ანუ ქალი გამხდარიყო ჩემი შემოსავლის წყარო: ხან პარიკმახერი ვიყავი, ხან სტილისტი, ხან – ტანსაცმლის დიზაინერი. ტანსაცმლის „პრიმერკა“ საკმაოდ ინტიმურია და ქალებს ჩემთან არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ. მათ ქმრებს უფრო ჰქონდათ ხოლმე პრობლემები (იცინის). ქალი, კაცისგან განსხვავებით, ყოველთვის ზუსტად გრძნობს, საიდან მოდის საფრთხე. ერთი გამოხედვაც საკმარისია, რომ მიხვდეს, რა უნდა მისგან მამაკაცს.

– გიფიქრია იმაზე, რომ შეიძლებოდა, ქალად დაბადებულიყავი?

– მიფიქრია. იცი, როდის მიფიქრია მაგაზე?! როცა ქალი ჩემი შემოსავლის წყარო გახდა. ძალიან დავუახლოვდი მათ სამყაროს. გულახდილად მიყვებოდნენ თავისი ცხოვრების ინტიმურ დეტალებს და აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი საშინელებათა ფილმს ჰგავდა. ამიტომ, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მაბია (იცინის). მე არ მემუქრება იმის საფრთხე, რომ ცხრა თვე ვივლი გაბერილი მუცლით და მიხარია. მირჩევნია, დავეხმარო ქალს ამ ყველაფრის გადატანაში, ვიდრე თავად განვიცადო იგივე.

– არის ასეთი ფილმი, როცა მამაკაცი მოულოდნელად ყველაფერს იგებს, რასაც ქალები ფიქრობენ.

– გენიალური ფილმია, მაგრამ მე რომ ასეთი რამ დამმართნოდა, ალბათ, თავს მოვიკლავდი, მიუხედავად იმისა, რომ არაფერ ახალს არ გავიგებდი. მე ისედაც ვიცი, რა სურთ ქალებს და რა უდევთ გულში. ვანგა არა ვარ, მაგრამ, უმრავლეს შემთხვევაში, ქალის ფიქრებს ვხვდები.

– მაშინ, რას ურჩევდი იმ კაცებს, რომლებსაც კარგად არ ესმით ქალების?

– არასოდეს შეაფასონ ქალი მხოლოდ ვიზუალით. ერთი შეხედვით, ყველაფრით კმაყოფილი და ძლიერი ქალი, შეიძლება ძალიან სუსტი და დაუცველი იყოს. ამიტომ, გამოიჩინონ მეტი სითამამე. ყველაზე ძლიერ ქალსაც კი სჭირდება დასაყრდენი. ნუ იზარმაცებენ და ნუ შეეშინდებათ ბრძოლის. ქალებმა კი ზოგჯერ აჩვენეთ, რომ სუსტები ხართ.

– რა ვქნათ, მივიდეთ და ვუთხრათ, მარტო ვარ, ცოლად მომიყვანე! შენ რომ გითხრას ქალმა ასე?

– უთქვამთ (იცინის). ყოფილა ასეთი შემთხვევა. მაგრამ მე ავუხსენი, რომ ვარ აუტანელი ადამიანი და არანაირად არ ვარ მზად ოჯახის შესაქმნელად. ჩემს ცხოვრებაში ჯერ ამის დრო არ დამდგარა.

– ქალებს საყვედურობენ იმას, რომ ხშირად მხოლოდ თავისი გარეგნობით აღწევენ წარმატებას.

– წარმატებას უნდა მიაღწიო ყველა საშუალებით. ეს ასეა და არაფერი ცუდი ამაში არ არის. ჭკვიანია ის, ვინც იცის, რა ღირსება აქვს და იყენებს კიდეც მას თავის საკეთილდღეოდ. მე ყოველთვის ვიყავი მზად იმისთვის, რომ გამეკეთებინა ყველაფერი, რათა გავმხდარიყავი ცნობილი და წარმატებული. საჭიროებამ რომ მოითხოვოს, ჩემზე ორმოცი წლით უფროს ქალსაც კი მოვიყვანდი ცოლად. მაგრამ, მოხდა ისე, რომ მსგავსი არაფერი დამჭირდა. ამბიციურობა ცუდი არ არის, კარგია. დასახულ მიზანს წიგნების კითხვით მიაღწევ თუ ვიღაცის ლოგინში ჩაწოლით, მნიშვნელობა არა აქვს, იმ იარაღით უნდა იმოქმედო, რაც ხელთ გიპყრია.


скачать dle 11.3