კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადრიანოს დიეტა დაუნიშნეს

ბრაზილიის ნაკრების ექსთავდამსხმელს, ადრიანოს „კორინთიანსის” ხელმძღვანელობამ ულტიმატუმი წაუყენა. თუკი ფეხბურთელი წონაში  არ დაიკლებს და თავის ჩვეულ წონას, 98-99 კილოგრამს არ დაუბრუნდება, მას გუნდის დატოვება მოუწევს. ადრიანო 2011 წლის მარტიდან ირიცხება „კორინთიანსის” შემადგენლობაში და მას შემდეგ პრობლემები აქვს წონასთან დაკავშირებით. შვებულებიდან დაბრუნებულ ფეხბურთელს გუნდის ექიმებმა ზედმეტი 6 კილოგრამი აღმოუჩინეს და სასწრაფოდ დიეტის დაცვისკენ მოუწოდეს. მანამდე ის ჩამოშორებულია გუნდს და ინდივიდუალური პროგრამით ემზადება ჩემპიონატისთვის. სკანდალური იმიჯის მქონე ფეხბურთელის დამატება ბრაზილიურმა კლუბმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც იტალიურმა კლუბებმა ჩაიქნიეს ხელი  მსოფლიოს ერთ დროს საუკეთესო თავდამსხმელზე. ეს კი იმის გამო მოხდა, რომ ზედმეტ წონასთან ბრძოლა ვერაფრით დააწყებინეს ფეხბურთელს, რომელსაც ღამის ცხოვრება, ალკოჰოლი და ხმაურიანი წვეულებები უყვარს.

скачать dle 11.3