კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად გარბოდა შუაღამისას მარიკო ებრალიძე და რატომ არ კმაყოფილდება გოგონების კოცნით ვაჟა მანია


„ჯეოსტარის“ არაორდინარული, განსხვავებული, ნიჭიერი მონაწილე, რომელიც იმავდროულად ძალიან საყვარელი ადამიანია, ვაჟა მანია და „ვარსკვლავების აკადემის“ კურსდამთავრებული მშვენიერი და უნიჭიერესი მარიკო ებრალიძე ერთმანეთს თითქმის ბავშვობიდან იცნობენ და მეგობრობენ. ამჟამად ორივე „მარჯანოვში“ მღერის და იქ მისულ სტუმრებს სასიამოვნო განწყობას უქმნიან.


მარიკო ებრალიძე: „ჯეოსტარს“ რომ ვუყურებ, ძალიან ვნერვიულობ, ყველა მონაწილის მიმართ ჩემი დამოკიდებულება მაქვს, თუმცა ფავოროტი მყავს.

– ძველი შეგრძნებები გახსენდება?

– რა თქმა უნდა და არ მინდა, რომ ღელავდნენ. ქვეცნობიერად ვცდილობ, ეს ღელვა წავართვა, თვალებს ვხუჭავ და მინდა, რომ ჩემი მუხტი მათთან მივიდეს და არ ინერვიულონ. ეს ალბათ, არ გამომდის და უფრო საკუთარ თავს ვაწყნარებ.

– თქვენ დიდი ხანია იცნობთ ერთმანეთს?

– არ მინდა მკითხველს ეგონოს, რომ მე და ვაჟას მხოლოდ „მარჯანოვის“ პერიოდი გვაკავშირებს. ჩვენ, შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. 9 წელი ერთად ვსწავლობდით მეორე მუსიკალურ სასწავლებელში, ქალბატონ ირინე ებრალიძესთან და ერთმანეთთან ძალიან კარგი წლები გვაკავშირებს. ერთად ვრეპეტიციობდით, ერთად ვმღეროდით, დავდიოდით კონცერტებზე, ერთად ვცელქობდით, ვაბრაზებდით ქალბატონ ირინეს. ძალიან საინტერესო პერიოდი იყო, კარგად გავიარეთ. ბევრი რამ ვისწავლეთ და გავიგეთ მუსიკისა და ჯაზის შესახებ.

– მაშინ, როგორ იყო ვაჟა?

– ანალოგიური, ოღონდ ცოტა პატარა. ახლა უფრო დაკაცდა, დაიხვეწა. რა ვქნა, ამ ადამიანის მიმართ ვერ ვარ გულგრილი. როგორც საკუთარი ოჯახის წევრი, ისე მიყვარს.

ვაჟა მანია: მარიკოსთან შეხვედრის კონკრეტული დღე ზუსტად არ მახსენდება, მაგრამ ის კარგად მახსოვს, გოგონები ოთახში იდგნენ და მკითხეს რამდენი წლის ხარო, იმ დროს მეცხრე კლასში ვსწავლობდი.

– ალბათ, შენ უფრო აბრაზებდი მასწავლებლებს?

– მიუხედავად იმისა, რომ მე და მარიკო სხვადასხვა ჯგუფში ვიყავით, ვერ ვიტყვი, რომ ის აბრაზებდა მასწავლებლებს და მე – არა. იმით ვაბრაზებდით მასწავლებლებს, რომ ვზარმაცობდით და ვაგიჟებდით. თან ისეთი მასწავლებლები გვყავდა, თუ რაღაცას კარგად არ გავაკეთებდით, პასუხისმგებლობით არ მოვეკიდებოდით, ძალიან ბრაზდებოდნენ. თუმცა, მთლად ზარმაცებიც არ ვიყავით.

მარიკო: ვაჟა, როგორც ინსტრუმენტალისტი და შემდეგ, როგორც ვოკალისტი ისე იყო ჩვენს ჯგუფში. ქალბატონმა ირინემ აღმოაჩინა, რომ თურმე ვაჟას ძალიან კარგი ყური და სმენა აქვს. მახსოვს, ვაჟამ შეასრულა როდ სტიუარტის ჯაზ-სტანდარტი და ჩვენ დებილებივით ვუყურებდით, აღფრთოვანებულები, ისე იმღერა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩემია, არა, მართლა საოცარი ხიბლი და ფერები მოდის მისი ხმიდან და ეს მაშინვე შევამჩნიეთ. ამიტომ როგორც კი გავტეხე ნაჭუჭი და გამოვედი შოუ-ბიზნესში, სულ ის მქონდა ხინჯად, ვაჟა არ ყოფილიყო მიმალული და მასზე ზღვასავით უხვად დაბერტყილი ნიჭი არ დარჩენილიყო კულისებს მიღმა.

ვაჟა: მარიკოს ყველასგან გამოვარჩევდი, თუნდაც შესრულების მანერით, ხმით. სასწავლებელში მართლაც ყველასგან განსხვავებული იყო. შემაყვარა თავი, იმიტომ, რომ მასაც ვუყვარდი და მეც შემიყვარდა.

– სწავლისა და მეცადინეობის გარდა, გართობასაც თუ ახერხებდით?

მარიკო: მთელი დღის განმავლობაში ვერთობოდით, ერთმანეთზე ვღადაობდით.

ვაჟა: რომ მივიდოდი სასწავლებელში დილის ცხრა საათზე, საღამოს ათ საათამდე იქ ვიყავი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მკაცრი რეჟიმი გვქონდა, ნერვები მაწყდებოდა. მთელი პერიოდი დილიდან საღამომდე იქ ყოფნა დიდი სიამოვნება იყო. ანუ, საქმესაც ვაკეთებდით და ვერთობოდით კიდეც.

მარიკო: ჩვენი სართულიდან სულ ჩადიოდა კისკისი და სიცილი, იმიტომ, რომ ვაკეთებდით იმ საქმეს, რაც სიამოვნებას და სიხარულს გვანიჭებდა.

ვაჟა: ეს იყო ჩვენი გართობა იმ პერიოდში.

მარიკო: იმდენს იცინოდნენ, რომ სახე დაუნაოჭდათ. ვაჟას სიცილისგან თვალები დაუწვრილდა და აღარ უჩანს.

ვაჟა: სამაგიეროდ შენზე არ იმოქმედა.

მარიკო: ჰო, მე სიცილისგან გავფუშფუშდი.

– როგორ მოხვდით ორივე ერთად „მარჯანოვში“?

მარიკო: ძალიან მიყვარს „ვარსკვლავების აკადემიის“ პერიოდი, ბავშვებმა მოვასწარით სხვადასხვა ტურნეში მონაწილეობა, ჯაზ-ფესტივალზეც ფანტასტიკური, დაუვიწყარი დრო გავატარეთ. სხვათა შორის ჯერ კიდევ ამ პროექტში ყოფნისას ვფიქრობდი, ამხელა ტრამპლინის მერე რა უნდა გავაკეთო-მეთქი. კარგად მახსოვს, შარშან, 29 აგვისტოს, ჩემი დაბადების დღე იყო, დამირეკა მანანა მორჩილაძემ, მითხრა, კახა ხოშტარია დაგირეკავს, ძალიან კარგი კლუბია, ბენდი ჰყავთ და ვოკალისტი სჭირდებოდათო. ცოტა ხანში დამირეკა ბატონმა კახა ხოშტარიამ, მე მაშინ მას ასე მივმართვდი და მითხრა მარჯანიშვილის თეატრის გვერდზე იტალიური რესტორანია „მარჯანოვ ექსპრესი“, შევკრიბე ბენდი, ვოკალისტი მჭირდება და მოიფიქრეო. რა მოფიქრება მინდოდა, იმ ღამესვე გავვარდებოდი რეპეტიციაზე და მაშინვე დავთანხმდი. 11 სექტემბერს დავიწყეთ რეპეტიციები და 15 დღეში ისეთი პროგრამა გავაკეთეთ, დღესაც გვაქვს ამ პროგრამით გასვლითი კონცერტები.

ვაჟა: სანამ „მარჯანოვში“ მივიდოდი, ჩემთვის ვიყავი სარეპეტიციოში და ვმეცადინეობდი. ეს იყო მთელი ჩემი დატვირთვა, მემეცადინა და ბევრი გამეკეთებინა. აკადემიაში რომ მივედი, „მარჯანოვშიც“ რომ ვარ და საერთოდ, სადაც გამოვჩნდი, ყველაფერი მარიკოს ბიძგით, ხელისკვრით მოხდა. „მარჯანოვში“ მისვლაზეც მარიკომ დამირეკა. რომ მივედი, თავიდან იქაც ვუკრავდი, შემდეგ ერთი-ორჯერ სიმღერაც მოვსინჯე და კახა ხოშტარიამაც აღმოაჩინა, რომ სიმღერა შემეძლო, თან სხვა ამპლუაში და ასე დავიწყე „მარჯანოვში“ სიმღერა და დაკვრა.

მარიკო: ერთ დილით დაგვიბარა კახა ხოშტარიამ და გვითხრა, ჯგუფს გადახალისება სჭირდება და ვინ მოვიყვანოო. მაშინვე გონებაში ვაჟას სახელი ამომიტივტივდა, ვუთხარი ფანტასტიკურად უკრავს, ტრომბონისტია და მღერის ძალიან კარგად-მეთქი. ტრომბონისტი კი არ გვყავდა. სასწრაფოდ მოიყვანეო, მითხრა. მოვიდა და მაშინვე დაიწყო ჩვენთან მუშაობა. ახლა ლამის აცეკვდეს კიდეც, კახას წაართვას მეორე პროფესია და „სტეპმენი“ გახდეს. მოკლედ, უსაზღვროდ ნიჭიერი ხარ, ვაჟა.

– როგორც ვიცი, „მარჯანოვში“ ხშირად დადიან გოგონები ვაჟას მოსასმენად, საყურებლად.

ვაჟა: შემჩნეული მაქვს, რომ მოდიან გოგონები და ეს მითხრეს კიდეც.

– მხოლოდ მოდიან და ამით მთავრდება ყველაფერი?

– ამ შემთხვევაში, აღარ დავკონკრეტდები. მართლა შევამჩნიე, რომ ჩემ გამო მოდიან, ძალიან მიხარია, ყველას პატივს ვცემ და დიდ სტიმულს მაძლევენ. თან მოულოდნელად მოდიან და ოფიციანტები მეუბნებიან, ეს გოგონები შენთან არიანო.

– რამესაც ხომ არ გიგზავნიან, ვაჟას ჩვენი სუფრიდანო?

– ჯერ არაფერი გამოუგზავნიათ, თუმცა საჩუქრები მიყვარს. ჯერ კოცნის გარდა, სხვას არაფერს მჩუქნიან.

მარიკო: მეტი რაღა საჩუქარი გინდა?!

ვაჟა: მაგალითად, თუ ვინმე მაჩუქებს მანქანას, დიდი სიამოვნებით მივიღებ. არ დავკონკრეტდები, როგორი საჩუქრები მიყვარს.

მარიკო: ხუმრობს, ხუმრობს.

ვაჟა: არ ვხუმრობ, გოგონებო, მიყვარს საჩუქრები და სიურპრიზები.

– თავად თუ უკეთებ გოგონებს საჩუქრებს?

– მეც მიყვარს საჩუქრების გაკეთება. ვერ ვიტყვი, რომ მათთვის რაღაც გრანდიოზული მიჩუქნია, თუმცა რაღაცეები ყოფილა.

– უკვე ვიცით, რომ სექსუალური გოგონები მოგწონს. მოდი, მითხარი, რას აკეთებ, როდესაც გოგონა მოგეწონება?

– თუ გოგონა მომეწონება, ვცდილობ მასაც მოვაწონო თავი, ამ დროს დაბნეული ნამდვილად არ ვარ. პირიქით, ძალიან აქტიური ვხდები. მაგალითად „მარჯანოვში“ რომ მოდიან გოგონები, იმათ თვალს ჩავუკრავ ხოლმე. ასეთ დროს დაბნევა არ არის კარგი.

– დაბოლოს, მარიკო, როგორი ადამიანია ვაჟა?

მარიკო: უეშმაკო, ძალიან კეთილი ადამიანი, ნათელი აურით, ალალი, უკეთილშობილესი, კარგად აღზრდილი და ემჩნევა, რომ ძალიან კარგი ოჯახიდან არის გამოსული. ვაჟასთან ერთად სულ ვიცინი, კარგ ხასიათზე ვარ. მოკლედ, დადებითი აურა აქვს და თავის კეთილ ბუნებას, სულს, შენც გინაწილებს.


скачать dle 11.3